დედოფლისწყარო
ანსამბლი ხორნაბუჯი
მე-13 საუკუნის ციხე-სიმაგრის სახელწოდებით ცნობილი ანსამბლი “ხორნაბუჯი” დედოფლისწყაროს კაცთა ანსამბლია. ჯგუფი უკვე 35 წელია რაც არსებობს და მომღერლები ძირითადად ასრულებენ თავიანთი ისტორიული ადგილის, ქიზიყურ სიმღერებს და ამასობაში ცდილობენ ისეთივე მანერით შესრულებას, როგორც ამას მათი წინაპრები ასრულებდნენ ხოლმე. ისინი ადგილობრივ კლუბში გადიან ხოლმე რეპეტიციებს კვირაში ორჯერ და საქართველოს სხვადასხვა ფესტივალებზე გამოდიან. მათი სიმღერები კარგად წარმოადგენს კახურ ორნამენტულ სასიმღერო ტრადიციას. ჩაწერისას მათი ხელმძღვანელი ირაკლი კიკილაშვილი გახლდათ.
ანსამბლის წევრების ჩაწერისას: ირაკლი კიკილაშვილი; ლევან ხუნაშვილი; ვასილ ტუხაშვილი; ვასილ ცვიმონიშვილი; ვასილ მაჭარაშვილი; ზურაბ წყაროაშვილი; გაიოზ ხუციშვილი; გიორგი ბაჩანაძე; გელა წყაროაშვილი