მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

ლიზა ქარჩაიძე
ლაკათხევი

ლიზა წკერეშია დაბადებული. ეს სოფელი მთიულეთის ხადას ხეობაში ყველაზე მაღალი სოფელია. წკერე არც მეტი, არც ნაკლები სულის შემკვრელი სილამაზისაა, ძველი ქვით ნაშენი დასახლება თავისი ციხე-კოშკებით, რომელიც მდებარეობს მთისწვერზე მდებარე უამრავი სალოცავებისა და ეკლესიების ქვემოთ. თუმცა მხოლოდ მცირეოდენი ხალხი ცხოვრობს იქ, ეს არის ლიზას სამშობლო: ადგილი, სავსე ბავშვობის მოგონებებით, დიდი თოვლით, მომღერალი ოჯახებითა და ათასობით ცხვარი, რომელიც საბჭოთა პერიოდში კოლმეურნეობას ეკუთვნოდა. 

 

ლიზა მეზობლად მდებარე ლაკათხევშია გათხოვილი სადაც მისი მეუღლე მოგვიანებით გახდა ხევისბერი. ის ატარებს რელიგიურ წირვებს და უვლის სალოცავებს. გაზაფხულზე, მათი ერთსართულიანი სახლი ირთვება საოცრად აყვავებული გეორგინებით, რომელსაც ასევე ერთვის ლიზას თონეში გამომცხვარი პურის სურნელიც.

 

თავისი ტკბილი ცოცხალი ხმით ლიზა ასრულებს მთელი მისი ცხოვრების სიმღერებს.

ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი
+ სიმღერის შესახებ

This song, about a man exiled to Kazakhstan, is based on a poem by Ioseb Noneshvili written in 1954-1955.

+ ლირიკა

ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი  

 

თითქოს გულში ამიფეთქდა მეხი

წარბი შეჰკარ მოგეღრუბლა სახე

/ბელტთა შორის როცა ყამირს ტეხდი

კაცის ჩონჩხი და ბორკილი ნახე/

 

სად შესწყდება სიცოცხლის გზა გრძელი

სადაურსა სად წაიყვან ბედო

/ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი

ვისაც ფეხზე ეგ ბორკილი ედო/

 

ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი

შეებრძოლა მეფის ადათ-წესებს

/ჩამოჰპარსეს გლეხკაცს ცალი წვერი

შებორკილი ციმბირს გაამწესეს/

 

იქნებ გულში ვერ დაფარა ოხვრა

აუჯანყდა ბატონს ნამუს-მოხდილს

/და მიტომაც დაურჩინეს ოხრად

გუთნეული და ჩალური ქოხი/

 

ყაზახეთში სირ-დარიის ახლოს

შეჯაჭვული მოიყვანეს ალბათ.

/ბარდაუკვრელ ველებსა და ახოს

გლეხი კაცი გახედავდა ხარბად/

გახედავდა ყამირს, ცვარში ნაბანს

ინატრებდა გამოკვერილ სახნისს

/და ყევარ ხარს-ნიშასა და წაბლას,

წინ გარეკილ შვილიშვილის სახრით./

 

მაგრამ ვაგლახ ნატვრას ჰგავდა ზღაპარს

ყამირებზე დაღლილივით მიწვა

/შებორკილი, შეჯაჭვული პაპა

მიიბარეს ყაზახეთის მიწამ/

 

ცრემლით არვინ დაუნამა კალთა

ვეღარც გახდა წყვილი სანთლის ღირსიც.

