მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

ნაზო ჩქარეული
თიანეთი

ნაზო მაღალმთიანი ხევის ულამაზეს სოფელ გორისციხეშია დაბადებული. ის ახალგაზრდა გოგო იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და დედამისი ხელახლა გათხოვდა, რის გამოც, ისინი მდინარე იორის პირას მდებარე რეგიონალურ ცენტრში თიანეთში გადასახლდენენ. ნაზო დღესაც მანდ ცხოვრობს და ის არის სერიოზული ჰომეოპატი.

 

კიდევ ერთი თიანეთელი მუსიკოსის მოსასმენად, ესტუმრეთ ლავრენტ ჯამარაულის პროფილს.

სულიკოს დატირება
+ სიმღერის შესახებ

Nazo wrote this song in memory of her beloved brother Sulik’o, who died in a car accident in 1964.

+ ლირიკა

სულიკოს დატირება

 

ნეტა ვინ თავმაღლო

აგყარა აქითაითა

დამალაჴვინა მთის კიდეი

ამამავლია ბანითა

 

მამაჴელვინ ძმის გული

ამამიყვანა ხრამითა

სიცოცხლე ნამტირალევი

არ მაყიდინა ქრთამითა

 

გულს ნუ მომიკლავ უფალო

იმედს ნუ დამინიავებ

მიშველე რამე შენს მადლსა

წამალს ნუ დამიგვიანებ

 

ფიქრში ნადუღის გულითა

არ მინდა ნათელს ვხედავდე

მინდა გარს სიბნელე მერტყას და

მარტო ოცნებას ვჭვრეტავდე

 

ჩემს გულის მომკვლელ საბანსა

ფიქრების ცრემლით ვღებავდე

როდემდის უნდა არ ვიცი

ჩემ ხორცს კბილითა ვკვნეტავდე

 

გულს ნუ მომიკლავ უფალო

იმედს ნუ დამინიავებ

მიშველე რამე შენს მადლსა

წამალს ნუ დამიგვიანებ

ქალო, ვარდის თაიგულს დაედარები
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

ქალო ვარდის თაიგულს დაედარები

 

ქალო ვარდის თაიგულს დაედარები

მიდიხარ და ცხო ჭაბუკებს არ ეკარები

და გაუხსენი სიყვარულსა გულის კარები

გაუქროლე და გაშალე ბროლის მკლავები