შატილი
მიხეილ ჭინჭარაული
მიხა 1936 წელს მაღალმთიანი ხევსურეთის შატილშია დაბადებული, რომელიც ჩეჩნეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ეს სოფელი გაშენებულია ციხე-კოშკების კომპლექში, სადაც სწორედ მიხა და მისი და მარიამ ჭინჭარაული დაიბადნენ და გაიზარდნენ. 1952 წელს, როცა საბჭოურმა სისტემამ ხევსურები ძალით გადაასახლა, მიხა კახეთში გადავიდა, სადაც მოგვიანებით შეხვდა თავის მეუღლეს. ეკონომისტის განათლება მან თბილისში მიიღო. 1982 წელს კი იგი ოჯახიანად შატილს უბრუნდება. სადაც იგი ადგილობრივ მართველობაში იწყებს მუშაობას და გამოსცემს წიგნს თავისი სოფლის შესახებ. დღეს ის მეუღლითურთ შატილში ცხოვრობს მთელი წლის განმავლობაში, სუსხიანი ზამთრის პირობებშიც, როდესაც სოფელი კავშირს კარგავს ხოლმე გარე სამყაროსთან. ახალგაზრდობაში მიხა ცნობილი იყო ხევსურეთში, როგორც არაჩვეულებრივი მომღერალი და მეფანდურე. დღეს ის არის ძვირფასი მემატიანე წარსულის და ტრადიციების.
იხილეთ მარიამ ჭინჭარაულის პროფილი, მიხას შატილელი დის სიმღერების მოსასმენად.