/ვარსკვლავებმაც გაუნათეს თავთან

და სუდარად გადეფარა ნისლი./

 

სადაურსა სად წაიყვან ბედო

სიცოცხლის გზას სად არ გადუკეტავ

/საფლავშიაც ბორკილები ედო

მკვდარი სადღა წავიდოდა ნეტავ?!/

 

დასცხე ბიჭო, მაგ ტრაქტორის გრიალს

ბელტი ბელტზე მიაწვინე მარდად

/დასცხე ბიჭო, მაგ ტრაქტორის გრიალს

საქართველოს მთა და ბარიც უსმენს/

ომის წლეები
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

ომის წლეები

 

ირგვლის ჩამოწვა ღრუბელი

ცას გადაეკრა შავია

შავი ჩაიცვა ხმელეთმა

მზეს მოეკეცა ჟანგია

 

მანათობელმა ვარსკვლავმა

ცრემლი დაღვარეს მწარია

უწინ იტირეთ მებრძოლნი

ვინც ველზე დარჩა მკვდარია

 

მისითა სისხლით იღებოს

ეს მწვანე ბრძოლის ველია

/ვინც მოკვდა მტერთან ბრძოლაში

ღმერთმა აცხონოს მკვდარია/

 

ზოგისა დედა ატირდა

ზოგისა მამის ძმანია

ზოგისა შეყვარებულმა

ტანზე ჩაიცვა შავია

 

ჰიტლერს დაებას თვალები

ენა დაებას გრძელია

მეც მათგანა ვარ დაჭრილი

მათი ტყვიით მდის სისხლია

 

რომ მეძინება სიზმარში

დედასა ვხედავ კარზედა

იქით გასცქერის ბილიკებს

შვილი ხო არ მომდის გზაზედა

 

მე კი თმა გამოშვებული

ვითომ ვუდგავარ გვერდზედა

მე კი თმა გამოშვებული

ვითომ ვუდგავარ გვერდზედა

 

ჰაეროვანი სალამი

დედას მიართვით კარზედა

უთხარით ცრემლი არ ღვაროს

ნურც შავს ჩაიცვამს ტანზედა

 

ჩემი ცელი და ნამგალი

არ გაიტანოს კარზედა

მაინც აღარა ჰყავ მთიბელი

რომ ჩამოთიბოს მთაზედა

 

და ისიც ჟანგმა შეჭამოს

ეკიდოს ბოძის თავზედა

და ისიც ჟანგმა შეჭამოს

ეკიდოს ბოძის თავზედა

ბატონებზე
+ სიმღერის შესახებ

This song, which is loosely based on several verses of a poem by Ilia Ch'avch'avadze, refers to the period of feudalism in Georgia

+ ლირიკა

ბატონებზე

 

მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი

/როცა ბატონმა, ვაიმე, სახლს მომაშარა/

 

წამსვე ძროხაში მიმიკრეს თავი

/ჩემს სახლ-კარიდან, ვაიმე, გამაგდეს შორა/

 

ჯერ კი დავღონდი დაჩაგრდა გული

/ყოფნა უმშობლოდ, ვაიმე, მეძნელებოდა/

 

მივუჯდებოდი ერთ ბუჩქის ძირას

/და იქ მარტოკა, ვაიმე, დიდხანს ვტიროდი/

 

პატარა ჩემი ამხანაგები

/ჩემს გულჩვილობას, ვაიმე, იქ დასცინოდნენ/

 

დავიწყებოდათ თავის დარდები

/როცა ისინიც, ვაიმე, ჩემებრ ტიროდნენ/

 

პატარა გულმა გამოიდარა

/თან გადიტანა, ვაიმე, ნაღველი ჩემი/

მივალ მივყვები თეთრი გზებით
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

მივალ მივყვები თეთრი გზები

 

მივალ მივყვები თეთრი გზები

მე ჩემს ფარასა

ბატკან ხელში მყავს

და უმღერი იავნანასა, იავნანანანანანასა

 

მე საქართველოს სიყვარულის

წყარო მწყურია

ჩემი საუნჯე ნაბადი და სალამურია

ჩემი სალამურია

 

Here is a fuller version of this song, with more verses:

 

მივალ მივყვები თეთრი გზებით

 

მივალ მივყვები თეთრი გზებით

მე ჩემს ფარასა

ბატკან ხელში მყავს

და უმღერი იავნანასა,

იავნანინანასა

 

მე საქართველოს სილამაზეს

წყარო მწყურია

ჩემი საუნჯე ნაბადი და სალამურია

ჩემი სალამურია

 

