ტონჩალებზე შაირი
სოფიკო ვარ რიკოთელი მშვენიერი ქალი
/ტონჩაშია გამოვთხოვდი, გავხდი იმათ რძალი/
აბა რა ვქნა ნუ მამტყუვნებთ, არ მივარგა ქმარი
როცა დავწვებით ერთადა ძაან მძინარა არი
ლაგაზაშვილი არჩილა საძაგელი არი
თურმა იმას მეეწონა ჩემი ტურფა თავი
გამიცინა გავუცინე და ჩამიკრა თვალი
იმან მაშინ ისარგებლა უარი ვერ ვუთხარი
ავდე გულში ჩავიკარი შემაყვარა თავი
იმის ცოლმა რომ გაიგო, თავს დეეცა ზარი
ჩემი ქმარი დღეის შემდეგ ჭკუაზე ვეღარ არი
სოფიკოზე გადამცვალა ხალხში მამჭრა თავი
სოფიკოზე გადამცვალა ხალხში მამჭრა თავი
აბა რას იზამ ეთერო, წესი ესე არი
ადექ და შენც იმი ქმარ წაიყე
ის საი მკაცრი არი
მოდი ეგრე გაგამხნევოს როგორც სკოლის ზარი
სულ დაგავიწყოს აჩიკო მისი ხმელი ტანი
ვანუშასაც გაუგია ხერკელაძე არი
ერთ დღეს მოიდა და მითხრა ავათა მყავ ქალი
ბევრ რამესა მპირდებოდა შამაყვარა თავი
ავდექი და შავიყვარე უარი ვერ ვუთხარი
იმი ცოლმაც რომ გაიგო თავ დეცა ზარი
მეზობლებში გამუარდა არღუნელი ქალი
ჩემი ვანო დღეი შემდეგ ჭკუაზე ვეღარ არი
სოფიკოზე მეც გამცვალა ხალხი მომჭრა თავი
გურამა ბოსტნის ხარსაი გავ შავგვრემანი არი
ერთ დღეს მოიდა და მითხრა ავათა მყავ ქალი
შამანანა შამაბრალა გარუჯული თავი
ავდექისა შავიყვარე უარი ვერ ვუთხარი
დედაკაცი მოუწამლე დღესაც ავათ არი
გურამაც გადარეულა ჯანზე ვეღარ არი
ღვთისუა შამამებღატა ლაგაზაანთი
როგორც მსუნაგი კატა
/ისე მიყვარხარ სოფიკო
როგორც რო მწიფე პანტა/
გადმოვიდა სისაური როგორც ჭუკის ინდაური
რიგში დადგა სისაური როგორც ჭუკის ინდაური
ეს კოკაშვილი არჩილა ფერმი გამგე არი
პეტას მანქანით მოვიდა, ღვინით მთვრალი არი
სოფო კორმა მოგიტანე, კარქა ბლომათ არი
გენაცვალე მეტათ მიყვარს შენი ტურფა თავი
თუ გიყვარდით ჩემო არჩილ, რატო არ მითხარი
შაიპატიჟა სახლშია და მიართვა სკამი
პეტა გარეთ ელოდება, ნაღვლიანი არი