მალხაზ პატარაშვილი
ბულაჩაური

1963 წელს დაბადებული მალხაზი ოჯახთან ერთად ცხოვრობს სოფელ ბულაჩაურში. 

 

მალხაზი ლუკმა-პურს შოულობს მშენებლობით მთელს საქართველოში. ასევე ის ფრიად ნიჭიერი მხატვარიცაა. ის ხატავს ეკლესიის ფრესკებს, როგორიცა სოფელ ქერანაში მოხატული საუცარი ფრესკები.

 

მისი გარდაცვლილი მამის მიერ გაკეთებულ ფანდურში, რომელზეც ის უკრავს, მარიამ ხვთისმშობლის სურათია აქვს ჩასმული.

 

''სიმღერის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია!'' - ამბობს მალხაზი.

ხოხბის ყელივით ლამაზი
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

 

This love song was made famous by the singing of Hamlet Gonashvili

+ ლირიკა

ხოხბის ყელივით ლამაზი 

 

ხოხბის ყელივით ლამაზი

ქალი გადმოდგა მთაზედა

ჩემსკენ იცქერის მაცდურად

ბინდი ამადგა თვალზედა

 

ნეტავი თუ გყავს ქმარია

როგორ გაგიშვებს წყალზედა

ჩემი რომ იყო ლამაზო

არ მოგიცილებ თვალზედა

 

შენს თავს არავის დავუთმობ

შვლის ნუკრის თვალებიანო

ქალავ შენს ახლოს ვერ მოხვალ

გული არ შაგიფრთხიალო

 

მარტო შეგხედავ მძინარსა

ტკბილად რომ შაგეხმიანო

იქნებ ჩურჩულით შაგკითხო

რა გესიზმრები ფრთიანო.

 

ხოხბის ყელივით ლამაზი

ქალი გადმოდგა მთაზედა

საცეკვაო მოტივი
+ სიმღერის შესახებ

საცეკვაო მოტივი ფანდურზე.

+ ლირიკა

საცეკვაო მოტივი

 

ეს გოგო კარგად თამაშობს

ფეხის წვერებზე დგებაო

ამას რომ ფეხი ეტკონოს

ნეტა ვის დაბრალდებაო

მიხა ხელაშვილზე
+ სიმღერის შესახებ

სიმღერა მიხა ხელაშვილზე.

 

 

+ ლირიკა

მიხა ხელაშვილზე

 

ბურუსი შემოგეხვევა

მთაწმინდავ ოხერ-ტიალო

სათავემც აგიმურღვდება

წაწადავ კალმახიანო

 

ხელშეკრულს შემოგავლევენ

მისლიაშვილო ხმლიანო

ჩამოგიყვანენ დუშეთში

დაგკითხვენ გამოგცდიანო

 

თოფ-იარაღსაც აგყრიან

ნაგანსაც შემოგხსნიანო

თოფის ტყვით დაგასრულებენ

ფერსაც ვერ შეგიცვლიანო

 

ამოიკვნესე წამოსწევ

მანძილ ახარო რქიანო

შენ მამკლავს მაინც მე მოვკლავ

თუ ხელაშვილი მქვიანო

 

საგარეჯოზედ ნისლები

მაჰყვება მაბნელებსა

მოჰყვება ხელაიშვილი

ცივის გომბორის ცერებსა

ყარაიაის ველებსა

ცივ ნისლებ დააბნებსა

 

ნეტავი იყო არაგვი

ფშავიდან მომდინარიო

კარგად გკითხავდი ამბავსა

ფშავლები როგორ არიო

ჭალები გუდარახისა

გამოღმაც ჩარგლის კარიო

 

დავემშვიდობე ფშავის ხევს

ხინკლებს საქადის კვერებსა

ქალის დაგებულ ლოგინსა

ბალიშს რომ შეაცერებსა

 

გვერდით დაიწვენს ლამაზსა

ძვალ რბილით გააცხელებსა

აღარ დაწვება სხვასთანა

შეჰფიცებს დააჯერებსა

თამარ მეფეზე
+ სიმღერის შესახებ

ბალადა თამარ მეფეზე.

