პროექტის შესახებ

პროექტის შესახებ

"წუთისოფლის სულისკვეთებით" პროექტის მიზანს წარმოადგენს სოფლის სიმღერების დოკუმენტირება, შენახვა და გავრცელება საქართველოს რესპუბლიკის აღმოსავლეთ რეგიონებიდან.

თანამედროვე სამყაროს მრავალი ადგილის მსგავსად, ყოველდღიური ცხოვრება და კულტურა საქართველოში სწრაფად იცვლება. ახალგაზრდობა სოფლიდან დედაქალაქში  მიედინება სამუშაოს საძიებლად, და ოჯახების 

მნიშვნელოვანი წილი ერთ მშობელს მოინაკლისებს, რომელიც სამუშაოს საძიებლადაა წასული საზღვარგარეთ.

ამ პროექტში წარმოდგენილ, განსაკუთრებით კი მეტად იზოლირებულ რეგიონებში ძალიან ხშირად 

წავაწყდებით ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებსაც ვერც კი წარმოუდგენიათ მშობლიური მხარიდან ქალაქში

გადასვლა. ისინი ხშირად მარტო ცხოვრობენ და მხოლოდ ზაფხულის მოკლე არდადეგების დროს თუ ინახულებენ მათ

შვილები და შვილიშვილები.  ნებისმიერი, ვისაც საშუალება აქვს იხეტიალოს ამ მთებსა და ხეობებში წააწყდება ამ მრავალ, მშვენიერ, უაღრესად ქარიზმატულ და უსაზღვროდ გულუხვ პერსონაჟებს. სავარაუდოდ მას შეხვდებიან ამბებით, სიმღერებით, გაკვეთილებითა და მეგობრობით.

მოცემულ გვერდზე ყველა სიმღერა ჩაწერილ იქნა 2010-2014 წლებში აურელია შრენკერისა და რიჩარდ ბერკლის მიერ. თავად გვერდი და მისი ჩანაწერები არანაირ კომერციულ მიზანს არ ემსახურება. ჩვენ, ჩაწერის განმახორციელებლები მოხიბლულნი ვიყავით ამ ხალხის გულუხვი სულით, რომელთა სიმღერებიც იყო ერთ-ერთი ის რასაც ისინი გვიზიარებდნენ: მათ წაგვიყვანეს მათი ოჯახის წევრების საფლავების მოსანახულებლად; მათ გვიამბეს ამბები  დაკარგული შვილებისა და ომის შესახებ; ისინი ჩვენთან ერთად მივიდნენ სალოცავ ადგილებში და თავიანთ რიტუალებში ჩვენც ჩაგვრთეს; მათ დაკემსეს ჩვენი დახეული პერანგები და თიხის ღუმელებში პურის ცხობა გვასწავლეს; ისინი ყოველდღე გვიმასპინძლდებოდნენ, ყველაფერ იმით რაც გააჩნდათ და სანაცვლოდ არასდროს არაფერი უთხოვიათ. მათ თავიანთი სამყარო გვაჩუქეს - საჩუქარი, რომელიც არასდროს იყო მხოლოდ ჩვენთვის განკუთვნილი, არამედ თქვენთან გასაზიარებლად.

მწერალმა ხორხე ლუის ბორხესმა ერთხელ თქვა: "სული ადამიანის ხმაში ინახება". როდესაც დღევანდელობის ძველი თაობები წავლენ და მათთან ერთად მათი ბალადები და უნიკალური ჩვეულებები, საქართველო განსხვავებული მომავლის წინაშე დადგება, რომელიც პოტენციურად გამოყოფილი იქნება იმ წარსულისგან, რომელშიც დაბრუნება შეუძლებელი გახდება. ყველაფერ ამას მივყავართ ამ შრომამდე იმ განზრახვითა და იმედით, რომ როდესაც ეს სიმღერები მოსმენილ იქნება, ისინი ქართველებისა და სხვა მსგავსი ხალხების  გულს მოიგებს და ყველა ჩვენთაგანს ხელს შეგვიწყობს ხელახლა დავუკავშირდეთ ჩვენი სამყაროს მემკვიდრეობას - ადამიანებს რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მანამ სანამ მათაც არ დაუტოვებიათ წუთისოფელი. თუ სული ადამიანის ხმაში ინახება, მაშინ ეს ხმა მხოლოდ ერთ სულს კი არ ასახიერებს, არამედ მთელი ჩვენი ფესვების სულს - ჩვენი ოჯახების, ჩვენი სოფლებისა და ჩვენი სამყაროს სულს.

