bg
წინუბანი

მარიამ ჭინჭარაული

მარო დაიბადა და გაიზარდა ხევსურეთის ცნობილ სოფელ შატილში. ის ადრე ასაკში გათხოვდა მაღალმთიან სოფელ გუროში.

1952 წელს, როდესაც ხევსურები ძალით იყვნენ გადასახლებულები დაბლობში, იგი ოჯახიანად გადავიდა რუსთავთან ახლო მდებარე ერთ-ერთ სოფელში. როდესაც ღვარცოფი დაატყდა სოფელ გუროს მიმდებარე ტერიტორიას, სოფელთან მისასვლელი გზა დაიბლოკა, ასევე მათი დაბრუნების პოტენციური შანსიც.

თავიდან სოფელში ცხოვრება ძალიან ჭირდა, რადგანაც არ იყო წყალი ამ ახალ დასახლებაში.  მიწა იძლეოდა ძალიან ცოტა მოსავალს.  რის გამოც ოჯახი იძულებული იყო რამოდენიმეჯერ ერთი სოფლიდან მეორეში გადასულიყო. თხუთმეტ წლიან გადასვლა-გადმოსვლაში, მათ სამი ვაჟიშვილი შეეძინათ სხვადასხვა სოფლებში ცხოვრებისას. მათ გაიგეს რომ თბილისთან ახლოს მეფრინველიობის ქარხანა იხსნებოდა, რომლის მუშებიც უფასო სახლს მიიღებდნენ.

ამ სიმღერების ჩაწერის დროს, უკვე 82 წლის მარო, სწორედ ამ სახლში ცხოვრობს. მის ოთხ შვილიშვილს აქვთ თავიანთი ჯგუფი სახელად დები გოგოჭურები, რომლებიც ბებიისგან ნასწავლ ბევრ ტრადიციულ ხევსურულ სიმღერას ასრულებენ.

იხილეთ მიხეილ ჭინჭარაულის პროფილი, მაროს შატილელი ძმის სიმღერების მოსასმენათ.

შატილური დატირება -

მარიამ ჭინჭარაული
ლირიკა
სიმღერის შესახებ

შატილური საქორწილო -

მარიამ ჭინჭარაული
ლირიკა
სიმღერის შესახებ

ქალი ვარ მაღლა გაზრდილი -

მარიამ ჭინჭარაული
ლირიკა
სიმღერის შესახებ