მდიდარი კაცი, ღარიბი კაცი
მუსიკა: გოგია კავთიაშვილი
ცხოვრება მარტო ცხადლივ როდია
ზოგჯერ სიზმარს ჰგავს ცხაძეც სცოდნია
/ცუდიც სცოდნია კარგიც სცოდნია
ამით ყოფილა მოუწყინარი/
არავის გვკითხავს დიდ ხანს არაფერს
სად გაგვითენოს სად დაგვიღამოს
/მოსულა ვინ გვკითხა, წასვლას ვინ გვკითხავს
ჩვენს ბედს და იღბალს ცხვა სწყვედს უჩვენოდ/
ვინ იყო ნეტავ ვინ იყო იგი
ასე უგულო და ასე მკაცრი
/რა სახელები ჩამოგვირიგა
მდიდარი კაცი და ღარიბი კაცი/
კაცის სიმდიდრე კაცის დიდება
გულია თუ მას გული აქვს ქველის
/მდიდარი კაცი ხშირად გვჭირდება
უფრო ხშირად კი ღარიბი გშველის/
და თუ მსურს ახლაც ღარიბად მოვკვდე
აბა ეს განა გასაკვირია
/მდიდრები უფრო უკეთ მარხავენ
მაგრამ ღარიბნი გულით ტირიან
მადლობა უფალს მან უწყის მხოლოდ
იქ ვინ წავა და იქ ვინ დარჩება
/მაშ გაუმარჯოს ამ სუფრის პატრონს
ხარის ქედსა და გლეხის მარჯვენას/