მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

თინა ხიბლაშვილი
ბიჩნიგაური

იშვიათია იპოვნო მთაში თინასავით ქალი, რომელიც უკრავს ბალალაიკაზე. სამი გოგოდან თინა მეორე შვილია რომელიც დაიბადა მატურაში, ფშავის ყველაზე შორეული სოფელში. თინა ბავშვობიდანვე ოჯახში მღეროდა, განსაკუთრებით მის უმცროს დასთან თიასთან ერთად. მამამისი პავლე დურგალი იყო, კარგი ინსტრუმენტის გაკეთების ხელობით განთქმული იყო მთელ ფშავში.

 

დღეს თინა სოფელ ბიჩნიგაურში ცხოვრობს თავის დეიდასთან და ბიძასთან ერთად. მას ჰყავს ერთი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი. 

დადექ და ქარო მიამბე
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

დადექ და ქარო მიამბე

 

დადექ და ქარო მიამბე

ამბავი ფშავის ხევისა

როგორ არიან მთა-კლდენი

დაყრუებულნი ქარისა

 

ხან წყალ მჭირდება დიანო

ხან ყვავილნ კიდევ ყვავისა

ან წვერნი მაღლის მთისანი

დაბლა სიტურფე ბარისა

 

/იქ არი ქალი ლამაზი

ან ის როგორა მყავისა/

დაკარგულ სილამაზეს გაუმარჯოს
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

დაკარგულ სილამაზეს გაუმარჯოს

 

დაკარგულ სილამაზეს გაუმარჯოს

დაკარგულ სევდასა და ცრემლს

ყველაზე საცოდავხეს გაუმარჯოს

ყველაზე მოწყენილ დღეს

 

თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს

უღრუბლო ბილიკსა და გზას

ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს

ყველა გზა აბნეულ მგზავრს

 

ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს

ჯერ არ ნათქვამსა და თქმულს

ყველა მწუხარებას გაუმარჯოს

ყველაზე დაჩაგრულ გულს

 

ქარის წამოქროლვას გაუმარჯოს

ფოთოლს გადაგდებულს ერთს

ქვეყნად სიყვარულის გაჩენისთვის

მადლი მოვახსენოთ ღმერთს

საით მიდიხართო ფშავლებო
+ სიმღერის შესახებ

This is a song that Tina remembers people singing at their place of prayer in Pshavi, her mountain homeland.

+ ლირიკა

საით მიდიხართო ფშავლებო

 

საით მიდიხართო ფშავლებო

ცხენხეთქითაო რიალითაო

ლაშარისიო ჯვარის დროშისა

სამადაო შრიალითაო

ვაჟკაცური დამიდია ღმერთთან ფიცი
+ სიმღერის შესახებ

This song is based on a love poem written in 1948 by Otar Ch’iladze (1933-2009), a famous Georgian writer of poetry and prose who is buried at the Mtats’minda Pantheon in Tbilisi.

+ ლირიკა

ვაჟკაცური დამიდია ღმერთთან ფიცი

 

ვაჟკაცური დამიდია ღმერთთან ფიცი:

ყოველ წუთას გორდას უნდა ვლესავდე…

მეტოქესთან მეტოქური ბრძოლა ვიცი,

ნუ მიმტყუვნებ, გოგოვ, შენი კვნესა მე.

 

შენს ძებნაში გზა-კვალი რად ამერია,

წვიმამ რისთვის გადარეცხა ფიქალი,

ვარსკვლავებში შენი თვალი რომელია -

ვეჩურჩულო ნანატრი-ნაფიქრალი.

 

ატმის ყვავილს გააბაცებს შენი ტუჩი,

შენ სუნთქვაში ია უწყლოდ იხარებს…

მე თუ დამჭრა, სიყვარულმა დამჭრა გულში,

ჩაჩოქილიც შენსკენ გადმოვიხარე.

 

ცხენს სიმღერით მივაქროლებ გაშლილ გზაზე

მივესალმე ტყებს თავი დამიქნიეს

ალავერდში ერთხელ მოვალ დღეობაზე

ალავერდი შენთანა ვარ დამილიე

 

შენს ნავალზე მე ვარდები უნდა ვკრიფო

შავ თვალ-წარბავ გზა-კვალი რად ამირიე

ალავერდში ყანწით მოვალ დღეობაზე

ალავერდი შენთანა ვარ დამილიე

ეგრე ვგრძნობ, ეგრე მიფიქრავ
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

ეგრე ვგრძნობ, ეგრე მიფიქრავ

 

ეგრე ვგრძნობ, ეგრე მიფიქრავ

ავსიზმარ ამიხდებისა

ან ტყვია შამათამაშებს

გამოსროლილი მტრებისა

 

ანაც გამრიყავს ჭალაზე

ზვავი დაღისტნის მთებისა

შენს ნაცვლად ცრემლებს დამაყრის

ცელქი ჩანჩქერი მთებისა

 

რა დედა ამიტირდება

რა მამა დაღონდებისა

შენ მაინც დამიტიროდი

ჩემებერ ტანჯულო ბედისა

 

ჩემს გულში ჩემო მნათობო

მჩაგვრელო ვარსკვლავებისა

ჩემსასა გეძახი არ ვიცი

იქნება გახდე სხვებისა

წახვედი მენაც მივდივარ

დრო არი გამგზავრებისა