ჰერი ბიჭო, შაირი
შაირობა მომინდომეთ შუა გაზაფხულშია
/ეხლა შევიტყობ ყველაფერს ვის რა გიდევთ გულშია/
ჰერი ბიჭო ჰერიო, იმითვინა ვმღერიო
თუ აგრე ვიმხიარულეთ, რაი გადვაკლებს მტერიო
ჰერი ბიჭო, ჰერი, ჰერი, იმითვინა ვმღერიო, ჰე
სულ სიბერეს იმიზეზებთ, ხმაში ხრინწი გერევათ
/სიმღერა და ლექსაობა ერთმანეთში გერევათ/
ჰერი ბიჭო ჰერიო…
ქალო აქეთ მაიხედე, ქეთო ხარ თუ სავლე ხარო
/შენი მაჭანკლობა მინდა, გული უნდა გაგიხარო/
ჰერი ბიჭო ჰერიო
გათხოვება რო მინდოდეს განა ეგრე ძნელია
/მაჭანკლობა დაგიწყია, საქმე გამოგელია/
ჰერი ბიჭო ჰერიო
სოფელ-სოფელ სიარულში მთლად დაგესხათ რეტია
ნეტაი სად შაიყარეთ, ემაგდენი ცეტია
ჰერი ბიჭო ჰერიო