მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

ანსამბლი კესელო
ზემო & ქვემო ალვანი

ანსამბლის სახელი ''კესელო'' მაღალმთიან თუშეთში, ომალოსთან ახლომდებარე მე-13 საუკუნის დროინდელი ციხე-სიმაგრის სახელთანაა დკავშირებული. ანსამბლის წევრები ორივე სოფლის, ქვემო და ზემო ალვანის მკვიდრი თუში ქალები არიან. ჯგუფის რეპერტუარში თითოეულ მომღერალს საკუთარი ფავორიტი სიმღერა შემოაქვს და გარმონთან და ფანდურთან ერთად მათი ხმები მშვენივრად ისმინება. კახეთის დაბლობში ცხოვრების მიუხედავად, მათ სიმღერაში მკაფიოდ გამოიხატება მთების სული, რომელის თავიანთი წინაპრების ფესვების სახლია.

 

Ensemble members at the time of recording: ელიკო თორღვაიძე; მერი ჯიხოშვილი; ანა ლუხუმაიძე; მაყვალა რაინაული; იათამზე უშარაული

ღრუბლები
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

 

There is no English translation available for this song. If you are able to provide one, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.

+ ლირიკა

There is no English translation available for this song. If you are able to provide one, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.

 

ღრუბლები

 

ღრუბლები დაფარფაშობენ

როგორც შარბათით მთვრალები

მალ-მალ ნუ მხედავ გეყოფა

დაბლა დახარე თვალები

შენ შემოხედვას ნატრულნი

შურით შემხედვენ ქალები

 

ფიქრმა დაღალა ვაჟკაცი

დაღალა დაბლა დახარა

შენა ხარ ჩემო ძვირფასო

ფიქრმა სალი კლდე დაღარა

დაღარა დაანაოჭა

ზედ ყოილ აღარ ახარა

 

გარე თუშურა წვიმა წვიმს

ჩვენაც გავიღებთ გზასაო

/რად მეჩვენება აქა ხარ

ლექსებსაც მაწვდი ქალსაო/

 

ნეტავი დამიწუნებდე

დამანებებდე თავსაო

ვივლიდი ლაშარ-ღელესა

ვაჟებს ვავლებდი თვალსაო

მაშინ ხომ შევეყრებოდი

ჩემი გუნების ქმარსაო

ზეზვაის ცხენი (გაფრინდაულის სიმღერა)
+ სიმღერის შესახებ

თუშური ბალადა, ზეზვა გაფრინდაულზე.

 

This song is about Zezva Gaprindauli, a 17th century Tush hero. Gaprindauli is famous for gaining rights to winter pastures for his people in the valley of K'akheti after defeating the Persians in the Battle of Bakht'rioni.  The uprising inspired famous Georgian poets such as Vazha-Pshavela and Ak'ak'i Ts'ereteli to write epic poems and novels about the battle.

 

Read more about the legend of Zezva on Batsav, an informative site created by Alexander J.T. Bainbridge.

 
 

+ ლირიკა

ზეზვაის ცხენი (გაფრინდაულის სიმღერა)

 

გადმოვიარე შენისლული სამჭედლოს მთები

შუბლზე ფაფარი გადიწიე ქარიშხლის ფრთები

როს დაჰკრავდი და დადგებოდა მტვრისა ნამქერი

დოლს დაჰკრავდი და უცხო ჟრჟოლას იწყებდნენ მთები

 

ხითანის ველზე, ჰე რამდენჯერ გითარეშნია

ზაალნის გორთან ალამთანაც იდექ პირველი

შენი ხვიხვინი გაისმოდა სათათრეთშია

ცხენი იყავი თუ ლამაზი ლაღი ფრინველი

 

დოღის ბელადო ბახტრიონის ციხის კედლები

ხმლითა და დოღით შენ და ზეზვას შეგილეწნიათ

ისართელვის დროს ცეცხლს აკვესდნენ შენი ნალები

ისე დაჰქროდი სიკვდილიც ვერ წამოგეწია

 

