მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

გია გიგაური
ჯიჯეთი

გიგა დაიბადა ჯიჯეთში. მის თანასოფლელ მეუღლესთან ერთად ის მამისეულ სახლში ცხოვრობს. მისი კარ-მიდამო პირდაპირ მთებს გადაყურებს.

 

გიგა მომღერლების ოჯახიდანაა და ბავშვობაში მის თანასოფლელებს ხშირად მოუსმენიათ სოფელში მისი შესრულება. დღეს მისი შვილებიც კი ვერ მალავენ ხოლმე ღიმილს სახეზე, როცა მის უბადლო სიმღერას უსმენენ ხოლმე. გიგამ ბევრი სიმღერა თავისი ბიძისგან, ლუხუმი გიგიაურისგან ისწავლა.

 

ჯიჯეთის სხვა შემსრულების მოსასმენად, ესტუმრეთ  მართა ცალუღელაშვილი პროფილს.

ჯიჯეთზე
+ სიმღერის შესახებ

This song, about the village of Jijeti, was first collected in 1985 in the village of Indurt'a by ethnomusicologist Ketevan Baiashvili.

+ ლირიკა

ჯიჯეთზე

 

გადმოგიხედე, ჯიჯეთო

ველიანო და ტყიანო

სადა ხარ ჩემო ლამაზო,

თვალჭრელო ქერა თმიანო

 

როგორ უხდება გაზაფხულს

სვეტიცხოველთან მწვანეო

გუნება დაწყნარებულმა

რა ბევრჯერ გავიხარეო

 

მიყვარხარ ჩემო ჯიჯეთო

ჩემო გამზრდელო დედაო

მიყვარხარ გორმაღალაო

ჯიჯეთს რომ გადმოხედაო

 

საამური ხარ საცქერლად

თოვლებ რომ ჩამოშრებაო

შურთხი დაიწყებს სტვენასა

გუგულიც აჩქამდებაო

 

შურთხი დაიწყებს სტვენასა

გუგულიც აჩქამდებაო

ყეფით ურჯულო ყორანი

კინჭუხებს ჩამოჰყვებაო

 

ვერხვლის ხეობავ, ლამაზო

ნაპირებ ბალახიანო

სადაც კი გადავიხედე

ყველგან არაგვსა ყრიანო

 

გადმოგიხედე, ჯიჯეთო

ველიანო და ტყიანო

სადა ხარ ჩემო ლამაზო,

თვალჭრელო ქერა თმიანო

შეხედე მეცხეთს
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

შეხედე მეცხეთს

 

გამოჩნდნენ მესხეთს, მესხეთის გზაზე

ძველი ქართველი გმირები, გმირები

ვარძიაშია დღეობა დიდი

საკლავად მოჰყავთ ირმები, ირმები

 

მოვიდნენ ნახეს სუფრა გაშლილი

სუფრა ნანატრი ენითა, ენითა

გარშემო იყო ღრეობა დიდი

ვერ გასძღებოდი ცქერითა, ცქერითა

 

გამოჩნდნენ მესხეთს, მესხეთის გზაზე

ძველი ქართველი გმირები, გმირები

ვარძიაშია დღეობა დიდი

საკლავად მოჰყავთ ირმები, ირმები

მოტივი ფანდურზე
+ სიმღერის შესახებ

მოტივი ფანდურზე.

+ ლირიკა

საინსტრუმენტო.

შეყვარებული ლიქოკის მთაში
+ სიმღერის შესახებ

In their youth, Gia and his friends made a trip to the Likok’i Valley in Khevsureti. His friend wrote this poem there, and entrusted it to Gia to put to song.

+ ლირიკა

შეყვარებული ლიქოკის მთაში

ტექსტი: მევლუდი ლოსეურაშვილი

მუსიკა: გია გიგაური

 

დაიწვას ლიქოკის მთაი

გულს დამამჩნია იარა

/მას შემდეგ წელმა სულ ორმა

ქაჯივით ჩამაიარა/

 

ამ დრომ სიგიჟე მამმაწრა

სიბრძნე სიჭკვივნე კი არა

/ივრის პირელის თვალებმა

მრავალ ჭირს გამაზიარა/

 

მე ჩამომახრჩეთ მომკალით

ყელზედ ჩამიდეთ ხვიარა

/მაინც მთიანლებ მიყვარან

თბილისელები კი არა/

 

დაიწვას ლიქოკის მთაი

გულს დამამჩნია იარა

მას შემდეგ წელმა სულ ორმა

ქაჯივით ჩამაიარა

მთაში გეძებე შენ ბარში
+ სიმღერის შესახებ

Georgian singer Tina Makharadze performed this song. Gia learned it from his uncle, Lukhumi Gigauri. 

