მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

მარიამ გოგოჭური
ჭიე

მარიამ 1944 წელს დაიბადა ხევსურეთში, სოფელ ბოქში. ის გათხოვდა ჭიეში, რომელიც პატარა სოფელია სულ ოთხი სახლით მთავარი გზიდან ერთი საათის სავალ მანძილზე.

 

როცა ამ შორეულ სოფელში შვილი შეეძინა, მას მეუღლე და მამამთილი ტრაგიკულად დაეღუპა და მას მარტო მოუწია შვილის გაზრდა.

 

''ზოგჯერ'' ამბობს იგი, ''როცა ცხელა და ჩემი ძროხები მაღლა ტყეში გადიან ხოლმე, მე ჩამოვჯდები ხოლმე ხელში ყველით და პურით. ზოგჯერ მე ვფიქრობ წარსულზე. ზოგჯერ მე ვტირი და ზოგჯერ ასე ჩემთვის ვღიღინებ მარტო!''

სიყვარულის წერილზე
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

სიყვარულის წერილზე

 

/დღეს რა ღამდება, ვერ გეტყვით

ხვალ კი მოველი კვირასა/

 

/უნდა დავასწრო ლექსის თქმა

გასათენებელ დილასა/

 

/ლექსო წერილით გაგგზავნი

ხელს ეღირსები მზისასა/

 

/შენ უნდა გითხრა მცხოვრებო

გაღმა ფერდობის პირასა/

 

/დიდი ხანია ლამაზო

მჩაგრავ მაყენებ ზიანსა/

 

/გულს გამიჩინე ჭრილობა

გუნებას ხალისიანსა/

 

წამება გეყო მარიდე

ოცნებას ბურუსიანსა

/გზას ეკლებიანს მაშორე

მაღირსე ყვავილიანსა/

 

/დავგმო ტანჯული სიცოცხლე

გავუდგე ხალისიანსა/

 

/ან თუ მღალატობ ისაც თქვი

გზას მე არ ვზოგავ მტრიანსა/

 

/ძვირად დაუსომ ცილობას

ვინც გინდ დასო მახიანსა/

შენ თავს არავის დავუთმობ

ისევ დღეს დავთმობ მზიანსა

შენს სახელს არვის ვაღირსებ

ვფიცავ მთებს ყინულიანსა

 

/მხოლოდ იმათთან ნუ ჩამათვლი

ზოგ რომ ყელს უწევს თმიანსა/

 

/არ ვითხოვ დანანებასა

არ შავხვეწნიორ წრიაქსა/

 

/მე არ ვუყურებ სინაზეს

არც ჭრელი კაბის შრიალსა/

არც სილამაზეს ვუყურებ

არც ენით ლაქარდიანსა

 

/მხოლოდ ვეტრფობი ხასიათს

სიცოცხლეს სინათლიანსა/

/ვგმობ ვერიდები ისეთ მზეს

პირს ბადავს სირცხვილიანსა/

/მაშ საბოლოო ოცნებას

მივანდობ ღამის წყვდიადსა/

​ობლობაზე
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

ობლობაზე

ტექსტი: ივანე წიკლაური

 

ლექსს იტყვის თუში ომარი

ციმბირში ჩამოვჯდებია

თემ-სოფლის მაძულებული

ვინც სიკვდილს დაღვიწყებია

 

ოცი წლის გასახლებული

შორს ყინულებში ვზრებია

ვაჟკაცს ოცდახუთ წლისასა

სულ გამითეთრდა თმებია

 

კლდეში ჯიხვების მიმყოლი

ეხლა ფეხზე ძლივ ვდგებია

ძნელია აქით წასვლაი

ვაჟკაცს გინდ ებას მხრებია

 

მიშკაზე ციმბირელები

ფხიზლობენ როგორც მგლებია

არ ცხვება კვერი ობლისა

მახსოვს მეტყოდა ბებია

 

ტოლებს კი მაინც აჯობებს

ობოლს თან ჰყვება ბედია

დედ-მამა მაშინ მომკვდარა

ომარ რომ დაღბადებია

 

მემრ მშობლის ტკბილი ალერსი

აროდის არ მღისებია

 

არც მახოვს სახე იმათი

არ ვიცი რა რიგებია

 

სიცოცხლე მომეწამლების

ხან კინაღ გავგიჟდებია

 

ჩემ ხელით თავის მოკვლაი

რამდენჯერ მიფიქრებია

 

მუდამ სხვათ ხელთად შახედვა

რა ჭირად გავიზრდებია

 

ჭრელი რათ არის სოფელი

ვფიქრობ ვერ გამიგებია

 

ამ ქვეყნად მაინც ბევრია

მდიდარი ღარიბებია

 

რამდენიც წამოვიზარდე

თანთან დაბერდა მტრებია

 

რასაც ქვეყანა შვრებოდა

ყველა მე დამბრალებია

 

კიავოც დაისვენებენ

ეხლა ხომ დავშორდებია

 

დიდება შენთვის უფალო

სიავეს არა ვშრებია

 