 

ამ გვერდზე მოცემული ხმები წარმოადგენს აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში არსებულ ხმათა ფონდს. უპირატესი მნიშვნელობა ამ ხმათა ხარისხს კი არა, არამედ იმ ისტორიებს ენიჭებათ, რომელთაც ისინი განასახიერებენ და ასევე იმ კულტურულ მემკვიდრეობას რომელსაც თითოეული მათგანი  მოკლედ გადმოგვცემს.

მადლობას მოგახსენებთ ამ სიმღერების მოსმენისათვის. მადლობას მოგახსენებთ მათ მიღმა მდგარი ისტორიების

წაკითხვისათვის და მუსიკოსების თვალებში ასახული სინათლის დანახვისათვის, რომელიც მათ გაგვიზიარეს, რათა

ჩვენ შევძლოთ დღეს მათი მოსმენით მათი ხვალინდელი დღისთვის შენახვა.

 

 

აღმოსავლეთ საქართველო: გეოგრაფია და რეგიონები

აღმოსავლეთ საქართველო: გეოგრაფია და რეგიონები

როდესაც საქართველოს რეგიონებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ  თანამედროვე რეგიონები ისტორიულისაგან. დღეს საქართველო დაყოფილია პროვინციებად, რომელთაც თითოეულ მათგანს გააჩნია მუნიციპალური დედაქალაქი. ამ გვერდზე არსებული ჩანაწერები გაკეთდა მხოლოდ სამ აღმოსავლეთ პროვინციაში - მცხეთა-მთიანეთი, კახეთი და ქვედა ქართლი. ისტორიულად ეს პროვინციები უფრო პატარა რეგიონებად იყო დაყოფილი და კავკასიის მთების გეოგრაფიით ბუნებრივად დემარკირებული, თითოეული მაღალმთიანეთი  დასახლებული იყო უნიკალური ადათ-წესების მქონე ხალხით.  მაგალითად არსებობს განსხვავება ფშავ, თუშ და მთიულ ხალხებს შორის, რაც თითოეულ ამ რეგიონს კულტურულად უნიკალურს ხდის. როგორც ეს ქვემოთ რუკაზეა გამოსახული, წუთისოფლის ველის ტერიტორიის ჩანაწერები მოიცავს რვა ისტორიულ რეგიონს აღმოსავლეთ საქართველოში  - ქართლი, კახეთი, თუშეთი, ერწო-თიანეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევი და ხევსურეთი.

 

ქართველებს მათი ოჯახის ხის სიღრმისეული ცოდნა გააჩნიათ და ხშირად შეუძლიათ დაუფიქრებლად დაასახელონ შვიდ თაობაში მიმავალი მათი ნათესავების სახელები. საქართველოს საბჭოთა წარსულისა და ურბანიზაციის უფრო უახლესი ტენდენციებიდან გამომდინარე ქვეყნის შიგნით მრავალ გადაადგილებას ჰქონდა ადგილი ბოლო საუკუნის  განმავლობაში - ზოგიერთი მათგანი იძულებითი, ზოგი კი მთავრობის მიერ წახალისებული, ხოლო ზოგი თავისუფალი ნებით იყო. ზედმეტია იმის თქმა, რომ ბევრი ბავშვი, რომელიც ცხოვრობს დაბლობებში თავის 

იდენტიფიცირებას ახდენს მის ბებიასა და ბაბუასთან მაღალმთიანეთში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არც კი მოუნახულებიათ ისინი ოდესმე.

უცხოსთვის ეს განსხვავებები შეიძლება ძლივს შესამჩნევი იყოს, მაგრამ მათთვის ვისი ფესვებიც ამ ლანდშაფტებში ვრცელდება, ამ განსხვავებების ამოცნობა არსებითია, რათა ამ კულტურების და მათგან მომავალი მუსიკის უკეთესი გაგება მოახერხონ.

