რუსუდან აფციაური
ცხვედიეთი

რუსუდანი არის გუდამაყარის ხევისბერის ქალიშვილი. მოგვიანებით ის გათხოვდა სოფელ ცხვედიეთში, მთის მიღმა, რომელიც მისი დაბადების ადგილიდან პატარა მანძილით იყო დაშორებული. დღეს ის თბილისში ცხოვრობს შვილებთან ერთად. მაგრამ ყოველ ზაფხულს ის ბრუნდება რომ გაატაროს ერთი სეზონი თავის მშობლურ სახლში ცხვედიეთში. ის უკრავს ფანდურზე და მღერის მამამისის შეთხზულ სიმღერებს. 

ხევსურული
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

ხევსურული  

 

ბარისახოში ღვთისოი

არაყს დაასხავს მწარესა

გაირთავს სწორ ამხანაგებს

სიმღერას ჩაუტარებსა

 

/ცხენს შეჯდა ბინდობისასა

გამოუდგების ჭალებსა/

 

თოვლი თოვს ქარი გუგუნებს

ვაჟკაცს უბნელებს თვალებსა

მაგრამ ის ცხენიც ტიალი

თოლს ვეღარ ჰკიდებს ნალებსა

 

ცხენ დასხლტა მხედარ თან ჩაჰყვა

ხელჩქამი ჩაიტანესა

შამოისვენებს მხარ გვერდზე

ტკივილებ გრძნობდა მწარესა

 

ცხენი ტირს ისე ატირდა და

ის ცხენი ცრემლებს ჩამოჰყრის მწარესა

ჭიუხვთ დაიწყეს ტირილი

ცრემლით პირ დაიბანესა

 

მიათე დღეზედ ვაჟკაცო და

სახლში ძლივს მიგიტანესა

დაემდურება და ბაბალე

დარდს კი დაინანებსა

 

დაემდურება ბაბალე

დარდს კი დაინანებსა

ვინღა მოგვიხნავს მამულსა და

ობლებს ვინ მოზდის მწარესა