თინა, გოდერძის ქალი
შატილს ავიდა ხოხობი
დიდგულად დაჯდა ჯარზედა
შატილს ავიდა ხოხობი
დიდგულად დაჯდა ჯარზედა
შვიდი გავზარდე ვაჟკაცი
არწივის ნაბუდარზედა
შვიდსაც ვუყიდე თოფები
თითო ავჰკიდე მხარზედა
შვიდსავ ვუყიდე ხანჯლები
შვიდსავ შევარტყი წელზედა
შვიდსავ ვუყიდე ჩაჩქნები
შვიდსავ დავხურე თავზედა
შვიდსავ ვუყიდე ცხენები
ნაჩვევი იორღაზედა
შვიდსავ ვუყიდე ცხენები
ნაჩვევი იორღაზედა
დაუგზავნე საახადოდა
შვილნო მშვიდობით გზაზედა
თუ ის ქალ ვერ მოიყვანეთ
ნუღარამც მოხვალთ კარზედა
ახაც გოდერძის ციხეო
სამუქარა ხარ მტრისაო
მოგივლენ ქისტის შვილები
გამოგითხრიან ძირსაო
გამაიყვანენ ქალასა
ყელი ჩამოაქვს მძივსაო
იქით ქალს გამოიყვანენ
ყელი ჩამოაქვს მძივსაო
შარაზე გადმოავლევენ
ცრემლით დაიბანენ პირსაო
შარაზე გადმოავლევენ
ცრემლით დაიბანენ პირსაო
შემოხდა თადიაური
ამ საქარავნო მთაზედა
ჯერ გამარჯვება დაასწრო
ამბავსა ჰკითხავს თავზედა
ეგ ქალ საიდან მოგყავის
რომ მოატირებთ გზაზედა
ეგ ქალა ხადით მოგვყავის
შატილს უნდ დავსვათ ჯარზედა
უმცროს ძმას დავაქორწილებთ
გვირგვინს დავადგამთ თავზედა
უმცროს ძმას დავაქორწილებთ
გვირგვინს დავადგამთ თავზედა
ფუი რა გიქნავთ რჯულ-ძაღლნო
ლაშარის ჯვარის ყბაზედა
ტყუილად გიქნავთ რჯულ-ძაღლნო
ლაშარის ჯვარის ყბაზედა
ეგ ქალ თუ წაგაყვანინოთ
წვერი ნუ მესხას ყბაზედა
ეგ ქალ თუ წაგაყვანინოთ
წვერი ნუ მესხას ყბაზედა
გაფრთხილდი თადიაურო
თხის ტყავ არ დაგრჩეს გზაზედა
გაფრთხილდი თადიაურო
თხის ტყავ არ დაგრჩეს გზაზედა
თხის ტყავ ან გადიყრეინა
ჯაჭუვმა იელვა ტანზედა
თხის ტყავ ან გადიყრეინა
ჯაჭუვმა იელვა ტანზედა
შვიდ ქისტმა ერთსა ფშაველსა
გაუხდა დასწრებაზედა
შვიდ გურგოლ შემოურბინა
შვიდსავ თავ მოსჭრა მხარზედა
აჰყარა იარაღები
ქალს ჩამოჰკიდავ მხარზედა
თავის ფრანგულიც ქალს მისცა
მშვიდობით დაო გზაზედა
ეგ მამაშენს მიუტანე
ის თვითონ იცნობს ფხაზედა
არა სთქვა ჩემი სახელი
მოჯიბრე მიდგა გზაზედა
რომ მივალთ ლაშარ-ღელესა
ვიტყოდეთ და-ძმობაზედა
რომ მივალთ ლაშარ-ღელესა
ვიტყოდეთ და-ძმობაზედა