თუ არ შეგისვამს აბანოს ხევში
თუ არ შეგისვამს აბანოს ხევში
შენ გრილი წყალი ნაჟური მთისა
არ გისუნთქია სუფთა ჰაერი
გადმოფრქვეული მაღალი კლდისა
თუ არ გინახავს ვიწრო ბილიკი
ვიწრო ბილიკი ნაკვეთი კლდეზე
არ გაგიშლია პატარა სუფრა
კოხტად მოჩითულ თუშეთის მთებზე
არ გძინებია სიპის კედლებში
ან პირქაფიან ხევის ხმაურზე
ან საჯარეში თუშეთის ღამეს
არ გიცეკვია თუშურ გარმონზე
შენი პირ-სახით თუშურ ყვავილებს
თუ ერთხელ მაინც ვერ ეამბორე
მთიდან გაქცეულ ცრემლიან ნისლებს
სიტყვა ვერ უთხარ ვერ მოეფერე
არ დაიკვეხო შენი თუშეთი
და არსად არ სთქვა, რომ შენ თუში ხარ
რადგანც თუშთა ამ სიამაყეს
შენი თვალებით არ შეხებიხარ