მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

ელდარა ბუქვაიძე
შენაქო

თავისი დიდი ნიჭით დაჯილდოებული თუში ელდარა 1944 წელს სოფელ შენაქოშია დაბადებული, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

 

ბავშვობა ელდარას მთაში აქვ გატარებული. ტინეიჯერი იყო როცა ის ბარს პირველად ესტუმრა. მოგვიანებით ის სოლისტი იყო ლელა თათარაიძის გუნდში და  საბჭოთა პერიოდში კარტოგრაფი იყო. მან ისწავლა მედიცინა, მასაჟი და მუსიკა.

 

პენსიაზე გასვლის შემდეგ ელდარა დაუბრუნდა თავის ოჯახურ კერას შენაქოში, სადაც ზოგჯერ მთელ ზამთარს ატარებს ხოლმე მარტო, რადგანაც ის არის ერთადერთი მოსახლე. ელდარა ჰომეოპატიის კარგი მცოდნეა და ასევე კარგადაც ამზადებს ადგილობრივი მცენარეების და ბალახეების გამოყენებით. ზამთრობით მარტო ყოფნისას ფანდურის, ბალალაიკისა და გარმონის დაკვრით ირთობს თავს.

 

ზაფხულობით ის მართავს თავის პატარა სასტუმროს ''ველი თუშეთი,'' რომელიც სთავაზობს სოფლის სტილის საცხოვრებელს, ცხენით მგზავრობას, მთის გზებზე მანქანის ტურს და მასაჟსაც კი.

სიმარტოვე
+ სიმღერის შესახებ

მუსიკა & ტექსტი: ელდარა ბუქვაიძე

+ ლირიკა

სიმარტოვე

ტექსტი & მუსიკა: ელდარა ბუქვაიძე

 

ისევ სიჩუმე, ისევ სიწყნარე

ისევ სიმარტოვე, ისევ მარტოობა

/ისევ ამ ფიქრებთან, ისევ ძველ ფიქრებთან

მარტოკა ბრძოლა და მარტოკა ჭიდილი/

 

მარტოკა დარჩენილს ფიქრები მახრჩობენ

გულზედ მეფარება მე სევდის სუდარა

/ასეთი ყოფა ხო იქაც მეყოფა

მიწის შავ სუდარა ზედ რო მეხურება/

 

იქნება მიჯობდა, იქნება მიჯობდა

ამ სიმარტოვიდან თავი დამეღწია

/თქვენთვის დამითმია მდუმარე კედლები

სამოთხის კარებიც თქვენთვის დამითმია/

 

ისევ სიჩუმე, ისევ სიწყნარე

ისევ სიმარტოვე, ისევ მარტოობა

შენაქოზე (1)
+ სიმღერის შესახებ

This song, the first half of which was written by Meri Bukuraidze, is about Shenako, Eldara’s village.

+ ლირიკა

შენაქოზე

ტექსტი: მერი ბექურაიძე

 

შენაქოს ბინდი ჩამოწვა

მიჩუმდა არემარეო

/მთვარეც არ დაიგვიანებს

ამოცურდება მალეო/

 

ტყემაც შრიალი მოიკლო

ჩურჩულს შესწყვეტენ ნელაო

/ღმერთო სუყველას აჩვენე

ეს საოცნებო მხარეო/

 

მთაო მთის შვილთა მფარველო

ვერვინ შეგიცვლის მშვენებას

/დავლოცავ თუშთა მოდგმას და

ნურასდროს გადაშენებას/

 

ხატის კარს სანთლების ნთება

სწყალობდეს ხმათა სიმრავლე

/დეკანოზისა დალოცვა

თქვენ გაგიმარჯოთ იმრავლეთ/

 

ბეხვნეს სუფრისა გაშლასა

თუშურ გარმონის ჟღერებას

/სტუმარ მასპინძლის შეხვედრას და

ლილეს ცხენების ჭენებას/

 

მთაო მთის შვილთა მფარველო

ვერვინ შეგიცვლის მშვენებას

სიამ მოგიკვდი, დატირება
+ სიმღერის შესახებ

დატირება.