არ ვიცი რას მემდურიან

გულდიდად ვაჟკაცებია

 

ზოგთავით თვალყურობაი

მე აროს მიკადრებია

ქალ-ვაჟი ავის ზნისაი

ახლოს არ მიკარვებია

 

დაჩაგრულების დაჩაგვრა

ერთხელ არ მომფიქრებია

მუდამ მწყენია აუგი

თუ რა ვის დაუყმედია

 

მე არვის გამოვქცევივორ

კი გაქცეულან სხვებია

ჩემ გამო ბიძაშვილებსა

სირცხვილ არავის ზდებია

ჩემად მაგივრად ჩემ მტერთა

ხელ არვის გაურევია

 

თაოდ მიმიცავ კისერი

თუ რავინ მტრები მრგებია

 

ბევრ მწარე გამიკვნეტავის

გულ კი არ გამიტეხია

 

სიკეთეს ბევრა მინახავ

მკვეხრებზედ კიდევ მეტია

 

ტიალო წუთისოფელო

გხედავ რომ შაიცვლებია

ჩვენ გვიყვარს კავკასიონი
+ სიმღერის შესახებ

A ballad about the war heroes of Khevsureti.

+ ლირიკა

ჩვენ გვიყვარს კავკასიონი

ტექსტი - ივანე წიკლაური

 

ჩვენ გვიყვარს კავკასიონი

გმირების ნამუხლარია

 

აემა მთათ გულისათვინა

წყდებოდეს მამ-პაპანია

 

ჯაჭვ ვერ უძლებდა ბექთარი

გმირთ ჰქონდა მკლავის ჯანია

 

მუდამ მტრის მოლოდინესა

წელთ შაუხსნელად ხმალია

 

სულ მზას ჯღანი და წრიაპი

ჩოხის უბეში ფარია

 

ხევსურთ არ თქვიან ვაჟებო

სიტყვა კოჭლი და მცდარია

 

ფირ ჰქონდა გაუტეხელი

ნაბჭობი ნაფიქრალია

 

ომში უწევლად დიოდეს

გმირთ გააწყვიან ჯარია

 

შინ კი არ იმალებოდეს

თქვიან გვჯობოიან კანია

ხევსურეთზე
+ სიმღერის შესახებ

A patriotic song about the highland of Khevsureti, a highland in eastern Georgia.

 

 

+ ლირიკა

ხევსურეთზე

ტექსტი: გაბრიელ ჭინჭარაული

 

ხევსურეთს მიესალმება

კალამი გამოცდილია

 

სადაც ბოინობს არწივი

მხრებს ათამაშებს გმირია

 

წყარო ჩქებს ყინულიანი

სალიკლდით გადაღვრილია

 

ცის ვარსკვლავ თავით ყვავილნი

სიტურფით გასაკვირია

 

შურთხი გაჰკივის ჭიუხთა

ოქროს თმა დავარცხნილია

 

ლხინობს ბუნების სურათი

მდის უკვდავების მილია

 

მთები დგას ჩამწკრივებული

ტანს მსხვილი მხარგაშლილია

 

როგორც სტალინის ჯარები

საუბრად თავმაყრილია

 

გაჩუმებულან სოფლები

ბევრ დრო აქვ გამოვლილია

 

ხალხ ახსოვს ტანაბჯრიანი

მითხოს ხმის მტეხი მზირია

 

სულ წუხად ხირიმთ კუხილი

სიძნელე გადაყრილია

 

ხავსმაკიდებულ ციხეთა

ლიბუ არ მტყუვნობს ძირია

 

მასწონდა ტყვიათ ქარშხალი

გულ მკერდით გამათვლილია

 

ჩარდახიანემ კედლებმა

თოფით იცოდეს ლხინია

 

შვიდნ ჭექდეს გოზა რქიანნი

ძვალს კვეთდა ხმლების პირია

 

ჯღრედა ყუდვილებს ფარებსა

გმინს უყვებოდა გმინია

 

ხელში ცვდებოდეს კირგორნი

დრო ჰქონდა გასაჭირია

 

ცხონება ხევსურთ გმირებსა

მიწა რომ აკრავ გმილია

 

ზოგ თუ წევს გულსისხლიანი

ზოგ ხელ-ფეხ გადაჭრილია

 

აღარ ჟღერს იმათ აბჯარი

ადგას ქვა მიწის ჩრდილია

 

სჯობს რომ არ ნახან მზის შუქი

ქვეყანა გარდაქმნილია

 

არც იმას ვაძლევთ პატივსა

ვინც საამაყო შვილია

 

თემ-სოფლის გამოსადეგი

სვინდისით ამოზდილია

 

მტერსთან გმირულად დამახვედრი

ლომი კმილ გაგერშილია

 

კარგ ვაჟი კარგი ქალ-რძალი

ვინაც ყველაფრით სრულია

 

მამგონდას გამიხარდება

გულს ეკურნება წყლულია

 

თაყვანს სცემს ჩემი კალამი

ქებას მკარნახობს გულია