მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

მამუკა ალუდაური
ხახმატი

მამუკა დაიბადა და გაიზარდა მთიანი ხევსურეთის სოფელ ხახმატში (2050 მეტრი ზღვის დონიდან), რომელიც მდებარეობს კავკასიის ქედის მთის ერთ-ერთ ფერდობზე. ეს სოფელი ცნობილია მთელ აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც ხახმატის ჯვრის, წმინდა გიორგის და სამძიმრის ადგილსამყოფელი. 

 

მძიმე პერიოდის დროს საქართველოში, მამუკამ დაკარგა კონტაქტი თავის რუსეთში მცხოვრებ ძმასთან. ამ მათმა ასეთმა მძიმე განცალკევებამ რამოდენიმე დეკადა გასტანა. როდესაც მისი ძმა დაბრუნდა მან მამუკას ბალალაიკა აჩუქა.

 

დღეს კი, როცა ის არა დაკავებულია საქონლის მოვლით, მამუკა მღერის ხოლმე ძველ ხევსურულ მოტივებს თავის ინსტრუმენტზე, ასევე ის ასრულებს თანამედროვე პოეზიასაც. მისი ფავორიტი ვაჟა-ფშაველაა. 

ილიას საღამო
+ სიმღერის შესახებ

This song, called ''Ilia's Evening,'' is based on a poem from 1910, written by Vazha-Pshavela.1

 

1Vazha-Pshavela was the pen name of Luka Razikashvili (1861-1916), one of Georgia’s most famous poets and writers.  Vazha-Pshavela literally means ''son from Pshavi.'' He was was born and raised in the village of Chargali where a museum for him, opened in 1961, exists today.

+ ლირიკა

ილიას საღამო

 

ახ რა ცუდია, რა ცუდი

გზა-არეული მსჯელობა,

/ცეცხლ-მოდებული ერისა

თავისვე თავის მტერობა!/

 

/დიდხანს იცოცხლებს ჩვენშია,

ნეტავ ასეთი ხელობა? /

 

შავმა დრომ შავი ნაყოფი

ჩამოგვაბერტყა თავზედა:

/ნუთუ არ არის ახლა დრო

ვმღერდეთ შეწყობილ ხმაზედა?/

 

გაფრინდი, ჩემო ოცნებავ,

გასჭერ სამარის დირენი,

იქ ნახავ მამულიშვილთა, -

არიან არა-მცირენი, -

და დაამშვიდე ამ ამბით

ის ჩემი ამატირენი.

 

ჩვენს ილიასაც იქ ვნახავ,

გთხოვ ანუგეშო სიტყვითა:

მტკიცდება ქართველთ კავშირი

ძმობა-ერთობლივ ფიცითა,

მტერსა და მოკეთეს ვარჩევთ,

კარგი და ავი ვიცითა,

 

მტერსა და მოყვარეს ვარჩევთ

კარგი და ავი ვიცითა

/მის ანდერძს ვიჭდევთ გულში ღრმად,

ვატარებ გულის ფიცრითა/

ძველი ხევხურული მოტივი
+ სიმღერის შესახებ

ძველი ხევსურული მოტივი ბალალაიკაზე.

 

 

+ ლირიკა

საინსტრუმენტო.

ხახმატზე
+ სიმღერის შესახებ

ბალადა ხახმატზე, სოფელი ხევსურეთში.

 

There is no English translation available for this song. If you are able to provide one, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.

+ ლირიკა

ხახმატზე

ტექსტი: ღვთისო ალუდაური

 

მივადრი აიმ ღრუბელთან

ხიდს რო გადადიანო

იქნებ ჩახედავ ხახმატსა

ნაღვარო ნახირიანო

 

აგეხვევიან ბორბალო

ცრემლის ნაკადად ყრიანო

/შურთხნი ჭიანურ დაუკვრენ

სიმღერას დაზძახიანო/

მშვიდობით, გუდამაყარო
+ სიმღერის შესახებ

There is no English translation available for this song. If you are able to provide one, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.

+ ლირიკა

მშვიდობით, გუდამაყარო

 

მშვიდობით, გუდამაყარო

არ ვიცი გნახავ როდისა

შენაც მშვიდობით უთხუმო

დედაო ცხვრების ჯოგისა

ტიალი შენი ნიავი

ჩემემდე ვეღარ მოდისა

აღარცა შენი წყარონი

გულზე შამშრობნი ოფლისა

 

შენამც მშვიდობით სწორებო

თქვენთან მოვიხდი ბოდიშსა

გულ კი არაში ეცინის

აღარ მაუკვდეს გოგისა

 

ტყეში ვხოცავდით ხარებსა

იქა ვშვრებოდით ქორწილსა

თუმც კი უფლებად არ იყო

ჩუმად ჴარები ვჴოცითა

 

თუმც კი უფლებად არ იყო

ჩუმად ჴარები ვჴოცითა

მაგრამ ყურს არას ვუგდებდი

ძია სტალინის თხრობილსა

 

ეხლა კი წუთი სოფელმა

ცუდ დრო მოჰგვარა გოგისა

ციმბირში მიმასახლებენ

პატიმარს ათი წლობითა

 

იქნება კიდეც დამხვრიტან

ვინ მეტყვის წინასწრობითა

აქითა კიდეც ვიდარდო

იმით რა გაეწყობისა

 

არწივ რო დაშლის წეროთა

გვიანღა დაეწყობისა

გათხოვდი მღვდლიანთ ქალაო

მე ნუ დამიწყებ ლოდინსა

 

შენ ჩემი გულისათვინა

ფეხში ნუ იყრი ბორკილსა

არ დაილევა ამ ქვეყნად

ვაჟკაცი მჯობზე მჯობისა

 

არ დაილევა ამ ქვეყნად

ვაჟკაცი მჯობზე მჯობისა

ჩემმგნივ ნურავის ეშინის

თავ აღარა მაქვ მტრობისა

 

ციხეა ჩამომრთმეველი

ვალისა ვაჟკაცობისა

 

ბევრა სიმწარე კი გავკვნიტე

ნატეხ მასალის კლდისამა

თუ ესიც გადავიტანე

მაშინ კი არა მიშავრა

 

თუ უცხოეთის მიწამკარ

არბეკ არ ჩამამიშალა

ამ ამბის გამლექსებელმა

ხელ-პირი ცრემლით იბანა

 

ამ ამბის გამლექსებელმა

ხელ-პირი ცრემლით იბანა

წყლის მაგივრადაც ცრემლები

მელნადაც ცრემლი იხმარა