შევარდნაძე და მიშა შაირი
ჩემო ფანდურო დაუკარი, ეხლა მოველგუნებაზე
წუხელ ფეხი მოვიტეხე, გოგოი გადაბრუნებაზე
ორღობე ჩამოვიარე, ჩამოვკრიფე ატამი
გარეთ ქალი დავინახე, კარში ედგა აკვანი
ბალღსა ნანას უმღეროდა, ყელში ედგა კაკანი
დაუძახე ვარაო, დამიძახა არაო
შენისთანა მოარშეყემ, ბევრმა ჩაიარაო
ხმაც კი მოგცემთ შევარდნაძე,
შარვალი გვაქ ჩავარდნაზე
/ეს ქვეყანა დანგრიე, მიიყვანე სახლი ნავზე/
აბა მაშ ხმა როგორ მოგცეთ,
თეთრ რო მელა შევარდნაძე
ხმა არავის გეეცემე,
ყველა ვაჭრობთ თავის ჭკუაზე
ქურდები და ყაჩაღები ღამე გვეცემიან თავზე
ქურდები და ყაჩაღები ღამე გვეცემიან თავზე
მილიცია, პოლიცია, ხალხს ხოცავენ შუა გზაზე
აბა მაშ ხმა როგორ მოგცეთ,
თეთრო მელა შევარდნაძე
ლუკმა-პური გაგვიწყვიტე,
მარტო ტყავი გვაკრავ ძვალზე
/ძვალსა ძაღლები დაიდევენ,
თუ სად დაინახეი გზაზე /
აბა მაშ ხმა როგორ მოგცეთ,
თეთრო მელა შევარდნაძე
კიტოვან დედა უტირე, დააყოლე ჯაბა
სიგუვას დედაც ვატირე, გაუკეთე ბაგა
კარგი აღვირი ჩავუგდე, რომ დააბა მაგრა
თუ სიგუა წაგივიდა, შენი საქმე წახდა
აღარ ვარგა საქართველო, სუ მთლიანად წახდა
ჩვენი ქართველი ქალები, მსოფლისი გახდა
ჩვენი ქართველი ქალები, მსოფლისი გახდა
ქათამი მსოფლიო არი, ჩვენ ერთადა ვართ ყველა
ჩვენ თვითონ ჩამოვიყვანეთ,
ჩვენი შამჭმელი მელა
მელას ვერავინ ვერ მაიკლავს
ნუ დააჯერეთ ხალხსა
თუ ხაფანგში ფეხი ჩაყო, თვითონ მაიკლავს თავსა
ნანულაი შაიყვარებენ, ან გაატანენ სხვასა
შევარდნაძე გაგვეპარა, გაძვრა როგორც მელია
ბურჯანაძეზე ამბობენ შენი შესაფერია
კარგი საარშიყო არი, ხელში მოსასველია
კაი მამაძაღლიც არი, ყველგან იცის ხვრელია
/მიშა მიშას რომ გაიკივით, აბა რისა მქმნელია/
ჩვენთვინ არავინ არ არი, ყველა გამძარცველია
/ამ ჩვენს მიშას რა გააძღობს,
დამშეული მგელია/
დახე რა ქნა ჩვენმა მიშამ, როლი გაითამაშა
ასლანა რო გააქცია, ძაღლი დარჩა ფაშფათა
თვითმფრინავით გაუგზავნა, ჩაუყვანეთ მამასა
ეს რომ ასლანამ გაუგო, ჩაიცინა თანაცა
რა კარგი კაცი ყოფილა, აქ მომგვარეთ ფაშმათა
ახლა ფაშმათასა ვკითხოთ, რას ემდურის მამასა
უპატრონოდ მიატოვა სხვისაი სინაბარასა
/ისევ მიშამ უპატრონა, ჩააბარა მამასა/