მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

ლავრენტ ჯამარაული
თიანეთი

ცხოვრობს, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა და სადაც წლების განმავლობაში მღეროდა რაიონის გუნდში. დღეს მას აქვს წისქვილი ქალაქგარეთ, სადაც ის მუშაობს ყოველ დღე. ის ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, რომელსაც უყვარს მებაღეობა. მათი სახლი ვარდებითაა სულ გარშემორტყმული.

 

თიანეთის სხვა შემსრულების მოსასმენად, ესტუმრეთ ნაზო ჩქარეულის პროფილს.

საქეიფო სიმღერა
+ სიმღერის შესახებ

This is a party song, in praise of the food on the table. 

 

Lavrent remembers coming back from the fields in the evening after a hard day of work, eating and drinking with his friends and singing this song.

 

+ ლირიკა

საქეიფო სიმღერა

 

ხონჩებო რიანო

ხონჩებო ხონჩებო გენაცვალე

ხონჩებ ხინკლებიანო

 

ერდა კოხტა საყვარელი

სანამ დამკარგვიანო

 

შამფურო რიანო

შამფურ შამფურ გენაცვალე

შამფურ მწვადებიანო

 

ერდა კოხტა საყვარელი

სანამ დამკარგვიაო

 

ბოთლებო, რიანო

ბოთლებ ბოთლებ გენაცვალე

ბოთლებ არყებიანო

 

ერდა კოხტა საყვარელი

სანამ დამკარგვიაო

თიანეთური ალილო
+ სიმღერის შესახებ

Traditionally in three parts, Lavrent remembers singing this Christmas carol when he was twelve years old.

+ ლირიკა

თიანეთური ალილო

 

ალილო და ქრისტეს შობას

ქრისტე დაბადებულაო

ალილო და ქრისტე დაბადებულაო ჰე

 

ეს რომ მწყემსებმა გაიგეს

მივიდნენ და პატივი სცეს მას

ალილო და მივიდნენ და პატივი სცეს მას

 

შაშვი ღობეზე შემოჯდა

იძახდა ქრისტეს შობასო

ალილო და იძახდა ქრისტეს შობასო ჰე

ფშაური სახუმარო
+ სიმღერის შესახებ

A joke song about a prostitute.

+ ლირიკა

ფშაური სახუმარო

 

მუცელი შამამებერა

შენი ბრალია წაწალო

დასდიხარ ფეხშიშველაი

შაგცივდებოდა საწყალო

 

ქალასა ვთხოვე არ მამცა

რუსულათ მითხრა ნიატო

მიწითამც ამოგევსება

ჩემდ ძვირო სხვისთვის იაფო

შირაქის ველზე მივდივარ
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

შირაქის ველზე მივდივარ  

 

შირაქის ველზე მივდივარ, უკან მაბრუნებს ქარიო

წინ შემეყარა პეპელა, წითლაიდ უჩანდა მხარიო

საყვარულის კაბას ვამსგავზე, ღმერთო დამწერე ჯვარიო

 

ჩვენს იქით დიდი ველია, ია და ვარდი ჰფენია

შიგა ზის ქალი ლამაზი, თავის თმისაგან ბნელია

ქალს სავარცხელი რაიდ უნდა, დალალაი ოქროს ფერია

 

ნატავ ფრინველად მაქცია, შენსკენ გამოვყვე ნიავსა

საბნისა წვერი ავციო, ტუჩზე გაკოცო მზინარსა

არც რა შენ დაგიშავდეს, არც მე დავარდე ზიანსა

 

[მოვედი ყელს მოგეხვიო, არც გაუშლელსა იასა

საბნისა წვერი ავციო, ტუჩზე გაკოცო მზინარსა

არცა რა შენ დაგიშავდეს, არც მე დავრჩები ზიანსა]