იორი შაირი
იორი ხომ იორიამ თბილისშია მტკვარი
მე მარურსა მარტყოფელი ვარ ჯერ არა ქალი
ვალენტიას გამოთხუეს გავხდი მათი რძალი
კიკოლას ბიჭი ვანია არის ჩემი ქმარი
კიკოლას ბიჭი ვანია არის ჩემი ქმარი
ჩვენს სახლის წინ დუქანია, კოხტა მიკიტანი
მე იმ მიკიტნელს შევუყვარდი გადამავლო თვალი
მე იმ მიკიტნელს შევუყვარდი გადამავლო თვალი
მოვიდა და ჩამიგორდა როგორც ჩემი ქმარი
ჩემს მაზლისწულს დაენახნა, მას გაუქრეს თავი
მოსულიყო ჩაეკეტნა მას გარედან კარი
მოსულიყო ჩაეკეტნა მას გარედან კარი
გასულიყო გაეტანა ტყუილი ამბავი
ვანო მინდრიდანაც მოდის ამრუშული არი
ადექ მარუსავ გამეცა არ შემაკლა თავი
ავდექ მეც გამოვეცალე ჰყვანდა ორი ძმანი
ავდექ მეც გამოვეცალე ჰყვანდა ორი ძმანი
არც იმათმა მომცა ბინა, ამიკეტა გზანი
ბოლოს ისევ ქმარმა მომცა თავის შესაფარი
თურმე ბინა მიტომ მომცა, სიკვდილის დრო არი
ვანო ბაზრიდან ამოდის, ღვინით მთვრალი არი
გვერდზე ჰკიდია ხანჯალი, გატეხილი არი
თოთხმეტ ალაგას რო დამკრა დადგას სისხლის ღვარი
მე რო ვანო დავინახე ჩავუკეტე კარი
ვანომ დანაც მოიხმარა შიამტრია კარი
თოთხმეტ ალაგას რო დამკრა დადგას სისხლის ღვარი
მე ხუთმეტ ალაგას დამკრა აღარ ჩანდა ტარი
წავიდა გამოესამლმა ვალენტიას რძალია
ქალებო ყველა გაფრთხილდით ვისაც გყავდეთ ქმარი
არავისზე არ მოსტყუვდეთ არ შეაკლათ თავი