ანსამბლი მანდილი & ნატო წიკლაური
წინუბანი

ნატო წიკლაურის ხელმძღვანელობით, ანსამბლი ''მანდილი'' 1996 წელსაა შექმნილი სოფელ წინუბანში. ნატო ზემო ქედში გაიზარდა და მღეროდა მშობლებთან და დედმამიშვილთან ერთად. მოგვიანებით ის თბილისში გადავიდა ზაქარიაძის მუსიკალურ სკოლაში სასწავლებლად, სადაც მან დაამთავრა საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტი. ანსამბლი ''მანდილი'' ნატოს მრავალწლიანი დაუღალავი შრომისა და ფანდურზე დაკვრისა და სიმღერის სწავლის ნაყოფია, რითაც ის ცდილობს ქართული ხალხური სიმღერის შენახვას და ტრადიციად გადაცემას.

 

ნატოს და, მაყვალა წიკლაური, აგრეთვე მშვენიერი მუსიკოსია, რომელიც ცხოვრობს და ასწავლის ზემო ქედში, სადაც ისინი დაიბადნენ. მაყვალას ჩანაწერები მოიძებნება მის საკუთარ ვებ გვერდზე. დების ერთად შესრულებული სიმღერებს კი აქ, ამ გვერდზე ნახავთ ანსამბლ ''მანდილთან'' ერთად.

 

ანსამბლის წევრების ჩაწერისას: ნატო წიკლაური; გურამ ბერიძე; რუსუდან კორკოტაშვილი; ლიანა წიკლაური; ციურა კუტიბაშვილი; ნინო ზაქაიძე; ლეილა ზაქაიძე; მარი გავაშელი; ხატუნა მძელური; ნატო გობეჯიშვილი; თამარ ფოფხაძე; თამარ გოგლოძე

 

წინუბანის სხვა შემსრულების მოსასმენად, ესტუმრეთ მარიამ ჭინჭარაულის პროფილს.

წაიყვანეს თამარ ქალი
+ სიმღერის შესახებ

These lyrics are loosely based on a poem by Shota Nishnianidze (1929-1999), ''Abkhazuri K'anat'at'a.''

+ ლირიკა

წაიყვანეს თამარ ქალი

 

წაიყვანეს თამარ ქალი აფხაზეთში, დიელოდა

მოწამე ხარ შენ საქართველო

 

ლურჯა ცხენიც შეუკაზმეს თამარ ქალსა, დიელოდა

მოწამე ხარ შენ საქართველო

 

დიდუბეში იქორწინსა თამარ ქალმა, დიელოდა

მოწამე ხარ შენ საქართველო

ჯამათა
+ სიმღერის შესახებ

A song about a legendary robber from Svaneti who used to raid the village of Ghebi.

 

Nat'o learned this song from her mother.

 

Another version of this song was first recorded in 1958, in Glola, Rach'a by Grigol Chkhik'vadze.

+ ლირიკა

ჯამათა

 

სვანსა ჯამათას ამბობენ

ძლიერ ატერობდა ღებსაო

კარი-კარ დაუარაყე

უშგულელ ხალდეშლებსაო

 

ღებულნო ახალო ვაჟნო

ჩვენი დღე არის დღესაო

ყველანი შევიარაღდეთ

თავზარი დავცეთ მტერსაო

 

თავგადაქაჩლულ ჯამათას

შიშისგან სულის სძვრებაო

შეურცხევს მოწიფულობა

ბაძგებში უკუძვრებაო

 

ჯამათა გახდა ფარშია

ფერდში ფინთიხი ხვდებაო

სისხლი გადასდის ღვარადა

სვანი ჯამათა კვდებაო

 

ეს იმიტომ ჯამათაო

არ გვიშვებდი მგზავრადაო

წაგვართმევდი ჩოხა-ნაბადს

დაგვადებდი ვალადაო

ამ ღამით შენთან არა ვარ
+ სიმღერის შესახებ

A love song. 