ქვემოთ მოცემული რუკა გამოსახავს საქართველოს ისტორიულ რეგიონებს და ცხადად გამოყოფს იმ ტერიტორიას, რომელსაც ეს პროექტი მოიცავს:



Map created by Stephan Rozencwajg
 

აღმოსავლეთ საქართველო: მუსიკა

აღმოსავლეთ საქართველო: მუსიკა

საქართველოსთან ნაცნობ უცხოელებმა შეიძლება იცოდნენ მდიდარი, რთული პოლიფონიური მუსიკალური ტრადიციების შესახებ, რომლებიც არსებობს მის მრავალ რეგიონებში. მუსიკალური სტილები დაუჯერებლად იცვლება ასეთი პატარა ქვეყნისთვის და მთები უდიდეს როლს თამაშობს ამ მრავალფეროვნებაში წვლილის შეტანაში. ორივე დიდი  და მცირე კავკასიონის მთაგრეხილები გადაჭიმულია მთელს ქვეყანაზე და ყოფს მას მრავალ სხვადასხვა მაღალმთიან მხარედ, რომელთაც თითოეულს უნიკალური კულტურა გააჩნია, რომელიც აისახება ენაში/დიალექტში,  სამზარეულოში, ტრადიციულ ჩაცმულობაში, რიტუალებსა და სიმღერების ფორმებში.
პოლიფონიური (მრავალხმიანი) სიმღერა წარმოდგენილია ქვეყნის თითოეულ რეგიონში, იმ საერთო მახასიათებლებით, რომლებიც ტრადიციებს ერთად კრავენ, მაგრამ ამასთანავე ისინი გამოირჩევიან უნიკალური თვისებებით, რომლებიც მათ განსხვავებულს ხდის. დისონირებადი  აკორდები საერთო შესამჩნევი მახასიათებელია. პოლიფონიის დომინანტური ფორმაა სამხმიანი სიმღერა აკომპანიმენტის გარეშე, რომელიც ტრადიციულად იმღერება ერთი პირველი ხმით, ერთი მეორე ხმითა და მრავალი დაბალი ხმებით, რომლებიც ქმნიან  გუგუნს. აღმოსავლეთში არსებობს ეგრეთწოდებული სამნაწილიანი ტრიოში ნამღერი სიმღერები (ერთი ხმა თითოეულ ნაწილზე), სადაც ასევე შეიძლება წავაწყდეთ ოთხნაწილიან სიმღერებსაც. საქართველოში არ არის უნისონში სიმღერა, მაგრამ არსებობს სოლო რეპერტუარი, რომელიც შედგება იავნანებისაგან, შრომის სიმღერებისგან, გლოვის სიმღერებისა და ბალადებისგან.

სამხმიანი პოლიფონია ქართული მუსიკის დომინანტური ფორმაა, ერთ და ორ ნაწილიანი სიმღერები, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთში გარკვეულ წილად უნიკალურია ქვეყნისათვის. ორხმიანი სიმღერები ფართოდაა გავრცელებული ხუთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ, მაღალმთიან რეგიონში, რომლებიცაა ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი, ხევი და მთიულეთი, რომლებიც იცვლება სირთულით. ხევსურული სიმღერა მაგალითად ნაკლებად მელოდიურია და ფოკუსირებულია მდიდრულ პოეზიაზე, რომელიც იმღერება მარტივი მოტივებით, მაშინ როდესაც მთიულეთისა და ხევის ორხმიანი სიმღერები უფრო რთულია.

თუშეთის მუსიკა შეიძლება უფრო მეტად ჩამოყალიბებული იყოს ვიდრე სხვა მეზობელი კულტურების; თუში კაცები ტრადიციულად ცხვარს გადარეკავენ, და სეზონურად ტერიტორიის დიდ მონაკვეთებს გადიან  ფეხით, ფარისათვის საძოვრის ძიებაში.

ხშირად დროის უდიდეს ნაწილს ისინი მარტო ატარებენ, მათი ცხოვრების წესი ხელს უწყობს ბალადების შექმნას, ტრადიცია, რომელიც ასევე ძლიერადაა წარმოდგენილი ჩეჩნების, ვაინახების, ადიღების, ოსებისა და აზერბაიჯანელების მუსიკაში.

ერთი და ორხმიანი სიმღერა საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთის მაღალმთიანი რაიონებიდან ხშირად აკომპანირებულია  ფანდურით, მარტივი სამ სიმიანი ორნამენტიანი ბარბითით. ქართული ფანდურის მსგავსი ბარბითები ასევე მეზობელ ტერიტორიებზეც არის მოცემული, როგორიცაა კავკასიური თარი (აზერბაიჯანი და სომხეთი), აღაჩქომუსი (დაღესტანი) და ფანდური (ჩეჩნეთი), რამდენიმე რომ დავასახელოთ.

