სამამულო ომის მონაცილეთა
ძმათა საფლავზე ცეცხლი ინთება
შინმოუსვლელი ძმები გვახსოვდეს
მოვალთ ნისლებად მოვალთ წვიმებად
ჯარისკაცებად აღარასოდეს
ხარობს სამშობლო, მღერის ბუნება
არავის ახსოვს მწარე წუთები
დაბრუნდებიან ბუდეს მერცხლები
ჩვენ კი ვერასდროს ვერ დავბრუნდებით
არ დავბრუნდებით, ვერ დავბრუნდებით
ვერ ვაგუგუნებთ ძმობის კერიას
თქვენთვის ვიბრძოდით როცა ვიბრძოდით
თქვენთვის ვიბრძოდით რაც გვიბრძოლია
ერთი ყუმბარა გვეყო სამივეს
თქვენი მზისათვის თავი გავწირეთ
ბევრნი ვიყავით ერთი სამარე
თხილის გულივით გავინაწილეთ
მაგრამ სიცოცხლე ისევ გრძელდება
შინმოუსვლელი ძმები გვახსოვდეს
მოვალთ ნისლებად, მოვალთ წვიმებად
ჯარისკაცებად აღარასოდეს