ქვემო ქედი
ლაურა ბურდული
ლაურა ოთხი შვილის კეთილი და ქარიზმატული დედაა. ის ქვემო ქედშია დაბადებული. მე20 საუკუნის დასაწყისში შირაქის ველზე, აზერბაიჯანის საზღვართან ფშავები დასახლდნენ, როცა მთის მოსახლეობას მიეცათ სტიმული ბარში საცხოვრებლად გადასულიყვნენ სადაც მათ მიეცათ მიწის ნაკვეთი და მუშაობის საშუალება. ლაურას ძალიან უყვარს თავის სოფელი და ის იქ ზრდის შვილებს. დღეს ლაურა სიცოცხლეს მატებს თავის სოფლის ყველა ლხინს სიმღერით, სიცილით და ლამაზი სადღეგრძელოებით. ქვემო ქედის სხვა
შემსრულებლების მოსასმენად, ესტუმრეთ თამარა მგელიაშვილის, ციურა ბერიაშვილის, ბარბარე ჩობალაური და ტურფა ბუთხუზის პროფილს.