მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

ანსამბლი ხორნაბუჯი
დედოფლისწყარო

მე-13 საუკუნის ციხე-სიმაგრის სახელწოდებით ცნობილი ანსამბლი ''ხორნაბუჯი'' დედოფლისწყაროს კაცთა ანსამბლია.

 

ჯგუფი უკვე 35 წელია რაც არსებობს და მომღერლები ძირითადად ასრულებენ თავიანთი ისტორიული ადგილის, ქიზიყურ სიმღერებს და ამასობაში ცდილობენ ისეთივე მანერით შესრულებას, როგორც ამას მათი წინაპრები ასრულებდნენ ხოლმე. ისინი ადგილობრივ კლუბში გადიან ხოლმე რეპეტიციებს კვირაში ორჯერ და საქართველოს სხვადასხვა ფესტივალებზე გამოდიან. მათი სიმღერები კარგად წარმოადგენს კახურ ორნამენტულ სასიმღერო ტრადიციას.

 

ჩაწერისას მათი ხელმძღვანელი ირაკლი კიკილაშვილი გახლდათ.  

 

ანსამბლის წევრების ჩაწერისას: ირაკლი კიკილაშვილი; ლევან ხუნაშვილი; ვასილ ტუხაშვილი; ვასილ ცვიმონიშვილი; ვასილ მაჭარაშვილი; ზურაბ წყაროაშვილი; გაიოზ ხუციშვილი; გიორგი ბაჩანაძე; გელა წყაროაშვილი 

ნამგალო (გლესამ და გლესამ)
+ სიმღერის შესახებ

სამკალი სიმღერა.

+ ლირიკა

ნამგალო (გლესამ და გლესამ)

 

გლესამ და გლესამ ნამგალო

ნამგალო ჩემო რკინაო

გასურისა მლესავითა

ნამგალო ჩემო რკიანო

გასჭერ გამიძეღ წინაო

ნამგალო ჩემო რკიანო

 

ბიჭო და გური შემოსულა

ნამგალო ჩემო რკინაო

ღელავს ბზინავს ოქროს ფერად

უფლის თვალი შიგ ტრიალებს

მოდით მახეთ თუ არ გჯერეთ

ჰარალალი და ჰარალალო

 

ჰერიო ბიჭო ჰე ჰე

ჰეი და ყანასა ჰე

ამისთანასა ჰე

მოუსვი ბიჭო ჰე ჰე

 

ნამგალი ბიჭებო ნამგალიო

ჰარალალი და არხალალო…

 

ჰარალალი და არხალალო

ჰე ჰე ჰეგი ოგა…

ჰარალალი და გენაცვალე

ყანაო ოქრო ზურმუხტო

ფეხის დიდებავ ყანაო

იკურთხოს იმის მარჯვენამ

ერთ დღეს ამოგიყვანაო

ჰარალალი და არხალალო

პირველად ქალი გავიცან, შაირი
+ სიმღერის შესახებ

სახუმარო სიმღერა.

+ ლირიკა

პირველად ქალი გავიცან, შაირი  

 

ჰეო ჰეო ჰარი ჰარალეო

პირველად ქალი გავიცან

თვალზე შავხედეო

ქალმა დამიწყო ყურება

თავი ჩაღუნეო

სიდედრმა გადმიპატიჯა

გვერდით მივუჯდეო

 

ჰარალალო ჰარი ჰარალალო

/ჰარილი ჰარი ჰარალო, ჰარი ჰარალალო ჰე/

 

დამიჩურჩრულა ბიჭებო

ქალი ჩაკოცნეო

ამოვიღე მეო და ხელში ჩავუდეო

მოვეხვიე და ვაკოცე შენ გენაცვალეო

შენზე კარგი ქვეყანაზე

ვერვინა ვნახეო

 

ჰარალალო..