სალამური ლერცმისა

სიყვარული სევდისა

ვმღერი მხოლოდ შენთვისა

ქალავ ქალავ მზექალავ

შენი სახე თან მდევს ყველგანა

 

ჩემი სახლ-კარი

მობიბინემ მთა და დელოა

ჩემი საუნჯე ფრთახატულა

საქართველოა

ჩემი საქართველოა

 

სალამური ლერცმისა

სიყვარული სევდისა

ვმღერი მხოლოდ შენთვისა

ქალავ ქალავ მზექალავ

შენი სახე თან მდევს ყველგანა

რა უდაბური ჭალაა
+ სიმღერის შესახებ

This song is loosely based on Vazha-Pshavela's1 poem ''Eteri.'' 

 

1Luka Razikashvili (1861-1916) was one of Georgia’s most famous poets and writers. He wrote under the pen name Vazha-Pshavela, which literally means the “son from Pshavi.” He was born and raised in the village of Chargali where a museum for him, opened in 1961, exists today.

 

+ ლირიკა

რა უდაბური ჭალაა

 

რა უდაბური ჭალაა

როგორ დიდრონი მთებია

/არსაით სოფელი მოსჩანს

არსად სავალი გზებია/

 

ან კლდეზე გადავვარდები

ჯოგი დამყვება მგლებისა

/ან ტყვია შემათამაშებს

გამოსროლილი მტრებისა/

 

ან ჭალა სადმე გამრიყავს

ზვავი ჩამოსულ მთებისა

/დამეხვევიან სვავები

ჩრდილი დამფარავს მთებისა/

ხადას ალილო
+ სიმღერის შესახებ

ალილო ხადადან.

 

This is a Christmas carol from Khada Gorge where Liza grew up. She remembers traveling from door to door with her peers as a child, singing this song in return for little presents like fruits and nuts.

 

To hear another Alilo, visit the page of Laurent' Jamarauli.

+ ლირიკა

ხადას ალილო 

 

ოცდახუცა ამ თვეშია ქრისტე დაბადებულაო

შეგეწიოთ ქრისტეს მადლი თეთრად გათენებულაო

ალათასა ბალათასა ჩამოვკიდებთ კალათასა

თითო კვერცხი ჩვენც მოგვეცით

ღმერთი მოგცემთ ბარაქასა

მწყემსი ვარ
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

მწყემსი ვარ

 

მწყემსი ვარ ფარას მივრეკავ

ცაზე ცისკარი ანთია

წინ ვეგებები ჩონგურით

სამშობლოს ყოველ განთიადს

 

თუმცა უბრალო მწყემსი ვარ

ერთხელ არ დამოკვნესია

რადგან პარტია მშვიდობის

და გამარჯვების მწყემსია

გაიზაფხულებს კორდები
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

გაიზაფხულებს კორდები

 

გაიზაფხულებს კორდები

კაბებს იებით მორთავენ

ნუ იტყვი სთქვა არ მყვარებია

აკი გვიყვარდა ორთავეს

 

ერთურთს ბილიკზე შევხვდით და

დღესაც დავეძებთ ერთმანეთს

ნეტავი ბედი რად გვცდიდა

ან ამ მოლოდინს რა დალევს

 

წახველ და გადაეფარე

ვით ნისლი გორის ფხაზედა

რა მადლს იზამდი ნანატრო
შემეყრებოდე გზაზედა

 

გადაიარეს ქარებმა

ჭორაობით და ხვივილით

წახვედი და დამიტოვე

მოურჩენელი ტკივილი

 

[დღესაც იწვიმა გუშინაც

გული დარდებმა დანისლა

ედემის ბაღში შევედი

სავსე გამოველ დარდითა]

გიყურებ და ვეღარა გცნობ
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

გიყურებ და ვეღარა გცნობ

 

გიყურებ და ვეღარა გცნობ

ნუთუ შენა ხარ

გუშინ შავგვრემანი იყავ

დღეს კი ქერა ხარ

/უი უი ეგ თვალები

ვაიმე ეგ წამწამები

ჩემი მგონია/

 