ფანდურის გარდა რამდენიმე ინსტრუმენტი ასევე გამოიყენება ქართულ ფოლკლორულ მუსიკაში: გარმონი, ღილაკებიანი აკორდეონი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ჩრდილო-აღმოსავლეთის მაღალმთიან რეგიონებში;  ჩონგური, ოთხსიმიანი ბარბითი, რომელსაც დასავლეთში შევხვდებით; დოლი, ხელის ბარაბანი; ჭიბონი, გუდასტვირი აჭარიდან; სალამური, ხის ფლეიტა, რომელსაც ბევრ რეგიონში შევხვდებით; ჩანგი, არფა, რომელზეც ქალები უკრავენ სვანურ მუსიკალურ ტრადიციებში; ჭუნირი, მშვილდიანი ბარბითი, რომელზეც ასევე სვანეთში უკრავენ.

ამ ხუთი ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებიდან ბევრმა მთიელმა გადაინაცვლა კახეთისა და ქართლის დაბლობებში, ორ უმსხვილესსა და ყველაზე ცენტრალურ რეგიონში. იქ არსებული ლანდშაფტი მთიელ ემიგრანტებს სთავაზობს რბილ კლიმატს, ხანგრძლივ მოსავლის მოყვანის პერიოდს  და მეტ კავშირს თბილისსა და დანარჩენ ქვეყანასთან. სამაგიდო სიმღერები ამ რეგიონების ცნობილი მუსიკალური ჟანრია. სიმღერები, რომლებიც გამოირჩევა ორი დიდად გამოკვეთილი ხმით, რომლებიც მოგუგუნე ბანების ფონზე ჟღერს და ხშირად სრულდება ნელი ტემპით და შედარებით თავისუფალ რიტმში. კახეთისა და ქართლის თანამედროვე დემოგრაფია ძალზედ შერეულია. კახეთის კუთხეებში წარმოდგენილია არა მხოლოდ ხუთი ჩრდილო-აღმოსავლეთ მთიანეთიდან წამოსული ხალხით დასახლებული სოფლები, არამედ იმერეთიდან, სვანეთიდან, აჭარიდან და დაღესტნიდან წამოსული ხალხიც.

ქართული ენა

ქართული ენა

სამადლობელო სია

სამადლობელო სია

იმ ადამიანების ნათელი სულის მოსახსენიებლად, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტში და დღეს ჩვენთან აღარ არის: 

გოგია კავთარაძე (ზემო ქედი)

ჯემალ კირვალიძე (არბოშიკი)

თამარა მგელიაშვილი (ქვემო ქედი)

ბარბარე ჩობალაური (ქვემო ქედი)

თამრიკო უგრეხელიძე (ზემო ქედი)

ლეილა ლაჩიშვილი (ქვემო არტანი)

მაია თოფურია (სიღნაღი)

მართა ცალუღელაშვილი (ჯიჯეთი)

ანა ლუხუმაიდზე (ანსამბლი კესელო, ალვანი)

მარიკა ალადაშვილი (სამთაწყარო)

ეპრო თორღვაიძე (ქვემო ალვანი)

 

 

გვინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატოთ იმ მრავალი ადამიანის მიმართ, ვინც ეს პროექტი შესაძლებელი გახადა. ჩვენ უღრმესად მადლიერნი ვართ მათი მონაწილეობისათვის და მათ მიერ შეტანილი უდიდესი წვლილისათვის, რომელთაგან თითოეულმა მათგანმა მისებურად მხარი დაუჭირა ამ სამუშაოს:

 

 

დანფორსის ოჯახი, რომლებმაც დიდი მხარდაჭერა გაწიეს ამ პროექტის შესაქმნელად და დასასრულებლად.

 

საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ფულბრაითის პროგრამა.

 

ფატი ქაილერი, მისი უწყვეტი მხარდაჭერისათვის.

 

მარი ხაჩიძე, მისი მუდმივი მხარდაჭერისა და მისი დეტალური შრომისთვის, რაც გამოიხატებოდა ყველა სიმღერის ტექსტების ჩაწერაში. 

 

ის უთვალავი ადამიანი, რომლებიც გზაზე დაგვაპურებდნენ და გვიმასპინძლებოდნენ და შემდეგი სოფლის გზას გვასწავლიდნენ...