 

To hear other versions of this song, visit the pages of Liza Karchaidze and Didebai Ensemble.

 

+ ლირიკა

ამ ღამით შენთან არა ვარ

 

ამ ღამით შენთან არა ვარ

ჩემს თვალწინ მხოლოდ მთებია

ვეღარც კარავში შევსულვარ

ვეღარც მთით გადმიხედია

 

მწყრალად შემართულ წარბივით

ქედი წინ გადამეღობა

მე კი აქედან შენემდე

ერთი გაფრენაც მეყოფა

 

ასე მგონია ზამთარმა

ჩემი გულის მარტო მე დავრჩი

მთებს აქეთ მარტო მე დავრჩი

მთებს იქეთ მხოლოდ შენ ხარ

 

შენ ჩემო ბედის ვარსკვლავო

ქალო შავთვალ წარბიანო

ცისკრის მოსვლამდე მელოდე

თუ მოსვლა დავაგვიანო

 

მთებზე მგელივით გადმოვალ

ხევ-ხევ დავყვები მდინარეს

რომ კერის შუქზე შეგასწრო

თვალი ნებივრად მძინარეს

 

რომ შენი სითბო ვისუნთქო

და მერე თუნდაც განგებით

კვლავ მე და ჩემი ნაბადი

მთებს იქით გადვიკარგებით

ჩემო ციცინათელა
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

ჩემო ციცინათელა

 

შენ გიმღერი შენ გიგალობ

ჩემო თვალებმაყვალა

მოდი ჩემო სიხარულო

მოლოდინმა დამღალა

 

დასაწველად წამეკიდნენ

ცეცხლოვანი თვალები

ყაყაჩოსაც შეშურდება

შენი ბაგის ხალები

 

მიყვარს მიყვარს ბროლის მკერდზე

შენი ბაგის ჩანჩქერი

შენი ერთი გაღიმებით

სამუდამოდ დამჭერი

 

ნეტავ რისთვის გამიღიმე

მზის სხივებზე დამწველად

ვის აუნთე ეგ სინათლე

ჩემო ციცი ნათელა

ალაზანზე
+ სიმღერის შესახებ

There is no English translation available for this song. If you are able to provide one, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.

+ ლირიკა

ალაზანზე

 

ალაზანზე ჩაიარა ნისლმა

ელვამ დაჰკრა ყანებს ნაყამირალს

/ალაზანზე მწყემსს უნდოდა მისვლა

როგორც ირემს მწყურვალსა და ყვირალს/

 

მწყემსი ღამით იარაღსა ჰპირავს

გაშლილ დექარს უფრიალებს ქარი

/და ჩონგურზე შუა ცეცხლის პირას

შაირს ამბობს მზეთუნახავ ქალზე/

 

ალაზანზე მობუღრავე ირმა

ლერწმიანში საბანაოდ ჩადის

/იქვე მწყემსმა ჩვენი სოფლის გმირმა

ტყვიით მკერდი შეუღება ნადირს/

ქალ-ვაჟის სატრფიალო
+ სიმღერის შესახებ

 ქალ-ვაჟის სატრფიალო.

 

+ ლირიკა

ქალ-ვაჟის სატრფიალო

 

ქალაუ სილაღევ გულისა

მაკმარე ტანჯვა ფიქრები მწველი

სთქვი სიტყვა შვებისა

 

ვაჟავ ყოილ ვარ კორდისა

ამოსულს მთებში უცხო ალერსი

რად მეყორებისა

 

ქალაუ შორს ვიყავ ბრძოლადა

შევმუსრე მტერი ვერაგი მტერი

მშვიდობის მგმობელი

 

ვაჟავ გარჯილხარ სწორადა

მიყვარს ვაჟკაცი მხნე და მამაცი

მშვიდობის მდომელი

 

ქალაუ შენთვის მაქვს ეს გული

ვაჟავ ვარ შენი ერთგული

 

დღე გვაქვს მზიანი ნათელდღიანი

ბრწყინავს და დარია

 

ვიშრომოთ ვილხინოთ ვიხაროთ

გულს ჯავრი არ მივაკაროთ

ვადიდოთ ხალხის დიადი ძალა

ქვეყნის სიყვარული

დიდება
+ სიმღერის შესახებ

Dideba is a saperkhulo or round dance ritual song from eastern Georgia.  