ათასნაირ ფეხსაცმელით

ფეხებს აწვალებ

გიხდება თუ არ გიხდება

მაინც ატარებ

/უი უი ეგ თვალები

ვაიმე ეგ წამწამები

ჩემი მგონია/

 

გიყურებ და ვეღარა გცნობ

ნუთუ შენა ხარ

გუშინ შავგვრემანი იყავ

დღეს კი ქერა ხარ

/უი უი ეგ თვალები

ვაიმე ეგ წამწამები

ჩემი მგონია/

ქალაუ, რამდენი კილო ხარ
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

ქალაუ, რამდენი კილო ხარ

 

ქალაუ, დაკრიფე ქლიავი

/ფრთხილად იყავი, არ ჩამოარდე

უბერავს ნიავი/

 

ქალაუ, და რამდენი კილო ხარ?

ქალაუ, და რამდენი კილო ხარ?

შვიდი კილო და შვიდასი გრამი

მეტი არ გამოხვალ

ჯიბეში ჩაგისვამ ისე გატარებ

რა მძიმე შენა ხარ

დარიალზე
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

დარიალზე 

 

ტიალო დარიალაო

კლდეები ხარ, ცარიალაო

ჯიხვების სალაღობელო

არწივთა საბუდარაო

 

ტიალო დარიალაო

კლდეები ხარ, ცარიალაო

 

გამშვენებს თამარის ციხე

ნაგები დიდი ხნისაო

ძირს თერგი აქაფებული

მყინვარწვერს შუქი მზისაო

 

ტიალო დარიალაო

კლდეები ხარ, ცარიალაო

ჯიხვების სალაღობელო

არწივთა საბუდარაო

წამოდი წაგიყვან
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

წამოდი წაგიყვან

 

სად მიხვალ პატარა, სად გეჩქარება

მიგელის ლამაზო ცისფერ თვალება

სევდიის ამარა რატომ დამტოვე

პატარა ჩემო პატარა

 

წამოდი წაგიყვან მიუვალ მთებში

დაგიკრეფ ყვავილებს ჩაგაცნავ თმებში

სევდიის ამარა რატომ დამტოვე

პატარა ჩემო პატარა

თამრო და გაბრო
+ სიმღერის შესახებ

This song is loosely based on an excerpt from a five-act historical play by Ak'ak'i Ts'ereteli (1840-1915), a prominent Georgian poet, called ''Little K'akhi'' (''პატარა კახი.'')

+ ლირიკა

თამრო და გაბრო

 

უფროსებისგან გამიგონია

კაცები ქალებს აბრიყვებენა

/და სიყვარულს რომ გამოსტყუვნიან, ვაიმე,

გულგრილად ხელსაც აიღებენო/

 

ეგ მართალია მოხდება ხოლმე

მაგრამ მე სხვა ვარ ნუ ჩამრევ მათში

/მაშინ შემირცხვეს გვარში ჩემი ლამაზო

ჩემი ბიჭობა და წვერ ულვაში/

 

შენ გენაცვალოს გარს ჩემი თავი

უშენოდ ქვეყნად განა კი გავძლებ

/ასი სიცოცხლე რომ მქონდეს ერთად ვაიმე

შენ შემოგწირავ შენ დაგანაცვლებ/

 

ოხ სიყვარულო! სიტკბოების ზღვა

გაუზომელო სივრცის უძირო

//თვით უკვდავების კამკამა წყარო

ჩემთვის ცისა და ქვეყნის კავშირო//

 

შენ გენაცვალოს გარს ჩემი თავი

უშენოდ ქვეყნად განა კი გავძლებ

ასი სიცოცხლე რომ მქონდეს ერთად ვაიმე

შენ შემოგწირავ შენ დაგანაცვლებ

მაღალ მწვერვალზე ვიდექ
+ სიმღერის შესახებ

This song's lyrics are an excerpt from a poem by Vazha-Pshavela.1

 

1Luka Razikashvili (1861-1916) was one of Georgia’s most famous poets and writers. He wrote under the pen name Vazha-Pshavela, which literally means ''son from Pshavi.'' He was born and raised in the village of Chargali where a museum for him, opened in 1961, exists today.