 

 

+ ლირიკა

თამარ მეფეზე

 

პაპას ძველის-ძველ ამბების

მოყოლა ისე უყვარდა

რომ ბევრჯერ გასთენებია

ღამე საყვარელ ბუხართან

 

შვილებო ჰქუხდა ქართველთა

სამეფო სახელგანთქმული

და მტრები როგორც მწირები

მიწაზე ჰყავდა გართხმული

 

იმ დროს ინება რუსთველი

მზემ ცაზედ ამობრწყინება

რამდენიც უნდა გიამბოთ

თამარზე არ მომწყინდება

 

ინდოეთამდე აღწევდა

თამარ მზე-ქალას დიდება

ტახტზე ოცი წლის ავიდა

და სიბერემდე იმეფა

 

როცა სიბერე ეწია

როცა ძალა-ღონე წაერთო

სპასალარს სთხოვა ჩურჩულით 

ორ მოყმეს დამიძახეთო

 

მომიყვანეთო მოყმენი

ჩემი ერთგულნი მარადო

მაქვს საიდუმლო სათქმელი

და მინდა იმათ გავანდო

 

     დაფიქრებული დასტოვე

     სასახლეთ მხედართ მთავარი

     მას ვერ გაეგო ორ მოყმეს

     რისთვის უხმობდა თამარი

 

და აი კიდეც გაიღო

დამწუხრებული დარბაზი

მომაკვდავის წინ წარმოდგა

ორი ლომგული ლამაზი

 

     ნელ-ნელა მოირხეოდნენ

     შევარდენივით სწრაფები

     შვენოდათ შავი ულვაში

     შავი თმა შავი წარბები

 

თამარმა თავი ასწია

ორ მოყმეს მწუხრით შეხედა

კეთილი იყოს ეს ჩვენი

უკანასკნელი შეხვედრა

 

     დამმარხეთ არვინ იცოდეს

     სად არის ჩემი საფლავი

     დაე ვერავინ გაიგოს

     სად იმარხება თამარი

 

არ გინდათ ქვაზედ ჩუქურთმა

დამმარხეთ არვინ იცოდეს

თორემ მომხდური თათარი

მე მკვდარსაც არ შემიცოდებს

 

ცხრა კუბო გამოასვენეს

ცხრა მხარეს მიყავს ცხედარი

მაინც ვერავინ გაიგო

რომელში იყო ცხედარი

 

იმ ორმა მოყმემ მალულად

მთაში გათხარა საფლავი

მათ უპატრონეს ღირსეულს

ამოუშენეს ქვით კარი

 

დამარხეს შემდეგ მოყმენი

თურმე დაეშვნენ თავქვეზე

წყაროსთან შედგნენ და ცივი

წყარო ისხურეს სახეზე

 

მიწა ნათხარი ხანჯლები

შიშველა ქვებზე ალესეს

აესე შემდეგ გაცვალეს

ერთმანეთს გადაეხვივნენ

ჯერ გადაკოცნეს და შემდეგ

სამშობლოს მიწას ემთხვივნენ

 

ემთხვივნენ შემდეგ წამოდგნენ

გალობებული ვაჟები

ამბობენ თურმე ერთმანეთს

გულებში ჩასცეს ხანჯლები

 

იმ მოჩუხჩუხე წყაროსთან

სისხლი დაღვარეს ალალი

ქვეყნად რომ ვერვის გაეგო

სად იმარხება თამარი

ტიალო წუთისოფელო
+ სიმღერის შესახებ

There is no English translation available for this song. If you are able to provide one, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.

+ ლირიკა

ტიალო წუთისოფელო

 

ტიალო წუთი სოფელო

ზარავანდივით მწარეო

საით წაიყვან ვაჟკაცსა

საით სადამდენა ვლეო

 

ობლობით გამოვიზარდე

ვერც არა გავიხარეო

ახლად გაშლილი ჩემ გული

უდროოდ დაამჭკნარეო

 

ჩემ ავადობას გაიგებ

ჩემს კარზედ მოდი მალეო

ტანჯვით სულამომდინარსა

ცრემლები დამაყარეო

 

ისე იწვება ჩემ გული

როგორც რო ცეცხლში ჩალაო

შენ სიყვარული ჩემ გულში

სვეტებად ჩამომდგარაო

გულის პასუხს გეტყვით, შაირი
+ სიმღერის შესახებ

შაირი.

+ ლირიკა

გულის პასუხს გეტყვით, შაირი

 

გულის პასუხს გეტყვით, მაგრამ

დამცინებენ ქალებიო

ერთი გოგო მომეწონა

იმას ვენაცვალებიო

 

შავთვალა და შავწარბება

გოგო არის ნაქებიო

რო შევხედავ დაიწვება

შამამხედავს დავდნებიო

 

გასათხოვარი გოგოა

სძულს ორგული ორპირიო

რაღა ბევრი მოგახსენოთ

დაგვილოცეთ ქორწილიო