 

To hear another version of this song, visit the page of Nelkarisi Ensemble.

 

+ ლირიკა

დიდება

 

დიდება და ღმერთსა დიდება

პირველად ღმერთი ვახსენოთ-ო

და მამრე და წმინდა გიორგი

წმინდა გიორგი ცხენსა-ო

ცხენსა ზის და ბედაურსა-ო

ხელში უჭირავს მათრახი

მათრახი და ღვთისა პირული

ღვინით აგვივსე მარანი

პურიტ აგვივსე კალთა-ო

ღმერთს დიდება ჩვენ მშვიდობა-ო

საქართველო გაბრიწყინდება-ო

დიდება და ღმერთსა დიდება

ქართველო
+ სიმღერის შესახებ

ტექსტი: გოგია კავთიაშვილი

მუსიკა: ნატო წიკლაური

 

To hear more of K'avtiashvili's poetry and songs, visit the page of Maqvala Ts'ik'lauri.

+ ლირიკა

ქართველო

ტექსტი: გოგია კავთიაშვილი

მუსიკა: ნატო წიკლაური 

 

ქართველო - ვის დაუთმე მიწა-წყალი ქართველო

         შემოგტირის მთა და ბარი ქართველო

ქართველო - დაგეხურა სახლის კარი ქართველო

         რად დარეკე გლოვის ზარი ქართველო

ქართველო - რად არ მოჰკვდი ღირსეულად ქართველო

         მოღალატე რად გიწოდეს ქართველო

ქართველო - რად ჩაიქრე სახლის კერა ქართველო

         რატომ დაგდეს ერის წყევლა ქართველო

ქართველო - რომ გაგიწყრა ბედისწერა ქართველო

         რად არ სტირი რად არ გოდებ ქართველო

ქართველო - რად შეგრისხა ქრისტე ღმერთმა ქართველო

         რად გაგზარდა ნეტავ დედამ ქართველო

 

გოგოვ მიყვარხარ შენ
+ სიმღერის შესახებ

ქალ-ვაჟის სატრფიალო.

+ ლირიკა

გოგოვ მიყვარხარ შენ

 

გოგოვ მიყვარხარ შენ

ვიწვი მე შენითა

მე გძულვარ სხვა გიყვარს

დავდივარ ბნელითა

 

რა ვქნა რომ სხვა მიყვარს

გულით ვარ დამწვარი

შენ თავს მაბრალებ და

არ მაქვს მე საშველი

 

მწვავ ცეცხლი უშენოდ

და დღე მიბნელდება

ველი შენ სიყვარულს

მაგრამ დრო გრძელდება

 

ნუ მიცდი ცოდო ხარ

გულით ნუ მატარებ

ღალატი ძნელია

და შენც გაგამწარებს

არწივი
+ სიმღერის შესახებ

ტექსტი: ვაჟა-ფშაველას ''არწივი''

+ ლირიკა

არწივი

ტექსტი: ვაჟა-ფშაველა

 

არწივი ვნახე დაჭრილი

ყვავ-ყორნებს ეომებოდა

ეწადა ბეჩავს ადგომა

მაგრამ ვეღარა დგებოდა

 

ცალ მხარს მიწაზე მიითრევს

გულისპირ სისხლი სცხებოდა

ვაჰ დედას თკვენსას ყოვებო

ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა

თორო ნახავდით თქვენ ბუმბულს

გაშლილს გაფანტულს ველადა

არაგვის ხეობაზედა
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

არაგვის ხეობაზედა

 

არაგვის ხეობაზედა

წყარო ჩამოდის ანკარა

წყაროზე ქალი გამოდის

ლამაზი ლოყებ ყარყარა

ირმას დატირილი (ნატო & მაყვალა წიკლაური)
+ სიმღერის შესახებ

ტექსტი: გოგია კავთიაშვილი

მუსიკა: ნატო წიკლაური

 

This mourning song was written for Irma Ts'ik'lauri, an intelligent and creative soul who died in her late teens in the early 1990's.  