ალვანის ველზე გააფრინე გაფრინდაული

ტახტის ბოგირთან უცაბედად გულგათანგულო

შენი განწირვა იყო ზეზვას დანაშაული

ფეხმარდო ლურჯავ მტრების სისხლით გაწითლებულო

 

და დღესაც თუშ კაცს ჭირი აქვს თუ ჟამთა სალხინო

ტახტის ბოგირთან წუთით მაინც ალაგმავს ქურანს

ყანწი თუ არ აქვს უზანგაზე დაისხავს ღვინოს

მოიხსენიებს გაგცდება და ქუდს დაიხურავს

გახსოვს რამდენი ოცნება გვქონდა
+ სიმღერის შესახებ

თუშური სატრფიალო.

+ ლირიკა

გახსოვს რამდენი ოცნება გვქონდა

 

გახსოვს რამდენი ოცნება გვქონდა

როგორ გხიბლავდა მშობელი მხარე

ირემის ციხე ევოს კოშკები

ცისკრის ღიმილი ყოველ ცისმარე

 

ოცნებად გვქონდა ერთად გვენახა

ლამაზი მთა და ლამაზი ბარი

წარო ეთელდა ეღო ინდურთა

და საოცნებო ხევი ბაწარი

 

როგორც ნიაღვრის შემდეგ იები

ძვრირფასო დავრჩით სხვა და სხვა თხემზე

თუმცა ვესტუმრეთ მაგრამ უშენოდ

ქარიც კი სხვა ხმით მღეროდა ხევზე

 

ზევით ვუცქერდით საყორნის მწვერვალს

თითქოს ცხოვრებას შენით ვავსებდი

ნაღველმა აქაც აიხსნა ბაგე

ძვირფასო აქაც შენ გამახსენდი

წყალი არღუნის დავლიე (მზე ქალო)
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

 

To hear another version of this song, visit the page of Eldara Bukvaidze.

+ ლირიკა

წყალი არღუნის დავლიე (მზექალო)

 

წყალი არღუნის დავლიე

შენ დაგინახე, მზექალო

შატილის ციხეს ცეცხლს მივცემ

თუშეთ წაგიყვან, მზექალო

 

დეკის თაიგულს მოგართმევ

ლურჯაზედ შეგსვამ მზე ქალო

თუშეთში დაგსვამ დედოფლად

ჩემთან იქნები, მზექალო

 

ქორწილს გავმართავ თუშეთში

არწივს გავაფრენ მზესთანო

მაყრად მოვიწვევ ვარსკვლავებს

შენზედ ვილოცებ, მზექალო

 

იებს დალალში ჩაგიწნავ

გვირგვინს დაგადგამ, მზექალო

ხითანას კურატს შევუთქვამ

ჯვარს გადავიწერ, მზექალო

ხანში შესულო მეცხვარე
+ სიმღერის შესახებ

მწყემსური სიმღერა.

+ ლირიკა

ხანში შესულო მეცხვარე

 

ხანში შესულო მეცხვარე

ისევ გიმღერის გულია

 

მაშ დავიჯერო არ იცი

დარდი და სიყვარულია

 

მაშ დავიჯერო არა ხარ

ბედისგან დაჩაგრულია

 

მაშ დავიჯერო არა გაქვს

ბალღობა დაკარგულია

ასეთი ღამე მხოლოდ მთებში
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

 

To hear another version of this song, visit the page of Amiran Zurabashvili.