+ ლირიკა

მაღალ მწვერვალზე ვიდექი

 

მაღალ მწვერვალზე ვიდექი

თვალწინ მეფინა ქვეყანა

მზე მთვარე გულზე მესვენა

ლაპარაკობდი ღმერთთანა

გაღმა გავრეკე ბატები, შაირი
+ სიმღერის შესახებ

შაირი.

+ ლირიკა

გაღმა გავრეკე ბატებიშაირი

 

გაღმა გავრეკე ბატები

გამოღმა დავიარები

ღმერთო გასწყვიტე ქალები

უცოლო დავიარები

 

დარირა, დარირარირა დარირა

დარირარირა დარირა

დარირარირა დარირა

 

მაგიჟებს შენი თვალები

და მაკარგვინებს ჭკუასა

მე ხომ ვიცი რომ გიყვარვარ

რად მეუბნები უარსა

 

დარირა, დარირარირა დარირა…

 

ნეტავი ქალავ შენი ხმა

მძინარეს გამაგონაო

შენთან დამიგო ლოგინი

შენ მკლავზე გამაგორაო

 

დარირა, დარირარირა დარირა…

 

ნეტავი რადმე მაქცია

ბულბულად გადამაქცია

ბულბულის ენა მასწავლა

შენს ეზოს შემომაჩვია

 

დარირა, დარირარირა დარირა…

 

სიყვარული ძნელიაო

ძნელი მოსათმენიაო

ვინც სიყვარული არ იცის

მისთვის არაფერიაო

 

დარირა, დარირარირა დარირა…

 

შავ ბიჭო შავი ნაბადი

ღილკინო უკან გზიდავსო

არც არა ბიჭი შენა ხარ

არც არა გული მზიდავსო

ბახტრიონი - კვირია
+ სიმღერის შესახებ

This song is loosely taken from part of Vazha-Pshavela’s1 ''Bakht’rioni'' – a piece he wrote in 1892.   In the text, a conversation takes place between the traveler K’viria and an old woman named Sanata. K'viria is speaking in this excerpt.

 

1Luka Razikashvili (1861-1916) was one of Georgia’s most famous poets and writers. He wrote under the pen name Vazha-Pshavela, which literally means the “son from Pshavi.” He was born and raised in the village of Chargali where a museum for him, opened in 1961, exists today.

+ ლირიკა

ბახტრიონი - კვირია

 

სად სიცივეში ვგდებულვარ

ორ კვირაობით მშიერი

არც ვარ ისეთი დროული

უცხოს ვგონივარ ხნიერი

 

დედაო დედა მტერთასა

მეც ბევრი ვნახე ჭირია

ოც წელსა სხვათა შვილობა

სამშობლო გამიწირია

 

ოც წელს მიწა მაქვს ლეიბად

ცა მაფარია საბნადა

/ავდარში შავი ნისლები

მომეხვევიან ნაბდადა/

 

და ფშავის, ხევის სტუმარსა

ღამით ვხადავდით მთვარესა

საბაროდ გადმომავალსა

ამბავს ვკითხავდი წეროსა

/რა წერილობას გაგვიწევს

თოვლზე ამბავი ვსწეროთა/

​ბახტრიონი - სანათა
+ სიმღერის შესახებ

This song is based on an excerpt from Vazha-Pshavela’s1 ''Bakht’rioni'' in which an old woman named Sanata speaks to a traveler named K’viria. In this excerpt, Sanata is speaking.  You can read the whole poem in Georgian here.

 

1Luka Razikashvili (1861-1916) was one of Georgia’s most famous poets and writers. He wrote under the pen name Vazha-Pshavela, which literally means the “son from Pshavi.” He was born and raised in the village of Chargali where a museum for him, opened in 1961, exists today.