 

ვაჟკაცი იყო ჯეილი

სანიშნად ემზადებოდე

ჩაიცვაი და დაიხუროი

თვალი არვიზე რჩებოდეი

იგეთი ვარდი მოწყვიტოი

რომელსაც შამაწვებოდეი

სულ ტყუილი გამოუვა

მაღალ რო ებღოტებოდე

 

ჰარალალო…

 

აქ ერთი ბიჭი გამოდის

ძაან იბღინძება

ნათხოარი ქამარი აქ

წელზე არაი წვდება

მითაც ჩოხა ჩაუცვია

მალე გეეხევა

 

ჰარალალო…

 

რად გინდა ბიჭო ქამარი

გარტყია წელზეო

მე რომ შენი სახლი ვნახე

მიბმული ლეღვზეო

ლალე
+ სიმღერის შესახებ

სამშობლოზე.

+ ლირიკა

ლალე

 

ლალე ლალე დივლიდა ლალე

ჩემო ლამაზო სამშობლო

შენ კი გენაცვალე

 

გფარავდეთ ლომისის მადლი

ტანზე აგესხად რკინაო

ხელთ გეპყრათ მჭრელი მახვილი

რომ მტერს არ მაალხინაო

გამარჯვებულსაც გეარნოთ

ღმერთი გიძღოდეთ წინაო

 

დიდგორის ველზედ გიხმობენ

ჯოგი დაგსხმია მგლისაო

ქართველო ხელი ხმალს იკარ

სანამ ფრანგული ჭრისაო

თუ გული რკინისა გიძევს

იქვეც აბჯარი ხისაო

 

წმინდა გიორგი დაგლოცავს

ალალ მართალის შვილსაო

კურთხეულ მიწას გვართმევენ

მარიამ წმინდანისაო

ქართველს ერთი აქვს სამშობლო

ვერვის ვერ მისცემს წილსაო

 

ლალე ლალე დივლიდა ლალე

ჩემო ლამაზო სამშობლო

შენ კი გენაცვალე

ბინდისფერია სოფელია
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

ბინდისფერია სოფელია

 

წარმავალია ნათელი სულ მოსაჩვენად ბრწყინდება

 

ბინდისფერია სოფელი უფრო და უფრო ბინდდება

/რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება

ჩვენს ნასახლარზე ოდესმე ბალახი აბიბინდება/

 

იმასაც მოკლედ უვლია ვინც გრძლად გვეგონა იარა

შუქს ბნელი შესჭამს ვარდს ჭია კაცის გულს დარდის იარა

/მოვა სიკვდილი უჩინოთ ერთ წამში აგვყრის იარაღს

ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად სხვას არა წაუღიარა/

 

წარმავალია ნათელი სულ მოსაჩვენად ბრწყინდება

ჩვენი მასპინძლის სასახლე
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

ჩვენი მასპინძლის სასახლე

 

ჩვენი მასპინძლის სასახლე

ტურფად ნაგები ქვისაო

შიგ არის სმა და ღრეობა

მუდამ ჟამს მარილიანი

სმა და სმა უნდა ღვინოსა

ხანდისხან შემოძახილიო

დიამბეგო
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

დიამბეგო

 

დიამბეგო, დიამბეგო
კარგსა რამეს გიამბეფო.
დიამბეგო ქალს გიქებენ,
გადმოდგება აივანზე
ათამაშებს ბროლის თითებს
გაშლილ ხალიჩაზედაო.

ბერიკაცი ვარ
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

ბერიკაცი ვარ

 

ბერი კაცი ვარ ნუ მომკლავ

ყველა დაგიწყებს გმობასა

სადაც რომ შემოგეყრები

გეტყვი შვილსა და ძმობასა

 

სიცოხლით პატივი მეცი

ეს მერე გამოგადგებაო

T’urpani Skhedan Chardakhsa
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

ტურფანი სხედან ჩარდახსა  

 

ტურფანი სხედან ჩარდახსა

არიგებ ჩარიგებული

წინ ლურჯი სუფრა უშლიათ

ზედ ღვინო მორიგებული

 

ალალმე შენცა და მეცა

შენი სურვილი დამეცა

 

პურსა სჭამენ და ღვინოს სმენ

სიმღერას არ იტყვიანო

არ ვიცი ვისი გლოვობენ

არ ვიცი არ იციანო

 

შენ კი გენაცვალე შენა

შენ მაგრე რამ დაგამშვენა