ვახტანგ დათუნაშვილი
ვაზისუბანი

ვახტანგმა, სოფლის მშრომელმა კაცმა, მოსავლის აღებისას მაინც გამოძებნა დრო სიმღერების ჩასაწერად. კახეთის ნუყიერი მიწით დასვრილი თითებით, ის დაჯდა ოქროსფერი კართოფილებით გაწყობილ ბანზე რომ ემღერა ბალადები ფანდურზე.

 

ის აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ ვაზისუბანშია დაბადებული და გაზრდილი. დღეს იგი თავის ვაჟიშვილთან და რძალთან ცხოვრობს და მუშაობს და იხსენებს ხოლმე თავის ბავშვობას და ახალგაზრდობის სიმღერებს. 

ობოლზე
+ სიმღერის შესახებ

A ballad about an orphan.

 

Vakht'ang says he learned this song in school as a child. His mother would always request that he sing it, and would cry as he did. It was only as Vakht'ang grew older that he realized why the song made his mother emotional - She herself had grown up an orphan.

+ ლირიკა

ობოლზე

 

მარტოდმარტო ზის ობოლი

ზის და ქვითინებს მწარედა

მამა შინ არ ჰყავს საბრალოს

დაც გამოსვლია აგრეა

 

გული ელევა საბრალოს

დისა და მამის ლოდინში

/ვერც კარი ჩაოუკეტია

ვერც ჩაწოლილა ლოგინში/

 

ღამე მთვარე ქათქათებს

ფინია ჰყეფავს კარზედა

/შინ კი პატარა ობოლსა

ცრემლი ჩამოზდის თვალზედა/

 

რომ დაიღლება ტირილით

და ჯდომა მაეწყინება

/კარის წინ ფარატუნებზე

მიწვება მიეძინება/

 

დედასა ხედავს სიზმარში

ღიმილი მოზდის პირზედა

/კაბის ღილს უხსნის დედიკოს

კოცნის და ეკვრის ჯინზედა/

 

სად დამემალე, სად წახვალ

ვისთან იყავი დედაო

სამი ღამია მშიერი

ვიძინებ ზედიზედაო

 

იძინე შვილო, იძინე

იძინე ტკბილი ძილითა

/წყნარად, გულდამშვიდებულსა

შენ გაგეღვიძოს დილითა/

 

ცხადად ვერ ნახავ დედასა

ვერ ჩაეკვრები უბეში

გული კვლავ აგიტირდება

მაგრამ ცრემლია ნუგეში