 

+ ლირიკა

ბახტრიონი - სანათა

 

სადაური ხარ დედილავ

ან სადაური ქალია

სანათაი ვარ მე შვილო

აფხუშაური ქალია

 

აქა ვარ გამოთხოვილი

ბერიძე მყავდა ქმარი

შვიდი გავზარდე ვაჟკაცი

თითო ლომს დასადარია

 

შვიდივ გამიწყდა ერთ დღესა

მამაც იმათთან მკვდარია

/ხოშარის გორზე დავმარხე

თავზე დასტირის ქარია/

მთიული ოსეთის ომი
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

მთიული  ოსეთის ომი

 

ოსეც იყრება ლაშქარი

სალი მიუძღნის წინაო

გადვიდეთ მთიულეთშია

ნაღვარევს დავდგათ ბინაო

 

პირველად ხადა გავტეხოთ

რომ არვინ დაგვრჩეს შინაო

/ვარჩიოთ ქალი და რძალი

სალის მივართვათ წინაო/

 

ეს რომ მთიულეთს გაიგეს

წელზე შაიბეს რკინაო

შვიდიათასი კაცისგან მთიულებმა

შვიდნი გაგზავნეს შინაო

საქორწილოს შაირი
+ სიმღერის შესახებ

შაირი.

+ ლირიკა

საქორწილოს შაირი

 

ერთხელის ვიყავ ქორწილში

ძალიან დავითვერი

ქალასთან ყოფნა მომწადდა

ავდექ და წამოველი

 

კარდაკეტილში დამიხვდა

ერდოზე გადავძვერი

წამომიფრინდა ბებერი

მაყარა ცხლი დღენი

 

/შე დასაწველო საიდან

აქ საით გადმოზძვერი

მირტყა და მირტყა ჯოხები

ამათრეინა წელი/

ცხვარი შავშალე მინდორზე, შაირი
+ სიმღერის შესახებ

მწყემსური.

+ ლირიკა

მთის სატრფიალო

 

ცხვარი შავშალე მინდორზე

სადაც რომ უცხო მხარეა

მე თვითონ ქედზე წამოვწექ

კეკლუცად მოქრის ქარია

 

ნაბადში შემომეფარა

ვიღაც უცნობი ქალია

შემოვეხვიე ვაკოცე

მოსკოვის ღილი გავხსენო

 

გაჯავრდა შემომიტია

რას შვრები ძაღლის ნაშენო

დედა ხო გამიჯავრდება

ამ ღამე როგორ დავკერ

ამ ღამით ჩემთან ალერსი
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

 

To hear other versions of this song, visit the pages of Didebai Ensemble and Mandili Ensemble.

+ ლირიკა

ამ ღამით შენთან არა ვარ

 

ამ ღამით შენთან არა ვარ

ჩემ თვალწინ მხოლოდ ქედია

ვეღარც კარავში შევსულვარ

ვეღარც წინ გადმიხედია

 

მწყრალად შემართულ წარბივით

ქედის წინ გადამეღობა

მე კი აქედან შენამდე

ერთი გაფრენაც მეყოფა

 

ქედზე მგელივით გადმოვალ

ხევებ ჩავყვები მდინარის

რომ ფსკერის მთაზე შეგასწრო

დაგძინებია მღიმარეს

 

რომ შენი სითბო ვისუნთქო

და მერე თუნდაც განგებით

კვლავ მე და ჩემი ნაბადი

მთებს იქით გადვიკარგებით

მიყვები ქუჩებს და არ ვიცი რა მინდა
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

მივყვები ქუჩებს და არ ვიცი რა მინდა

 

მივყვები ქუჩებს და არ ვიცი რა მინდა

წვიმს თუ ქარია მე მაინც არ მცივა

ფიფქები მაცვივა ფიფქები მაცვივა

შენს სახელს ვფიცავარ არ მცივა არ მცივა

 

გახსოვს ყვავილებში ჩვენ ორნი ვიყავით

გახსოვს ჩურჩულით რომ მიყვარხარ მითხარი

ფიფქები მაცვივა ფიფქები მაცვივა

შენს სახელს ვფიცავარ არ მცივა არ მცივა

კლდეები უხსოვარ დროისა
+ სიმღერის შესახებ

There is no English translation available for this song. If you are able to provide one, please include it in an email to aurelia@tsutisopeli and we will update the page.

