მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

გოგია თოდაძე & ვალო შინჯიკაშვილი
მელაანი

75 წლის გოგია და 85 წლის ვალო დიდი ხნის მეზობლები და მეგობრები არიან. ისინი მელაანიდან არიან, სოფლიდან, რომელიც კახეთის მთებს შუა მდებარეობს. ორივე ცნობილი ანსამბლ ''გურჯაანის'' წევრები იყვნენ საბჭოთა პერიოდში და ათწლეულობის განმავლობაში მღეროდნენ ერთდ. 

ცხრა ძმა ხერხეულიძე
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

ცხრა ძმა ხერხეულიძე

 

მარაბდის ველზე იბრძოდა

ხერხეულიძე ძმანია

/ცხრა იყო, ცხრავე დაეცა,

ცხრამ ბრძოლით სული დალია/

 

დედა თანა ჰყავს შვილებსა

გმირი ქართველი ქალია

შვილები რომ ჩაუხოცეს

თვითონ აიღო ხმალია

ბევრი მომხვდური ჩაკაფა ადინა სისხლის ღვარია

 

ბევრი მომხვდური ჩაკაფა ადინა სისხლის ღვარია

მათ არ დაუთმეს მამული და მოიხადეს ვალია

 

მათ არ დაუთმეს მამული და მოიხადეს ვალია

მარაბდას დადგა მზის სხივი

მტრის საფლავებზე ღამეა

სამამულო ომის მონაცილეთა
+ სიმღერის შესახებ

ტექსტი: მირზა გელოვანი

+ ლირიკა

სამამულო ომის მონაცილეთა 

 

ძმათა საფლავზე ცეცხლი ინთება

შინმოუსვლელი ძმები გვახსოვდეს

მოვალთ ნისლებად მოვალთ წვიმებად

ჯარისკაცებად აღარასოდეს

 

ხარობს სამშობლო, მღერის ბუნება

არავის ახსოვს მწარე წუთები

დაბრუნდებიან ბუდეს მერცხლები

ჩვენ კი ვერასდროს ვერ დავბრუნდებით

 

არ დავბრუნდებით, ვერ დავბრუნდებით

ვერ ვაგუგუნებთ ძმობის კერიას

თქვენთვის ვიბრძოდით როცა ვიბრძოდით

თქვენთვის ვიბრძოდით რაც გვიბრძოლია

 

ერთი ყუმბარა გვეყო სამივეს

თქვენი მზისათვის თავი გავწირეთ

ბევრნი ვიყავით ერთი სამარე

თხილის გულივით გავინაწილეთ

 

მაგრამ სიცოცხლე ისევ გრძელდება

შინმოუსვლელი ძმები გვახსოვდეს

მოვალთ ნისლებად, მოვალთ წვიმებად

ჯარისკაცებად აღარასოდეს

სამასი არაგველი
+ სიმღერის შესახებ

This song is about three-hundred men from the highlands along the Aragvi River who gathered together in 1795 and fought the battle of Krts'anisi against the invading Qajar Army.  They pledged to fight until their death, and only a few returned home. Many famous Georgian authors have paid tribute to the men in their writing. In 2008 they were canonized as martyrs in the Georgian Orthodox Church.  

 

To hear other songs about the Three Hundred Aragvians, visit the pages of Neli BugechashviliBabuli Janirashvili and Didebai Ensemble.

+ ლირიკა

სამასი არაგველი

 

უჭკნობელია სიცოცხლე სამასი არაგველისა

სამასმა გმირმა მთიელმა არწივის ფრთები შეისხა

და გადმოფრინდნენ თბილისში ერეკლეს როცა უჭირდა

 

და გადმოფრინდნენ თბილისში პატარა კახს რომ უჭირდა

ყველას გონება უჭრიდა და ყველას ხმალიც უჭრიდა

ათი მეომრის წინაშე ერთი ქართველი დგებოდა

ისმოდა ცხენის ფეხის ხმა ცხენიც კი ყალყზე დგებოდა

 

ცამ დაიყარა ღრუბლები ლურჯი ღრუბლები ცისანი

/მათ არ დაუთმეს მამული ჯავრიც არ ჭამეს მტრისანი/

 

მათ არ დაუთმეს მამული ჯავრიც არ ჭამეს მტრისანი

და დარჩნენ მარად ერთგულად შვილები არაგვისანი