 

Her uncle Gogia K'avtiashvili wrote this poem, and her aunt Nat'o Ts'ik'lauri composed the melody.

+ ლირიკა

ირმას დატირილი

ტექსტი - გოგია კავთიაშვილი

მუსიკა - ნატო წიკლაური

 

შენ ტაძრის ანგელოზი ხარ

და სალოცავი სანთელი

სამოთხის სასუფეველში

ირმა დაგადგეს ნათელი

 

როგორ გშვენოდა სიდინჯე

სიცილი მჭექარ ხმიანი

აუჩქარებლად ლამაზად

შენი სიმღერის წქრიალი

 

აღარ მოგვიხვალ ამ ქვეყნად

აწ მიწას მიბარებული

გადახუნდება თაროზე

შენი წიგნი და რვეული

 

შენ ტაძრის ანგელოზი ხარ

და სალოცავი სანთელი

სამოთხის სასუფეველში

ირმა დაგადგეს ნათელი

საქართველოს ქალები (ნატო & მაყვალა წიკლაური)
+ სიმღერის შესახებ

This song, called ''Georgia's Women,'' is based on Lado Asatiani's poem, ''Sakartvelo Iqo Mati Saotsnebo Sakheli.'' 

 

To hear another version of this song, visit the page of Marik'a Aladashvili.

+ ლირიკა

საქართველოს ქალები

 

ძველად თურმე როცა მტრების უთვალავი ჯარები

მოდიოდნენ რომ გაეღოთ საქართველოს კარები

მამა-კაცებს გვერდში ჰყვადა ვით ფოლადის ფარები

და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები

 

სადაც უნდა ყოფილი იყვენენ

მარად დაუძრახველი საქართველო იყო მათი 

საუცნებო სახელი

 

ისევ მტკიცეთ იდგნენ თურმე ვით მეტეხის კედელი

გმირი თინა წავკისელი, და მაია წყნეთელი

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა მტერი კრთოდა ვერაგი

საქართველოს ციცფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის

 

მამულისთვის დაიხოცნენ, მარად დაუძრახველნი

საქართველო იყო მათი, საუცნებო სახელი

მაძიებულო ბედისა (ნატო & მაყვალა წიკლაური)
+ სიმღერის შესახებ

პოეზია: გოგია კავთიაშვილი

მუსიკა: ნატო წიკლაური

 

To hear more songs written by Gogia K'avtiashvili, visit the page of Maqvala Ts'ik'lauri.

+ ლირიკა

მაძიებულო ბედისა

ტექსტი: გოგია კავთიაშვილი

მუსიკა: ნატო წიკლაური

 

სხვაგან ნუ წახვალ ქართველო

ბედისა საძებნელადა

შენს მხარეს ჰპოვე სავანე

როგორც სჩვეოდათ ძველადა

 

ნუ მიატოვებ ეულად

შენს მამა-პაპათ კერასა

ფუფუნებას და სიმდიდრეს

იგი გერჩივნოს ყველასა

 

მოგაგონდება სამშობლო

მზე რომ ამოვა მწვერვალზე

მომაკვდავს სასთუმალზედა

ის მოგადგება ენაზე

 

გაგახსენდება ხანდისხან

ნანა ნამღერი დედისა

უკეთეს სხვაგან რას ნახავ

მაძიებელო ბედისა

 

თუ დაიბადე ქართველად

სულიც ქართული გეღირსა

არ მოგასვენებს საფლავში

ზმანება შენი ქვეყნისა