ზემო ქედი
მაყვალა წიკლაური
1944 წელს, მუსიკალურ ოჯახში1 დაბადებულ მაყვალა წიკლაურს დიდი წვლილი აქვს შეტანილი თავისი სოფლის, ზემო ქედის მუსიკალურ ცხოვრებაში. აზერბაიჯანთანან ახლომდებარი შირაქის ველის სოფელ ზემო ქედი ძირითადად მთიულებით არის დასახლებული მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, როცა მთის ხალხი ბარში იქნა ჩამოსახლებული და მიეცათ მიწის ნაკვეთი და მუშაობის საშუალება. ბავშვობაში მაყვალა ხშირად იღებდა მონაწილეობას კულტურის სახლის მუსიკალურ, თეატრალურ და საცეკვაო ღონისძიებებში. 1964 წელს, 20 წლის ასაკში თავადაც აქ დაიწყო მუშაობა. 1971 წლისთვის ის უკვე გუნდის და ორკესტრის ხელმძღვანელია. ამ სამუშაოს ის დიდი მოწიწებით და მადლიერებით ასრულებდა 43 წლის განმავლობაში. მაყვალას და მისი გარდაცვლილ მეუღლეს, პოეტ და მუსიკოსს გოგია კავთიაშვილის (1937-2011) მრავალი სიმღერა აქვთ ერთად შექმნილი. მათმა თანამშრომლობამ დაბადა ბევრი უბერებელი და ლამაზი სიმღერა, მრავალი მათგანი ამ გვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ.
მაყვალას, ამ და ბევრ სხვა ჩანაწერებში უერთდებიან მისი მეგობრები: გივი ლაზვიაშვილი (ვოკალი), თამრიკო უგრეხელიძე (ვოკალი), თამუნა კობაიძე (ვოკალი) და გია ქავთარაძე (ბას ფანდური და ვოკალი). ზემო ქედის სხვა შემსრულების მოსასმენად, ესტუმრეთ იზოლდა ნამგალაურის პროფილს.
¹ეწვიეთ ანსამბლ მანდილის და ნატო წიკლაურის პროფილს მაყვალას და მისი დის ნატოს სიმღერის მოსასმენად.