არგოხი
ფირცხელანი საოჯახო ანსამბლი
ფირცხელანების ოჯახი სვანეთიდან, სოფელ ლატალიდან არიან. დაახლოებით 15 წლის წინ მთელი ოჯახი კახეთის სოფელ არგოხში გადავიდა საცსოვრებლად. არგოხი მდებარეობს თუშეთის თოვლიანი მყინვარის ძირში, ჩაბუდებული იალაღებს შორის. რომეო და დარეჯან ფირცხელანებს რვა შვილი ყავთ, რომლებიც სულ სიმღერებში გაზარდეს.
თითეული სიმღერა მათ გვერდზე ოჯახის სხვადასხვა წევრის მიერ არის შესრულებული: ბესო ფირცხელანი საუცხოოდ უკრავს ჭუნირზე, მეფუტკრე და მეღვინე გირშელი კი ბალადებს ასრულებს ფანდურზე; დარეჯანი, თეა, ბეთქილი და ბესო კი სხვადასხვა ტრადიციულ სვანურ სიმღერებს ასრულებენ სვანურ ენაზე.
სვანურ ენაზე სხვა სიმღერების მოსასმენად, ესტუმრეთ ანსამბლი კასლეთილას და დათო ნავერიანი & მათე ფიცხელავას პროფილს.