მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

ლეილა ლაჩიშვილი
ქვემო არტანი

ლეილა (1938/2013) 75 წლის იყო ჩაწერისას. ის მდინარე იორის გასწვრივ მდებარე სოფელ დულუზაურებშია დაბადებული. მოგვიანებით ის გათხოვდა მდინარე იორის ზედაწელში მდებარე სოფელ ქვემო არტანში, რომელიც 7 კილომეტრით იყო დაშორებული მისი სოფლიდან. მან აქ გაატარა მთელი თავისი ცხოვრება.

 

1960-იანებში მჭიდროდ დასახლებული სოფელ ქვემო არტანის სახლები თითქმის ცარიელია. ლეილას დაბადების ადგილი, ეს არის ფანტასტიკურად ლამაზი ნაწილი ქვეყნისა, რომელიც მდებარეობს მდინარის ველებსა და მთებს შორის საიდანაც კარგად ჩანს ფშავის მთები. ლეილას მთელი ცხოვრება უყვარდა სიმღერა. ახალგაზრდობაში თავის თანატოლებდან ერთად კონცერტებსაც მართავდა ხოლმე თიანეთში.

 

ოჯახს ძალიან უყვარდა ლეილა. ის 2013 წლის ზაფხულს გარდაიცვალა. მას დარჩა სამი ქალიშვილი, რვა შვილიშვილი და ცხრა შვილთაშვილი.

 

ქვემო არტანის სხვა შემსრულების მოსასმენად, ესტუმრეთ მარიამ გორელაშვილის პროფილს.

კარგი ქალი ვარ
+ სიმღერის შესახებ

ბალადა.

+ ლირიკა

კარგი ქალი ვარ

მენა ვთქვი კარგი ქალი ვარ,
არა ვარ საძრახიანი,
შენგან რა მეთქვა საძრახი,
დღემც დაგიბნელა მზიანი.

ეგ შენი სახლიც იქნება,
სულ მუდამ სატირლიანი,
ეგ სახლიც ოხრად დაგრჩება,
ივლი ვერ ბალკომიანი. 

ნანდომი ცოლიც მოგიკლავს.
უდროოდ დაჭლექებული,
შვილები წვრილებ დაგრჩება,
უდროოდ დაობლებული. 

რად ამბობ ინტერესითა,
რად გინდა ჩემი ჭორები,
გულზდამც დაგეხურება
ანდარეზაის გორები.

შეგაგდო ჯოჯოხეთშია,
ასი დღე-ღამე მბრძოლელი,
გარს გერტყას სულის ჯარია,
ხელში ეკაოს ნემსები.
დაგიმატებდნენ იმდენსა,
რამდენსაც დაიკვნესებდი.

ქარაფის პირ-პირ
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

ქარაფის პირ-პირ

ქარაფის პირ-პირ ნუ მიხვალ,
უეცრად გადავარდები,
შენ ხომ ისეთი კარგი ხარ
უფსკრულსაც შეუყვადები.

მივდივარ წყლისა ნაკვეთსა
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

მივდივარ წყლისა ნაკვეთსა

მივდივარ წყლისა ნაკვეთსა,
ჩავვარდე ჩამზადული ვარ,
ჭირი მამჭამოს, ჩავვარდე
მე მაინც დაკარგული ვარ.
წყალს მივდევ წყლისა ნაპირსა,
ინგრევა,არა ვვარდები,
შენი ჭირიმე, რომ წავალ
გამომიგზავნე ვარდები.

მთაზე
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

მთაზე

მთაზე დაკრეფილ ყვავილთა კონა,
გზას დაგილოცავ ჩემო გოგონა,
რა დედამ გშობა ასეთი ნაზი,
მინდა დაგლოცო,ამივსე თასი.

როცა თვალწინ მიდგას არტნის დიდი მთები
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

როცა თვალწინ მიდგას არტნის დიდი მთები

 

როცა თვალწინ მიდგას არტნის დიდი მთები,
თოვლიანი ჭალა,ჭალას დიდი ქვები.
როცა თვალწინ მიდგას კოხტა სათიბები,
ტყე სიცოცხლით სავსე,მწვანე სათიბები.
გაშლილი ჭალა,თოვლიანი მთები
და ცივ წყაროს კლდეზე ხავსიანი ქვები.
აი მაშინ სიხარულით და სიცოცხლით ვკვდები.
როცა ჩამძახიან სევდიანი ხმები,
ტკბილად ჭიკჭიკებენ ბალკომსში მერცხლები.
ჩემს ეზოში ნაზად ნორჩი ყვავილები,
ჩაჭკნებიან მალე,რომ აღარ ვიქნები.
მომიკითხავს ია,მომიკითხავს ვარდი,
გაუჩნდებათ იმათ ჩემზედ დიდი დარდი.

მთას ყოფნა
+ სიმღერის შესახებ

There is no English translation available for this version of this song. If you are able to provide one, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.  

 

Until then, please refer to the pages of Gulo Natelashvili and P'avle Burduli for different versions that include English translations.

 

A shepherd song. In reference to this folk poem, Donald Rayfield in "The Literature of Georgia: A History" says:

 

The poetry that teases shepherds reflects the conviction, expressed in the definition of 'man' in a Tsova-Tush-Georgian dictionary, that a man is 'one who does not go among sheep'. Shepherds lack the charisma that Hellenic or Christian legends give them.  In Tush poetry the shepherd is made to say:

               I'm not fed up with the mountains

               Nor do I long for the valley,

               Nor to sleep and lie with beautiful women,

               Nor to talk with them.

               I prefer the red-eyed ewe

              And tugging at her forelock.

+ ლირიკა

მთას ყოფნა

მთას ჭირხლი მოჰკიდებია,
მწყემსო აჰყარე ცხორია,
ან არ მაგწყინდა მთას ყოფნა?
ან არ მაგინდა ბარია?

არცა მომწყინდა მთას ყოფნა,
არცა მომინდა ბარია,
არც ლამაზ ქალთან ალერსი,
არც მასთან საუბარია.

ნეტვი მთაო მაღალო,
ჩამოგადაბლა ბარითა,
იქნება დავინახავდი
ჩემ შეყვარებულს თვალითა

 

* * * 

ტარსა ვინ მამცემსო მწივანსაო,
ქმარსა ვინ მამცემსო ივანეს მქვივანსო,
ადექი ბედშავო შენი სწორები
ცხვარს ადოლებენ, ნაბადსაც ძრავო.
დაეხსენ ქალ ბედშავ ნუ დააღონე,
დაეხსენ ბედშაო დაღლილსა ჰგავსო

 

* * * 

ათანას მოსწყდა ცალგვერდი,
ზოვად მოზიდნა ქვიშაო,
თან მოიყოლა ცხვარ-მწყემსი,
ორ-ორ,სამ-სამი ძმისაო.

თან მოიყოლა ძაღლები,
გამბრუნებელი მტრისაო,
თან მოიყოლა ვირები,
მზიდავი ბუნაგისაო,
ტბათანით წამოღებული ბახტრიონს გამოვიდაო.