შენაქო
ელდარა ბუქვაიძე
თავისი დიდი ნიჭით დაჯილდოებული თუში ელდარა 1944 წელს სოფელ შენაქოშია დაბადებული, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ბავშვობა ელდარას მთაში აქვ გატარებული. ტინეიჯერი იყო როცა ის ბარს პირველად ესტუმრა. მოგვიანებით ის სოლისტი იყო ლელა თათარაიძის გუნდში და საბჭოთა პერიოდში კარტოგრაფი იყო. მან ისწავლა მედიცინა, მასაჟი და მუსიკა. პენსიაზე გასვლის შემდეგ ელდარა დაუბრუნდა თავის ოჯახურ კერას შენაქოში, სადაც ზოგჯერ მთელ ზამთარს ატარებს ხოლმე მარტო, რადგანაც ის არის ერთადერთი მოსახლე. ელდარა ჰომეოპატიის კარგი მცოდნეა და ასევე კარგადაც ამზადებს ადგილობრივი მცენარეების და ბალახეების გამოყენებით. ზამთრობით მარტო ყოფნისას ფანდურის, ბალალაიკისა და გარმონის დაკვრით ირთობს თავს. ზაფხულობით ის მართავს თავის პატარა სასტუმროს ძველი თუშეთი, რომელიც სთავაზობს სოფლის სტილის საცხოვრებელს, ცხენით მგზავრობას, მთის გზებზე მანქანის ტურს და მასაჟსაც კი.