წინუბანი
ანსამბლი მანდილი & ნატო წიკლაური
ნატო წიკლაურის ხელმძღვანელობით, ანსამბლი მანდილი 1996 წელსაა შექმნილი სოფელ წინუბანში. ნატო ზემო ქედში გაიზარდა და მღეროდა მშობლებთან და დედმამიშვილთან ერთად. მოგვიანებით ის თბილისში გადავიდა ზაქარიაძის მუსიკალურ სკოლაში სასწავლებლად, სადაც მან დაამთავრა საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტი. ანსამბლი მანდილი ნატოს მრავალწლიანი დაუღალავი შრომისა და ფანდურზე დაკვრისა და სიმღერის სწავლის ნაყოფია, რითაც ის ცდილობს ქართული ხალხური სიმღერის შენახვას და ტრადიციად გადაცემას. ნატოს და, მაყვალა წიკლაური, აგრეთვე მშვენიერი მუსიკოსია, რომელიც ცხოვრობს და ასწავლის ზემო ქედში, სადაც ისინი დაიბადნენ. მაყვალას ჩანაწერები მოიძებნება მის საკუთარ ვებ გვერდზე. დების ერთად შესრულებული სიმღერებს კი აქ, ამ გვერდზე ნახავთ ანსამბლ მანდილთან ერთად.
ანსამბლის წევრების ჩაწერისას: ნატო წიკლაური; გურამ ბერიძე; რუსუდან კორკოტაშვილი; ლიანა წიკლაური; ციურა კუტიბაშვილი; ნინო ზაქაიძე; ლეილა ზაქაიძე; მარი გავაშელი; ხატუნა მძელური; ნატო გობეჯიშვილი; თამარ ფოფხაძე; თამარ გოგლოძე
წინუბანის სხვა შემსრულების მოსასმენად, ესტუმრეთ მარიამ ჭინჭარაულის პროფილს.