+ ლირიკა

ასეთი ღამე მხოლოდ მთებში

 

ასეთი ღამე მხოლოდ მთებში

გულით მინდა და ვეღარ ვიძინებ

მე შენზედ ფიქრი შემომეჩვია

გულით მინდა და ვეღარ ვიცილებ

 

მკლავს და არ ვიცი რისი წყურვილი

ოცნებისათვის ცაა მაღალი

ამოდის მთვარე სიყვარულივით

მუდამ ძველი და მუდამ ახალი

 

გავცქერ ხეობებს მთვარით ანთებულს

ალაზნის დუდუნს ბანს აძლებს მთები

ვტკბები ამ ცქერით და ასე ვამბობ

ეს მხოლოდ ჩვენთან თუშეთში არი

რამდენი ხანია
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

რამდენი ხანია 

 

რამდენი ხანია ეს მთვარე ამოდის

ან ეს მზე რად ჩადის, რად ჩადის, უშენოდ

დღეები მიდიან, დღეები მიჰქრიან

და მე კი ვბერდები, ვბერდები უშენოდ

 

რამდენი ხანია, რამდენი ხანია

ერთმანეც დავედებთ მთაში თუ ბარშია

ეს გული დაბერდა, გაიგე, დაბერდა

რომ მოვკვდე, იცოდე სულ შენი ბრალია

 

ბალღობის დღეები, ქარივით წავიდა

დღე გაუთენებლივ დღე ღამეს მიება

არ ცოდნით რაიმე ცოდვას თუ ჩავიდენ

ჩემ ასაკს არ ცოდნა არ ეპატიება

 

რამდენი ხანია ეს მთვარე ამოდის

ეს მთვარე ამოდის ამოდის უშენოდ

ეს გული დაბერდა, გაიგე დაბერდა

და მე კი ვბერდები, ვბერდები უშენოდ

ქალი ქერია ბეჩავი
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

ქალი ქერია ბეჩავი

 

ქალი ქერია ბეჩავი

სიდამ რა დაითესება

 

ვისიმ რა სახლში შევა და

ვის კერას ააჟღერებსა

ვის ეზოსიად იქცევა

და მის ბანს დაამშვენებსა

 

ვისიმ რა ვარსკვლავ იქცევა

ვისთვის იცის კრებს დილითა

ვის ეზოს აამზიანებს

ჩიტების ჟღარა-ჟღირითა

 

ქალი ქერია ბეჩავი

სიდამ რა დაითესება

თუშეთო, თუშთა მშვენებავ
+ სიმღერის შესახებ

There is no English translation available for this song. If you are able to provide one, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.

+ ლირიკა

თუშეთო, თუშთა მშვენებავ 

 

თუშეთო თუშთა მშვენებავ

შენიმ სიცოცხლით მაცოცხლა

შენიმ ყურებით გამაძღო

შენიმ ხატ ღმერთზე მალოცა

 

შენიმ ალერსი მაღირსა

ე მაგ ბუნების მომცაო

შენიმ სიცოცხლით მაცოცხლა

შენიმ სიცოცხლით მომკლაო

 

შენს მკერდზე მექნა სამარე

მასმინა ყვავილთ მღერაო

მთიდან დავარდნილ ჩანჩქერი

ჩემს ფერხთით აამღერაო

მზე-ჩაის მოგინაკლისე
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

მზე-ჩაის მოგინაკლისე

 

მზე-ჩაის მოგინაკლისე

სულ მენატრები განარა

ყველა სიმღერის მაგიერ

სევდა ვიმღერე ქალამა

 

ჩუმი ჩურჩულით გნატრობდი

ცრემლებმ თვალები დანამა

ჯობს რომ არ მყვანდეს ნანდობი

არ მომკლას შენისთანამა

 

მეზმანა შენ ხმა გავიგე

ყურს ვუგდებ ფეხის ხმასაო

ჩემი არჩეულ იყავი

მაშამ რად ერგე სხვასაო

 

მზე-ჩაის მოგინაკლისე

სულ მენატრები განარა

ყველა სიმღერის მაგიერ

სევდა ვიმღერე ქალამა

კვლავ სიჭაბუკის ნატრული
+ სიმღერის შესახებ

There are no lyrics or translations available for this song. If you are able to provide any information, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.

+ ლირიკა

There are no lyrics or translations available for this song. If you are able to provide any information, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.