ჯოქოლო
ანსამბლი პანკისი
ანსამბლ პანკისის საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პანკისის ხეობის მკვიდრი ქისტებისაგან შედგება. თავისი როგორც სასულიერო, ასევე საერო ხასიათის სიმღერებით ეს ჯგუფი ცდილობს თავისი ჩეჩნური წარმოშობის ტრადიციების შენარჩუნებას. ისინი ხშირად გამოდიან მთელ საქართველოში. მათ ასევე მიიღეს მონაწილეობა საფრანგეთის მსოფლიო მუსიკის ფესტივალზე. საკონცერტოდ ისინი თავიათ ტრადიციულ ფერებში გადაწყვეტილ სამოსში გამოდიან ხოლმე ბალალაიკისა და დოლის თანხლებით. მათ სიმღერებს და ცეკვებს ქართველ მაყურებელი ფეხზე დამდგარი, ოვაციებით ხვდება ხოლმე. ანსამბლ “პანკისს” ხელმძღვანელობს ბელა მუტოშვილი.
ანსამბლის წევრების ჩაწერისას: ბელა მუთოშვილი; არბი მუთოშვილი; ანჟელა მაჩალიკაშვილი; ნანა მუთოშვილი; ნინო ფარეულიძე; გიორგი გუმაშვილი; ლაშა წუწაშვილი; ლია აჭიშვილი
პანკისის სხვა შემსრულების მოსასმენად, ესტუმრეთ მუსა იმალის პროფილს.