არღუნი
ბაბული ჯანგირაშვილი
ბაბული, რომელიც დაბადებით სოფელ არღუნიდანაა ამბობს ხოლმე რომ ის ყოველთვის იხიბლებოდა მუსიკით მონიჭებული სიხარულით. ბავშვობაში, მან მეზობელს ჰკითხა თუ ვის ჰქონდა ფანდური, რომ მისთვის ესწავლებინა სიმღერები და თან იხსენებს, რა ადვილად შეისწავლა ის სიმღერები, რომელიც მას ძალიან მოსწონდა. მას ახსოვს, როგორ ვერ ჩერდებოდა ხოლმე წყნარად სკოლაში, რადგანაც ის სულ მოძრაობდა და მღეროდა. დღეს მას ხუთი შვილი ჰყავს, ასევე, ერთი ძროხა და ღორი. ის ხშირად დადის ტყეში სოკოს საკრეფად, რომელსაც მერე კვირაობით სოფლის ბაზარზე ჰყიდის. როცა ვთხოვეთ ემღერა, ბაბულიმ მხიარულად გვითხრა: მე მყავს შვილები, შვილიშვილები, სახლ-კარი. მაქვს სამუშაო და არც ზარმაცი ვარ. არ მაქვს მიზეზი, რომ არ ვიმღერო!