+ ლირიკა

კლდეები უხსოვარ დროისა

 

კლდეები უხსოვარ დროისა

ლილისფერ ლილოებს ისხამენ

მზე დასავლეთისკენ იჩქარის

მხედარი ალვანისა მხრისაკენ

 

გაჰყვები კლდის თავზე ბილიკებს

შეგხვდება ისეთი ადილი

ჭიქასაც ვერ დაიდგამ ადგილზე

თუ დადგამ ყირაზე გადივლი

ჭიქასაც ვერ დაიდგამ უშიშრად

თუ დასდგამ ყირაზე გადივლი

 

შენი გულისთვის ქალაუ

დავლახე მთათა კიბენი

თუ გაჭირდება არწივთა

ფეხდაფეხ გავეკიდებ

მოგესალმებით ქედებო
+ სიმღერის შესახებ

This song is loosely taken from part of Vazha-Pshavela’s1 ''Bakht’rioni'' – a piece he wrote in 1892. 

 

1Luka Razikashvili (1861-1916) was one of Georgia’s most famous poets and writers. He wrote under the pen name Vazha-Pshavela, which literally means the ''son from Pshavi.'' He was born and raised in the village of Chargali where a museum for him, opened in 1961, exists today.

+ ლირიკა

მოგესალმებით ქედებო

 

მოგესალმებით ქედებო

მომაქვს სალამი გზიანი

ჩემსამც საფლავასამც ამკობდენ

თქვენი დეკა და ღვიანი

 

ჩამოხეთქილა ლეკის მთა

ყველგან ჩამოდის წყალია

იქ არის ჩვენი ბინები

სადაც თუშების ცხვარია

 

შენ ალაზანო სად მიხვალ

შენს ჭკვაზე აღარ გატარებ

პანკისის თავში ჩაგკეტავ

მატანზე გადმოგატარებ

ფერმა საკოხეს
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

ფერმა საკოხეს

 

ქალებმა დამიპატიჟეს

საკენკი დამიყარესა

/წინ-წინ კი კარგა მომექცნენ

ბოლოს კი გამიმწარესა/

 

საკოხეს ხდება ამბავი

საუცხოოდა სთვლიანო

დიდ ველს ჰყოლია მაშინა

სახელად ბრიჭკა ჰქვიანო

 

შიგ ორი ქალი ეტევა

კოხტადც ეწყობიანო

სახლისკენ ჩამოემართნენ

გზას სამოკლეოდ სჭრიანო

 

გზა უქციე შოფერო

ჩხამებზე გადადიანო

/შოფრად ეგ უნდა გავუშვათ

გოგლას რომ ეძახიანო/

პატივიმარზე
+ სიმღერის შესახებ

There is no English translation available for this song. If you are able to provide one, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.

 

+ ლირიკა

პატიმარზე

 

პატიმარი ვარ ყველამ გაიგოს

ქუჩებში მიდის დემონსტრაცია

/ზოგი შარვალში ზოგიც კოსტუმში

მე კი პატიმრის ფორმა მაცვია/

 

ათი ზამთარი ათი ზაფხული

სიტყვით ადვილი დასათვლელია

/და ათი წლისა განმავლობაში

რამდენი კიდევ დასათვლელია/

ბადრია, ამირან, უსუფი
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

ბადრი, ამირან, უსუპი

 

ბადრი, ამირან, უსუპი

ობლები დავიყარენით

დევების დაშინებულნი

ჩაბალხეთს ჩავიყარენით

 

ა იქ მოვედით ამირან

გუშინ რომ ქარი ხვიოდა

დევებსა ჰქონდათ ღრეობა

სიმღერა ამოდიოდა

 

შეგვიპატიჟეს შევედით

ღვინო თავს გადაგვდიოდა

დედობილების ნამცხვარი

ქადა კეცებში შხიოდა