მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

ლონგო ხუცაიძე
ქვემო ალვანი

ლონგო პროექტის ''წუთისოფელი'' ყველაზე უმცროსი მუსიკოსია. ის ჩაწერეს 2012 წელს, როცა ის მხოლოდ 12 წლის იყო.

 

ქვემო ალვანში დაბადებული ლონგო თუშია, რომელსაც თავისი წინაპრების სიმღერასთან ერთად უყვარს თანამედროვე ქართული ესტრადა. მას სამი და-ძმა ჰყავს და მისი მშობლები ყველანაირად ხელს უწყობენ მას მუსიკის სწავლაში, რადგანაც კარგად ესმით ქართული ხალხური მუსიკის ფასი.

 

ქვემო ალვანის სხვა შემსრულებლების მოსასმენად, ესტუმრეთ ეპრო თორღვაიძეს, ელიკო თორღვაიძეს, ანსამბლი კესელოს პროფილს.

ხმა უცნაური მესმის მოვდივარ
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

ხმა უცნაური მესმის მოვდივარ 

 

ხმა უცნაური მესმის მოვდივარ

მოგაგნებ გნახავ ქალაუ საითმე

/და თუ ვერ გნახე ჭალაის ბოლოს

გადავაქოთებ ტყეებს საირმეს/

 

გადავაქოთებ მაღალ ჭიუხვებს

თან გავიყოლებ ფრთამალ არწივებს

/კლდეებზე შურთხებს გავეკიდები

ჩემი ფიქრი რომ მაღლა აიწევს/

 

და ასე ვივლი ყვავილთ ამარა

შემიფარავენ მწყემსთა კარვები

/და თუ ვერ გნახე ჩემო ლურჯ თვალა

მთებში ნისლივით დავიკარგები/

არხოტის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

არხოთის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები

 

არხოთის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები

მშვენებით მოჰგევხარ სალიკლდის ავაზას

/მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები

ვაჟები ლოცავენ შენ სავალ შარა-გზას/

 

მზე ქალო მე შენზე ფიქრები მაწვალებს

ისმინე ქალაუ ვაჟკაცის ვედრება

/ქალაქს ნუ წაიღებ ყორნისფერ დალალებს

მთებს უფრო უხდება მაგ თვალთა მშვენება/

 

რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას

რომ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს

/შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას

შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკერდზე დაფენილს/

 

და როგორც ყაჩაღი არწივთა საბუდარს

მოვალ და გავხდები სალიკლდის ხიზანი

/შურთხევთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს

უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი/

მთაზე ავალ და დავძახე
+ სიმღერის შესახებ

A patriotic song, made famous by the singing of Nugzar Psuturi and the Kolkheti Ensemble.  

 

To hear another version of this song, visit the page of Zhinvali Quartet.

+ ლირიკა

მთაზე ავალ და დავძახე

 

მთაზე ავალ და დავძახე

სიმღერას ომახიანსა

ვერ ვათელინებ სამშობლოს

მტერს ვერაგსა და ტიალსა

ქართველს სიკვდილი ურჩევნის

სიცოცხლეს ღალატიანსა

 

კაიყმა ერთხელ ნაშობი

მოკვდება ხელში ხმლიანად

არც ხმალი უნდა ვაჟკაცსა

თუ გული გაიფხიანა

ჯიშს ვერ გასწყვეტენ ქართველის

გინდ ამოწყვიტონ მთლიანად

 

ავახმიანებ სამრეკლოს

ზარებს შემოვკრავ ხმიანად

ტომაგ თუ ამოგიწყვიტეს

ვაი რომ დარჩები ტიალად

ქართველო საქართველოსთვის

გიმღეროს მუდამ ხმიანა