მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

მიხეილ სეფიაშვილი (1938-2015)
არბოშიკი

1938 წელს დაბადებული მიხეილი კაცთა ანსამბლ ''არბოშიკის'' ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი წევრია, რომელიც აქტიურად მოღვაწეობდა და პატივისცემით სარგებლობდა საბჭოთა პერიოდში. თავის საკუთარ სიმღერებთან ერთად მას უყვარს უკვე ცნობილ ლექსებზე სიმღერების წერაც. დღეს ის თავის მეუღლესთან, ქალიშვილთან და სიძესთან ერთად ისევ იმ სახლში ცხოვრობს, სადაც დაიბადა და გაიზარდა. 

საქართველოზე
+ სიმღერის შესახებ

სიმღერა სამშობლოზე.

 

ტექსტი: იოსებ ნონეშვილი

+ ლირიკა

საქართველოზე

ტექსტი: იოსებ ნონეშვილი

 

დავიცვათ ჩვენი ქვეყანა

დიდ წინაპართა ლამპარი

ყანა დავიცვათ შრიალა

ვაზირქა გადანაყარი

 

არ დაგვიწიხლონ სამშობლო

მრავალ ჭირ-ვარამ ნანახი

მამა პაპათა საფლავზე

არ ამოვიდეს ბალახი

 

განა იმიტომ ისმოდა

მთიდან ყვირილი ხარისა

შავი კლდის თავზე ჟრიალი

ოჯა ჯურხაის ფარისა

 

მღერი ბულბულის გალობა

ილიას სიტყვა მარადის

და რუსთაველის სიმღერა

წასული კარი კარემდის

 

დავიცვათ ჩვენი ქვეყანა

დიდ წინაპართა ლამპარი

ყანა დავიცვათ შრიალა

ვაზირქა გადანაყარი

 

ჩვენი სამშობლო დავიცვათ

ჩვენი ბავშვების აკვანი

სანთლები
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

სანთლები  

 

ღამეა სიჩუმე არის

სადღაც გალობა ისმის

/სადღაც სანთელი ციმციმებს

სადღაც ვიღაცა ტირის/

 

ნეტავი რისთვის მოსულა

ნეტავი რატომ ტირის

/ნეტავი რამ მოიყვანა

ამ ღამით სიონში ის/

 

ოდად ქცეული ხატებთან

პირჯვარს იწერდა ის

შავებში მოსილი მოსულა

ამ ღამით სიონში ის

სამშობლოზე
+ სიმღერის შესახებ

A patriotic song that was sung by Ilia Zakaidze.1

 

1Ilia Zakaidze (1924-2008) was one of the most famous Georgian singers of the 20th century.

+ ლირიკა

სამშობლოზე

 

შორს ცისკარი რომ მიღება

დარიალის კარებია

მზის გარშემო ბნელს რომ ფანტავს

მშობლიური კარებია

 

/ისე ხარობს გაზაფხული

სამური დარებია

ჩემი სიყრმე სიჭაბუკე

ლაღად გამიტარებია/

 

საქართველოს ბრძნული დედა

შვილებს გაუხარებია

შემოსილა მზის გარშემო

ირგვლივ მთების ფარებია

 

/მთაში თითქოს ბრძოლის ხმაა

ცაში ცეცხლის ალებია

შრომისაკენ მოწოდების

მშობლიური ზარებია/

 

ყველგან ისმის გამარჯვება

ყველგან ჩვენი ჯარებია

მშვიდობა და სიყვარული

ქვეყნად დაუმყარებია

 

/მას ვეტრფი და მუდამ ვიცავ

სულ საამო დარებია

სამშობლოზე უფრო მეტად

მე არავინ მყვარებია/

დედაზე
+ სიმღერის შესახებ

სიმღერა დედაზე.

+ ლირიკა

დედაზე

 

დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო

დედავ ცხოვრების ბურჯო მაგარო

/ეს გული შენი გულით ხალისობს

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს/

 

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს

შენ დამღეროდი ნანას მზეწვიას

რამდენი ღამე გითენებია

რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა

 

დედავ რამდენჯერ ავად გავმხვდარვარ

რამდენჯერ სენმა ხელი დამრია

დედავ იმდენჯერ ჩემს თავზე ფიქრში 

თმებში ჭაღარა გამოგერია

 

დედავ ვიყავით თითქოს ტოლები

თითქოს ღონდები გქონდა საერთო

შენ ჩემს გაკვეთილს იმეორებდი

რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო

 

შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა

თავზე ნამუსის ქუდი დამხურე

/სულ შენ გეკუთნის თუ რამ მადლობა

და სიყვარული დავიმსახურე/

თბილისზე
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

თბილისზე

 

შენ ლალი ხარ საქართველოს სილამაზევ

თბილისი და თბილი გულის ფეთქვა გქვია

შენს ძებნაში საქართველოს ლაჟვარდ ცაზე

მზეს რამდენჯერ გზა და კვალი დაჰკარგვია

 

გორგასალის უდრეკელი ხმალი ხარ და

თამარ მეფის ღიმილივით დახატული

ქართველების სალოცავი ხატი ხარ და

მზის ნათება ზურმუხტოვან გაზაფხულის

 

შენს ძებნაში საქართველოს ლაჟვარდ ცაზე

მზეს რამდენჯერ გზა და კვალი დაჰკარგვია

შენ თბილისი კი არა და ჩემო კარგო

ის მაკვირვებს ნატვრის თვალი რად არ გქვია

 

შენს ძებნაში საქართველოს ლაჟვარდ ცაზე

მზეს რამდენჯერ გზა და კვალი დაჰკარგვია

ბორჯომისი
+ სიმღერის შესახებ

There is no English translation available for this song. If you are able to provide one, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the site.

+ ლირიკა

ბორჯომისი

 

საქართველოს ტურფა მხარე აგარაკი მზიანი

ახალდაბა წაღვერი და ცემი ბაკურიანი

მზეთამ მზესთან დაგვირგვინად უმწვერვალო გშორდები

მჩვრების ღრუბლით დაფარული ნარიანის კორდები

 

ცხრა წყარო და ციხის ძირი ტაბაწყური ნარნარი

ეს ბორჯომის ხეობა და თვალწარმტაცი ბაღნარი

აქ რომ წყარო მოჩუხჩუხებს უკვავების წყალია

განიკურნა სამუდამოდ ვინც ეს წყალი დალია

 

ახალ სახლებს აგარაკებს დაუფარავთ ქედები

თითქოს მწვანე ნაძვნარებში მოსჩანს თეთრი ტრედები

გამოცოცხლდა არემარე ბავშვთა ჟივილ ხივილი

ყველას პირზე აფენია მზის ნათელი ღიმილი

ჩემი სამშობლო
+ სიმღერის შესახებ

There are no lyrics or translations available for this song. If you are able to provide any information, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.

 

To hear another version of this song, visit the page of Neli Bugechasvhili.

+ ლირიკა

There are no lyrics or translations available for this song. If you are able to provide any information, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.