მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

ნელი ბუგეჩაშვილი
თოხლიაური

ნელი დაიბადა ფშავის ულამაზეს სოფელ შუაფხოში 1958 წელს. ის 2 წლისა იყო, როცა მისი ოჯახი მთიდან კახეთში გადასახლდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ბარში აქვს გატარებული, ნელი გრძნობს რომ მაინც დაკავშირებულია მშობლიურ მთასთან. მას მუსიკალური ნიჭი ორივე მშობლისგან მოყვება. დედამისს კარგი ხმა ჰქონდა, მამა კი ფანდურზე უკრავდა.

 

ნელი თავის ოჯახთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს სოფელ თოხლიაურში.

ჩემი სამშობლო
+ სიმღერის შესახებ

Neli remembers this patriotic song about Georgia as one of her father’s favorites.  

 

To hear another version of this song, visit the page of Mikheil Sepiashvili.

 

+ ლირიკა

ჩემი სამშობლო  

 

ამოშუქდი ამობრწყინდი

მზეო ოქროს თმებიანო

გაიხარე საქართველო

თვალ უწვდენელ მთებიანო

 

ორ ზღვას შუა მონარნარე

მიწავის არ ყვარებია

შოთას მხარეს, ვაჟას მხარეს

ვინ არ გაუხარებია

 

ამოშუქდი ამობრწყინდი

მზეო ოქროს თმებიანო

გაიხარე საქართველო

გაგიმარჯოთ ქართველებო!

სამასი არაგველი
+ სიმღერის შესახებ

The song is about three hundred men from the highlands along the Aragvi River who gathered together in 1795 and fought the Battle of Krtsanisi against the invading Qajar Army.  They pledged to fight until their death, and only a few returned home. Many famous Georgian authors have paid tribute to the men in their writings. In 2008 they were canonized as martyrs in the Georgian Orthodox Church.  

 

To hear other artists sing about the Three Hundred Aragvians, visit the pages of Babuli Jangirashvili and Didebai Ensemble.

 

+ ლირიკა

სამასი არაგველი   

 

ჩოქით მოვდივარ კრწანისით

თქვენ სადიდებლად გმირებო

თქვენი დაღლილი თვალების

ჩაკოცნას დავაპირებო

 

მტრის ურდოს ჯიქურ ეკვეთნენ

ნაპერწკალს ყრიდნენ თვალებით

ძაღლიკაც ჯიშის ხევსურნი

გოგოთურივით ფშაველნი

 

ვაი რომ ვეღარ აანთეთ

მიბნელებული ბუხარი

არაგვეთ ვეღარ დალიეთ

არაგვის წყალი მქუხარი

 

ფეხი ვერ დადგი ერთხელა

საკუთარ კერის ზღურბლზედა

ვეღარ გაკოცათ დედამა

დაჭრილ დაკეჭნილ შუბლზედა

 

ვეფხვებს და ლომებს ვჯობივართ

ალგეც ლეკვები მგლისანი

მზე ჩამოვცხრილეთ მიწაზე

მთვარეს ვესროლეთ ისარი

ხელ მარტოობას რომ სჩივი
+ სიმღერის შესახებ

შაირი.

+ ლირიკა

ხელ მარტოობას რომ სჩივი (შაირი)

 

ხელ მარტოობას რომ სჩივი

არა ხარ შესაბრალები

გაიარ გამოიარეთ

მათოდენია ქალები

 

თუ ვინმე მოგეწონება

მერე მეც დაგეხმარები

დილით მოგიტან მზითევსა

დილას დავაკარ ნალები

 

მადლობელი ვარ დედიძმავ

დამხმარე მეზობლისაო

ვაპირებ ცოლის მოყვანას

მალე გავმართავ ლხინსაო

 

სხვას არას შევაწუხებ

ფარა დამიდის ცხვრისაო

მაგას კი კარგ საქმეს იზამ

თუ კი მათხოვებ ვირსაო

 

კაი ნალები დაგიკრავ

ჩამოსხმულ ფოლადისაო

ლურსმნები სადღა იშოვე

ალბათ დასთალე ხისაო

ვერცხლის თასადამც მაქცია
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

 

A love song, the poetry of which is based on that of Khvaramze Samukashvili.  

 

The famous Tush singer, Lela Tataraidze, popularized the song. 

+ ლირიკა

ვერცხლის თასადამც მაქცია 

 

 

ვერცხლის თასადამც მაქცია

რო ღვინით აგევსებოდი

შაფერილიმ მქნა წითლადა

შამსვამდი შაგერგებოდი

 

ანამ მქნა ვერცხლის სათითე

რო ხელზე ჩაგედებოდი

ან შენი ნამგლის ყანა მქნა

რო ფხაზე შაგეჭრებოდი

 

ანამ მქნა ვარდი ყოილი

რო გულზე დაგეყრებოდი

ან შენი ძმა მქნა მოწილე

აროდის გაგეყრებოდი

 

ვერცხლის თასადამც მაქცია

რო ღვინით აგევსებოდი

შაფერილიმ მქნა წითლადა

შამსვამდი შაგერგებოდი