სიყვარულის წერილზე
/დღეს რა ღამდება, ვერ გეტყვით
ხვალ კი მოველი კვირასა/
/უნდა დავასწრო ლექსის თქმა
გასათენებელ დილასა/
/ლექსო წერილით გაგგზავნი
ხელს ეღირსები მზისასა/
/შენ უნდა გითხრა მცხოვრებო
გაღმა ფერდობის პირასა/
/დიდი ხანია ლამაზო
მჩაგრავ მაყენებ ზიანსა/
/გულს გამიჩინე ჭრილობა
გუნებას ხალისიანსა/
წამება გეყო მარიდე
ოცნებას ბურუსიანსა
/გზას ეკლებიანს მაშორე
მაღირსე ყვავილიანსა/
/დავგმო ტანჯული სიცოცხლე
გავუდგე ხალისიანსა/
/ან თუ მღალატობ ისაც თქვი
გზას მე არ ვზოგავ მტრიანსა/
/ძვირად დაუსომ ცილობას
ვინც გინდ დასო მახიანსა/
შენ თავს არავის დავუთმობ
ისევ დღეს დავთმობ მზიანსა
შენს სახელს არვის ვაღირსებ
ვფიცავ მთებს ყინულიანსა
/მხოლოდ იმათთან ნუ ჩამათვლი
ზოგ რომ ყელს უწევს თმიანსა/
/არ ვითხოვ დანანებასა
არ შავხვეწნიორ წრიაქსა/
/მე არ ვუყურებ სინაზეს
არც ჭრელი კაბის შრიალსა/
არც სილამაზეს ვუყურებ
არც ენით ლაქარდიანსა
/მხოლოდ ვეტრფობი ხასიათს
სიცოცხლეს სინათლიანსა/
/ვგმობ ვერიდები ისეთ მზეს
პირს ბადავს სირცხვილიანსა/
/მაშ საბოლოო ოცნებას
მივანდობ ღამის წყვდიადსა/