მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

მართა ცალუღელაშვილი (1943-2015)
ჯიჯეთი

1943 წელს სოფელ ვერხველში დაბადებული მართა იქვე, ახლომდებარე ჯიჯეთშია გათხოვილი, სადაც მას ორი ვაჟიშვილი ეყოლა. ამაყი ფშავი ქალი და უსასრულოდ პოეზის და სიმღერის მოყვარული, მაშინათვე უწყობს ტექსტს მელოდიას როდესაც ფანდურს კიდებს ხელს. შრომისმოყვარე, პრაქტიკული და ენერგიული მართა მშვენიერი დედა, ბებია და მასპინძელია.

 

ჯიჯეთის სხვა შემსრულების მოსასმენად, ესტუმრეთ გია გიგაურის პროფილს.

ბაღში გაგიცან პირველად
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

 

Made well-known by the singing of Ilia Zakaidze (1924-2008), an acclaimed 20th century Georgian singer. 

+ ლირიკა

ბაღში გაგიცან პირველად

 

ბაღში გაგიცან პირველად თვალი შეგავლე მთვარესა

ყელი გიგავდა ალალ ღვინოს ჭიქაში მდგომიარესა

ვერ მოვითმინე, ვერ შევხედე მაგ მოციმციმე თვალებსა

შენი თვალების ციმციმი შუქად ეფინა არესა

 

დედაის ნაშობი ხარ თუ ცით მოფრენილი ფერია

შენი თვალების წარბები რა კალამს დაუწერია

რომ მიბრძანებდე მე შენთვის იცი რას გადავიტანდი

იმ ადგილს რამანც შენ გშობა ჩემს სახლში გადავიტანდი

 

ნეტავ ვიცოდე ლამაზო სად არის შენი სამყოფი

რომელ მხარეში იზრდება ასეთი კარგი ნაყოფი

რომ მიბრძანებდე მე შენთვის იცი რას გადავიტანდი

იმ ადგილს რამანც შენ გშობა ჩემს შახლში გადავიტანდი

გლახაზე
+ სიმღერის შესახებ

There is no English translation available for this song. If you are able to provide one, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.

+ ლირიკა

გლახაზე

 

გლახამ თქვა ბედი კრულია დაბადებისა ჩემისა

რამდენი დილა გათენდა უფრო და უფრო წყენისა

სკოლიდან გამომიყვანეს შინ მოველ ჩემი ფეხითა

დედ-მამა ქორწილს მიმზადებს ათასნაირი წესითა

 

ტანისამოსი მიყიდეს ქამარ ხანჯალი ვერცხლისა

ემზადებიან მაყრები ცხენებსა ჰკაზმვენ კეხითა

ყველანაირი ცხენია, ლურჯი, წითელი, თეთრიცა

სანათლიაო იძახის ლურჯას ვასუქებ ქერითა

 

ეკლესის კარზე მივედით პატარძლითა და ნეფითა

ეკლესის კარებზე მისვლა და, ვაიმე, დაცემა მეხისა

გავარდა ნათლიის თოფი ნეფე თან გაიტანაო

ქალმა შეიჭრა ნაწნავნი ზედ გულზე დააყარაო

 

ბელგით ნაყიდი ბაღდადი ზედ პირზე დააფარაო

შენი ჭირიმე ლამაზო უნდა ჩამოგყვე თანაო

უშენოდ როგორ დავლახო მაღლა მთა დაბლა ჭალაო

მეც თავი უნდა მოვიკლა მომეცით ერთი დანაო

 

მამასთან კაცი გაგზავნეს მთები გადავლოს ჩქარაო

გიგოლის კარებზე გავლა სულ ყველამ დაიზარაო

ისივ ნათლია ბახამა აუარ ჩაუარაო

სამჯერ შეაღო კარები, სამჯერვე გამოჯარაო

 

კარში გამოდი გიგოლავ ეჯიფმა დაგიბარაო

გიგოლი ფეხზე წამოდგა ფეხში არ აქვს ძალაო

თმა-წვერზე ხელი გაივლო სულ დაბლა ჩამოყარაო

ხელში ნაჭერი მახვილი შიგ გულში გაიტარაო

 

თუ ჩემი შვილი მოჰკალით რძალი ვინ წაიყვანაო

შენ შვილი საკაცით მოაქს რძალიც მოჰყვება თანაო

 

ნუ სტირით ჩემო ჯალაბნო სანამ მე მესმის ყურითა

ნეტავ სამი დღე სიცოცხლე საყიდი იყოს ფულითა

ქორწილი გადამეხადა ღვინოც მესვა და პურიცა

გამეცნო ნათესავები შორიდან წამოსულიცა

რა გახდა ეგ შენი დანახვა
+ სიმღერის შესახებ

Marta told us that the author of this 1961 poem is her sister, Mariam Tsalughelashvili.

 

 

+ ლირიკა

რა გახდა ეგ შენი დანახვა

 

რა გახდა ეგ შენი დანახვა

შენს ნახვას მე ვეღარ ვესწრები

ყინულზე ცივი ხომ არა ხარ

შენს გულში ვერ გავდგი ფესვები

 

გუნებას ბევრი რამ უცდია

ძვირფასო სიმართლეს გიყვები

ალბათ ამ ყვავილებს უწვდიან

ერთმანეთს მიჯნური ჯიხვები

 

მე წარბიც არ მინდა შევხარო

ცხოვრებას უშენოდ გავივლი

ერთს ვნაღლობ შენს გულში ვერ ვხარობ

ყინულზეც კი ხარობს ყვავილი