+ ლირიკა

მთაში გეძებე შენ ბარში

 

მთაში გეძებე შენ ბარში

ცამხრებით გაგიკვეთია

/ღრუბელი ნაწნავებივით

კისერზე შემოგხვევია/

 

ხელიდან ხელში ჩქაფუნობს

ვაჟკაცსა ღვინის ხელადა

/ჩამოდით თორემ მე თვითონ

მოვდივარ უეჭველადა/

 

მთაში გეძებე შენ ბარში

ცამხრებით გაგიკვეთია

/ღრუბელი ნაწნავებივით

კისერზედ დაგიხვევია/

ჩემო ტურფა საქართველო
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

ჩემო ტურფა საქართველო

 

ჩემო ტურფა საქართველო, ოქროს ფასია

ჩემი ლექსი და სიმღერა, ღვინის თასია

მინდა შევსვა სადღეგრძელო, მე მალე მალე

ჩემო ტურფა საქართველო, შენ გენაცვალე

 

შორს წასვლა გენაცვალე, შენი სახელი

ყოველ დღე და ყოველ ღამე მოდის მნახველი

სილამაზით დატკბებიან, გულით ხარობენ

ლამაზია საქართველო, ასი ამბობენ

მხედართა ძველი სიმღერა
+ სიმღერის შესახებ

This song is based on Vazha-Pshavela’s1 poem ''Mkhedarta Dzveli Simghera''.

 

1Luka Razikashvili (1861-1916) was one of Georgia’s most famous poets and writers. He wrote under the pen name Vazha-Pshavela, which literally means the ''son from Pshavi.'' He was born and raised in the village of Chargali where a museum for him, opened in 1961, exists today.

 

+ ლირიკა

მხედართა ძველი სიმღერა

 

მიტომ გაგვზარდა დედამა

მისთვის გეტყვოდა ნანასა

/ტანზე აბჯარი ავისხათ

მუდამ ვლესავდეთ დანასა/

 

რომ შიშს ვუგდებდეთ გულშია

მეზობელს მეტიჩარასა

/არ ვაქელვინოთ სამშობლო

მეტოქეს ათასგვარასა/

 

ჩვენ ზურგს ვერ ნახავს მეტოქე

რომ გვნახოს მოვეწონებით

/შვილებსაც ზღაპრად ექნება

ჩვენი ბრძოლა და ომები/

 

სადაც ვშობილვარ გავზრდილვარ

და მისროლია ისარი

/სად მამა-პაპა მეგულვის

იმათი კუბოს ფიცარი/

თიანეთზე
+ სიმღერის შესახებ

სიმღერა თიანეთზე.

+ ლირიკა

თიანეთზე

 

ამოვედი თიანეთო, მინდა შენზე რომ ვიმღერო

იორში ისე გამოვალ, ფეხი რომ არ დავისველო

მის ბაღშიაც გავლა მინდა, მინდა იქაც დავისვენო

საკურორტო ადგილი ხარ, ჩემო კარგო თიანეთო

 

სავადმყოფა და აბანოც ან თაძემაც ააშენა

თიანეთი უმეტესად საქალაქოდ დაამშვენა

სავადმყოფა და აბანოც ან თაძემაც ააშენა

თიანეთი უმეტესად საქალაქოდ დაამშვენა

 

თამადობა ჩოჩოს უყვარს, ძველი ქუჩით მობრძანდებაო

ჯღუნა რაღა უყავითო, წინწკლი მიშა ეუბნება

თამადობა ჩოჩოს უყვარს, ძველი ქუჩით მობრძანდებაო

ჯღუნა რაღა უყავითო, წინწკლი მიშა ეუბნება

როცა შენ დალალებს ქარი შლის
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

როცა შენს დალალებს ქარი შლის

 

როცა შენს დალალებს ქარი შლის

მოჰგევხარ ნესტანს და თამარ-ქალს

/დედაშენს მოვსტაცებ ქალი-შვილს

მერე თუნდ ყაჩაღი დამარქვან/

 

როცა ჩავივლი მე შენს სახლის წინ

იქ ტოტებს მიხრიან წნორები

/დედაშენს უთხარი რამე ჩემს შესახებ

სასიძოდ თუ მოვეწონები/

 

ქალაო მითხარ შენი ვარ

გულს ლაღად დამეხურება

/ქასთუმზის შუქი ათბუნებს

ნისლი არ მაებურება/

 

ბუნება გუნებასაი გავს

სიტყვა ხომ ორი ერთია

/ჩემი და შენი გამყრელი

ნურცა ზეითი ღმერთია/

 

როცა შენს დალალებს ქარი შლის

მოჰგევხარ ნესტანს და თამარ-ქალს

/დედაშენს მოვსტაცებ ქალი-შვილს

მერე თუნდ ყაჩაღი დამარქვან/