სტილნი გოგო
ერთ საღამოს ლექციიდან გამოციპარე
და შემთხვევით რუსთაველზე გამოვიარე
/ცეკას გვერდით გავიარე დედავ რა ვნახე
სტილნი გოგო მოდიოდა და დავეჯახე/
მან კისერი მოიბრუნა და მითხრა ასე
ცოტა ფრთხილად ვაჟიშვილო ფეხში არ წაგწვდე
/ცოტა ფრთხილად ვაჟიშვილო ფეხში არ წაგწვდე
და ეგ ბუტილკა შარვალი ხელში არ დამრჩეს/
ერთხელ კიდევ მოიხედა სტილნი თვალებით
მე მეგონა მოიხედა მან მოწყალებით
/მაგრამ უცებ რეტა მესხმის ნეტავ რა იყო
ამ ჩემს თავში ყველაფერმა რბენა დაიწყო/
სტილნმა გოგომ სტილნი ჩანთა ხელში აიღო
არც აცია არც აცხელა თავში დამიშო
/თანაც წიხლი მომაყოლა ვაი მამიკო
თერთმეტ ნომრიანმა ქუსლმა გვერდი წაიღო/
ხინკალი ქუდიც მომხადა გამიფრიალა
სტილნი პიჯაკიც გამაძრო წიხლი დაარტყა
/საქმე შარვალზე რომ მიდგა გული გამისკდა
ამოდენა ვაჟკაცობა სუმთლად წამიხდა/
ვეხვეწები ქალიშვილი ოხ შემიბრალე
არ გამხადო ქალიშვილო შენ გენაცვალე
/ჩემი თხოვნა არ იწყნარა არ შემიბრალა
და შარვალი ხუთას მეტრზე გამიფრიალა/
სტილნი ბუგებიც გამაძრო წიხლი დაარტყა
და წასვლისას მშვენიერი სილაც გამაწნა
/სტილნი პორტფელი გააღო კუდრო წაიცხო
გონმიხდილი მიმატოვა და სვლა დაიწყო/