დალი ბიკაშვილი & ნაირა ნატროშვილი
ზემო მაჩხაანი

დალიმ და ნაირამ, ორივემ თავიანთი მუსიკალური ცხოვრების ათწლეულები მიუძღვნეს საკუთარ ხალხს. დალი ქიზიყში ცნობილია როგორც ქიზიყური სიმღერების აკაპელით შემსრულებელი. ნაირა კი ხელმძღვანელობს ზემო მაჩხაანის ბავშვების გუნდს.  იმუშავეს რა ერთად წლების განმავლობაში დალის და ნაირას ხმები ბუნებრივად ერწყმიან ერთმანეთს. 

ლეგენდა მაჩხაანზე
+ სიმღერის შესახებ

ტექსტი: იოსებ გოგაშვილი

მუსიკა: მიხეილ ჩირინაშვილი

+ ლირიკა

ლეგენდა მაჩხაანზე

ტექსტი - იოსებ გოგაშვილი

 

 

გულის პირს სისხლის სდიოდა

წიოდა ველზე ქარი

/ალაზნის პირას მოსულა

მტრის უთვალავი ჯარი/

 

გადაწვეს კახის სოფელი

არ დარჩა ქვა ქვაზედა

/გადარჩა ერთი ბავშვი

გადარჩა ერთი დედა/

 

გულში ჩაიკრა პირმშო

ტყეს შეაფარა თავი

/გლოვით გაზარდა ბავშვი

ტანზე ემოსა შავი/

 

დაიზრდებოდა ჭაბუკად

მაჩხა ჰქონია გვარი

/და მის სამწყემსოს გაშენდა

სოფელი მაჩხაანი/