თოხლიაური
ნელი ბუგეჩაშვილი
ნელი დაიბადა ფშავის ულამაზეს სოფელ შუაფხოში 1958 წელს. ის 2 წლისა იყო, როცა მისი ოჯახი მთიდან კახეთში გადასახლდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ბარში აქვს გატარებული, ნელი გრძნობს რომ მაინც დაკავშირებულია მშობლიურ მთასთან. მას მუსიკალური ნიჭი ორივე მშობლისგან მოყვება. დედამისს კარგი ხმა ჰქონდა, მამა კი ფანდურზე უკრავდა. ნელი თავის ოჯახთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს სოფელ თოხლიაურში.