მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

ელიკო თორღვაიძე
ზემო ალვანი

ელიკო დაიბადა და გაიზარდა ქვემო ალვანში, თუშეთის სოფელში რომელიც მდებარეობს მთის ძირში, სადაც იყო მათი წინაპართა სამშობლო. ელიკომ ბავშვობიდან ისწავლა გარმონზე დაკვრა მამიდამისი ეპრო თორღვაიძისგან. როგორც ძლიერი მომღერალი და ლირიკული აკორდიონისტი, ელიკო არის ანსამბლ ''კესელოს'' წევრი.

 

ქვემო ალვანის სხვა შემსრულებლების მოსასმენად, ესტუმრეთ ეპრო თორღვაიძეს, ლონგო ხუცაიძეს, ანსამბლი კესელოს პროფილს.

თუ არ შეგისვამს აბანოს ხევში
+ სიმღერის შესახებ

ბალადა თუშეთზე.

+ ლირიკა

თუ არ შეგისვამს აბანოს ხევში

 

თუ არ შეგისვამს აბანოს ხევში

შენ გრილი წყალი ნაჟური მთისა

არ გისუნთქია სუფთა ჰაერი

გადმოფრქვეული მაღალი კლდისა

 

თუ არ გინახავს ვიწრო ბილიკი

ვიწრო ბილიკი ნაკვეთი კლდეზე

არ გაგიშლია პატარა სუფრა

კოხტად მოჩითულ თუშეთის მთებზე

 

არ გძინებია სიპის კედლებში

ან პირქაფიან ხევის ხმაურზე

ან საჯარეში თუშეთის ღამეს

არ გიცეკვია თუშურ გარმონზე

 

შენი პირ-სახით თუშურ ყვავილებს

თუ ერთხელ მაინც ვერ ეამბორე

მთიდან გაქცეულ ცრემლიან ნისლებს

სიტყვა ვერ უთხარ ვერ მოეფერე

 

არ დაიკვეხო შენი თუშეთი

და არსად არ სთქვა, რომ შენ თუში ხარ

რადგანც თუშთა ამ სიამაყეს

შენი თვალებით არ შეხებიხარ

გაგნისა გორისა
+ სიმღერის შესახებ

თუშური მელოდია გარმონზე.

 

To hear a version of this motif played on the balalaika, visit the page of Eldara Bukvaidze.

 

+ ლირიკა

საინსტრუმენტო

ფიჭვების ჩრდილში იმალება მოსახვევები
+ სიმღერის შესახებ

თუშური მგზავრული გარმონზე.

+ ლირიკა

ფიჭვების ჩრდილში იმალება მოსახვევები

 

ფიჭვების ჩრდილში იმალება მოსახვევები

მთები მთებური მდუმარებით გარინდებულა

მათი მკერდიდან დასხლეტილი გიჟი ხევები

კლდეზე ქალწულის დალალებად დაკიდებულა

 

ბაწრად გაბმულა საცალფეხო ბილიკი კლდეზე

წყვდიადში კვესავს მუხლფოლადის ცხენის ნალები

ნაქეიფარი ახმაურებს მხედარი დეზებს

შევარდენივით უნათებენ ცეცხლა თვალები

 

ბერი მყინვარი იცრემლება ჩაჩქანს იახლებს

მოღალულ მხედარს ტკბილი ძილი საათებს პარავს

სადღაც შორს ხედავს სიპით ნახურ მოლურჯო სახლებს

და იქვე ახლოს მეგობარი მეცხვარის ფარას

 

ცხენის ჭიხვინზე გაიღვიძებს მემკვიდრე მთისა

ფრთხილად აჰკეცავს თექას, მწყემსის განუყრელ მუნდირს

გულს გაუნათებს მარტოდ მავალს ჩქამი მგზავრისა

და მოლზედ გახსნის ტიკჭორას და საგძლიან ხურჯინს