 

ალექ ნოდია & INFINITUS

დავით ერაძე

დავით ჩილაშვილი

ამანდა ბლასქო & როკაშვილეების მთელს ოჯახს

მაყვალა წიკლაური; ნინო მედულაშვილი & მთელს ოჯახს

ნატო წიკლაური

ზემო ქედის კულტურის სახლი

ნელი გობიძიშვილი (დედოფლისწყარო)

გიორგი ჩხეიძე & ჩხეიძეების მთელს ოჯახს

მინდია & მაია წიკლაური & წიკლაურეების მთელს ოჯახს

თეა ფირცხელანი & ფირცხელანეების მთელს ოჯახს

ზაზა & მაია ხუცაიძე (ქვემო ალვანი)

ლალი ხანდოლიშვილი; გელა & რეზო ღლიღვაშვილი

The Qedeli Institute for Social Therapy

ქეთინო რაუბული (სიღნაღი)

მერი ჯიხოშვილი (ზემო ალვანი)

თამუნა ჯიხოშვილი

ზაზა გორელიშვილი & გორელიშვილეების მთელს ოჯახს (ჟინვალი)

ლიზა ჯერმიზაშვილი-ქარჩაიძე & ქარჩაიძეების მთელს ოჯახს (ლაკათხევი)

თამთა შარაშენიძე & ინტელექტუალური საკუტრების ეროვნული ცენტრი

გიორგი კალანდია & საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი

ლოლა ფეტროვა & ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო

თია იჭირაული (ქვემო ალვანი)

გურამ მუთოშვილი & მუთოშვილეების მთელს ოჯახს (ჯოყოლო)

ნინო იაშვილი (გურჯაანი)

დუშეთის კულტურის სახლი

მერი ხორნაული (დუშეთი)

ვაჟა & ვალიკო ცქიფაშვილი (მაღაროსკარი)

ტარიელ არაბული (ბულაჩაური)

თამრიკო ბიბილაშვილი (ბულაჩაური)

ნაზი წვეროშვილი (ქვემო არტანი)

ნონა ნერსეზაშვილი

ამირან გიგაური & გიგაურეების მთელს ოჯახს (გომეწარი)

ზურა არაბული (ბარისახო)

მევლუდი მაისურაძე & გოჩა ბუქვაიძე (თელავი)

გოლენდ ხუციშვილი (ზემო ქედი)

ლელა ხუცურაული (ქვემო ქედი)

ნუცა ფირანიშვილი (სნო)

თინათინ მეზვრიშვილი (საგარეჯო)

ლალი ქავთარაძე (ფასანაური)

პაატა მეხრიშვილი (ოზაანი)

ნუგზარ კაპანაძე (გიორგეთი)

ანსამბლი შემოძახილი (ახალსოფელი)

ზურაბ & ვახტანგ პაპიაშვილი (კახი, აზერბაიჯან)

მართა თარხნიშვილი

ელენე მარგველაშვილი

ბექა ბაღაშვილი

დავით ჩივაძე

ირაკლი უგულავა & Geoland Maps & Naviგation

რუსუდან ბეგაშვილი

მოლი სტონ

დი ჰარის

მანანა სუხარევა

ლიკა მაკფარლინ

ვერონიკა ჩქადუა

გიორგი ვაშაკიძე & სუზან გენც

ქევინ თუით

დავით ვილსონ

ევა ჰაუსემ

კარლ ლინიკი

The Museum of Jurassic Technology

მორიც ფერ

მათ დეილი

ჯუნ ფოლი

ანთონი სიგერ

ლაურენ ქამინსქი

არტგენე

გიორგი ბარამიძე

ნიაზ დიასამიძე

თამრიკო მელიქიშვილი

ჯეგე სახოკია

სოლომონ გოგაშვილი

მინდია წიკლაური (როშკა)

ხვიჩა (ქვემო ქედი)

ზურა (ჯიჯეთი)

მინდია (თიანეთი)

სანდრო (ქვეშეთი)

ემზარ ბოლოთაშვილი

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი

აურელია შრენკერს შესახებ

აურელია შრენკერს შესახებ

Aurelia has been captivated by the music and culture of the Republic of Georgia since the age of 13. Originally from Massachusetts, she studied ethnomusicology at UCLA and received her B.A. from the NYU Gallatin School of Individualized Study. A singer with a background in classical voice, Aurelia has performed as a soloist, with Village & Northern Harmony, and with vocal duo Ash (Æ). As a teacher of Georgian music, she has worked with many ensembles in the USA, as well as in France, Israel, and Georgia.

Aurelia began recording and documenting music from eastern Georgia in 2010. She received a Fulbright Award in 2011 to continue the project, and dedicated the following three years to gathering translations and histories about the songs and artists. This website is a culmination of that work.