მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

მერი შუშიაშვილი
ბაზალეთი

''მე მიყვარს სოფლის ცხოვრება'' ამბობს მერი, ''...და ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ, დღეს თითქმის ყველამ დატოვა სოფელი. სამივე გვერდითა მეზობლის სახლი არის დაკეტილი.''

მერი 1935 წელს ბაზალეთში დაიბადა იმავე სახლში, სადაც ის დღესაც ცხოვრობს. მას ჰყავს სამი და, სამი ძმა და 11 დისშვილი და ძმისშვილი, რომელთაც თავის მხრივ კიდე 12 შვილი ჰყავთ. ის იხსენებს თუ როგორ მღეროდა ადგილობრივ მუსიკალურ ანსამბლში ბავშვობაში და სიყვარულით იხსენებს ილია ზაქარიაძეს, რომელიც ახლომდებარე დუშეთში ცხოვრობდა და ასწავლა მათ სიმღერები და დაატარებდა ხოლმე მათ სასიმღერო შეჯიბრებებში. ''მე მიყვარს თუშური სიმღერები გარმონზე.'' ამბობს ის, ''მაგრამ ზაქარიაძის სიმღერები არის ჩემი ფავორიტი!''  

საქართველოზე
+ სიმღერის შესახებ

სიმღერა სამშობლოზე.

 

A patriotic ballad about Georgia, loosely based on a poem by Medea K'akhidze called ''My Earth's Toast'' (''ჩემი მიწის სადღეგრძელო.'')

+ ლირიკა

საქართველოზე

 

ვძებნე ვძებნე ვერ მოვძებნე

ოცნებაში დახატული მოყმე

მინდა ვიყო თავანკარა გაზაფხული

ჩემი მიწის სადღეგრძელოს მოვყვე

 

მუმლი მუხას ეხვეოდა

ყორანივით დაგვრჩხაოდა მტერი

ლეწეს ლეწეს მაგრამ მაინც ვერ დალეწეს

საქართველოს მიუვალი ბჭენი

 

ლეწეს ლეწეს ვერ დალეწეს

განა მართლა თავზე ჩამოგვექცა

ვარსკვლავების ჩიხტიკოპით მოქარგული საქართველოს მადლიანი ზეცა

 

ვძებნე ვძებნე ვერ მოვძებნე

ოცნებაში დახატული მოყმე

მინდა ვიყო თავანკარა გაზაფხული

ჩემი მიწის სადღეგრძელოს მოვყვე