ვაჟკაცური დამიდია ღმერთთან ფიცი
ვაჟკაცური დამიდია ღმერთთან ფიცი:
ყოველ წუთას გორდას უნდა ვლესავდე…
მეტოქესთან მეტოქური ბრძოლა ვიცი,
ნუ მიმტყუვნებ, გოგოვ, შენი კვნესა მე.
შენს ძებნაში გზა-კვალი რად ამერია,
წვიმამ რისთვის გადარეცხა ფიქალი,
ვარსკვლავებში შენი თვალი რომელია -
ვეჩურჩულო ნანატრი-ნაფიქრალი.
ატმის ყვავილს გააბაცებს შენი ტუჩი,
შენ სუნთქვაში ია უწყლოდ იხარებს…
მე თუ დამჭრა, სიყვარულმა დამჭრა გულში,
ჩაჩოქილიც შენსკენ გადმოვიხარე.
ცხენს სიმღერით მივაქროლებ გაშლილ გზაზე
მივესალმე ტყებს თავი დამიქნიეს
ალავერდში ერთხელ მოვალ დღეობაზე
ალავერდი შენთანა ვარ დამილიე
შენს ნავალზე მე ვარდები უნდა ვკრიფო
შავ თვალ-წარბავ გზა-კვალი რად ამირიე
ალავერდში ყანწით მოვალ დღეობაზე
ალავერდი შენთანა ვარ დამილიე