 

ტექსტი და მუსიკა: ელდარა ბუქვაიძე

+ ლირიკა

სიამ მოგიკვდი, დატირება

ტექსტი & მუსიკა: ელდარა ბუქვაიძე

 

სიამ მოგიკვლიო, რომელ მხარესა

/იქნებ დაჭრილ ხარიდ დედა მოგიკვდესა/

 

ვისამ შევსჩივლო ჩემ უბედურებაი

/ჩემსავით რამდენია შვილებ დაკარგული/

 

ომის მომგონო ნუამც გიხარება

/სიკვდილი თუ გიხარის თავადამ მოჰკვდია/

არ ვნაღვლობ
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

არ ვნაღვლობ

 

მე იგი მიყვარს თუ გსურთ სიმართლე

ასე ძლიერ და ასე სათუთად

/თუ თქვენ წინ თავი ვერ გავიმართლე

არ ვნაღვლობ რადგან ღმერთმა მაჩუქა/

 

სცადეთ ეგება გადამაყვარო

თუ კი შესძელით გფარავდეთ ღმერთი

/მერე სჯობს მიწა გადამაყაროთ, ვაიმე

დამასამაროთ ვით ერთად-ერთი/

 

მე იგი მიყვარს და არა ვნაღვლობ

ვინ გამიგებს და ვინ არ გამიგებს

/მჯერა უმიზნოდ არ ავლევ აღმართს, ლამაზო

და ბედის მახეს აღარ დამიგებ/

არ ვიცი ჩეჩენთა, აული სად არი
+ სიმღერის შესახებ

There is no English translation available for this song. If you are able to provide one, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.

+ ლირიკა

There is no English translation available for this song. If you are able to provide one, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.

 

არ ვიცი ჩეჩენთა, აული სად არი

ტექსტი: ლეილა ნაქუდაიძე

 

არ ვიცი ჩეჩენთა აული სად არი

არ ვიცი არხოტის  -- შენება

არ ვიცი დღეიდან, შენ ჩემო ლამაზო

არ ვიცი დღეიდან, რომ მე შე მიყვარხარ

 

ოცნებით შენ გეძებ, გეძახი ვაჟკაცი

გიხმობ და სიცოცხლეც იწყება აქედან

შენ მტოვებ გულცივად ქვა-კაცად ქცეული

დღეიდან ჩემ სამყოფს მე ვაქცევ --

 

ჩეჩენთა აულში გულცივად დავდივარ

შენ გეძებ უკვალოდ მთლად გადარეული

იმედით მივყვები ბილიკებს ღილღოსა

რომ სადღაც ნისლებში შემხვდები მწყურვალი

წყალი არღუნის დავლიე (მზე ქალო)
+ სიმღერის შესახებ

To hear another version of this love song, visit the page of K'eselo Ensemble.

+ ლირიკა

წყალი არღუნის დავლიე (მზექალო)

 

წყალი არღუნის დავლიე

შენ დაგინახე, მზექალო

შატილის ციხეს ცეცხლს მივცემ

თუშეთ წაგიყვან, მზექალო

 

იებს დალალში ჩაგიკრავ

თეთრონზე შეგსვამ, მზექალო

ხითანას კურატს შევუთქვამ

ჯვარს გადაგწერავ, მზექალო

 

მდევარს შავ კლდესთან დავხვდები

ვაჟას ალუდას ძმებთანო

არხოტში ამბავს გავატან

გულს ამოგიგლეჯ, მზექალო

დედაზე
+ სიმღერის შესახებ

There is no English translation available for this song. If you are able to provide one, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.

+ ლირიკა

დედაზე

ტექსტი: შალვა სისაური

 

დედი, საფვლავზე მოსული

ხისა ვერ ვჭამე ხილიო

/ვერ მომაგონდა სიკეთე

ჩემთვის გავლილი ჭირიო/

 

მის მკერდზე დაძინებული

პირველი შვილიშვილიო

/ხვეწნა ხატთან და ღმერთთანა

რომ არ მომიკვდეს შვილიო/

 

ვფიქრობ დე ის იყოს ბეჩავი

თუ ვერ იქნება გმირიო

/ბუნების ნაჩუქარი მყავს

ხალხში ჩავუდე წილიო/

 

თუ ჭირ ვერავის მოგხადათ

იქნებ მოგირთოთ ლხინიო

/ასე წავიდა იმ ქვეყნად

მე უდედობას ვტირიო/

ცა გაიცრიცა შეეპარა სიყვითლე ფოთლებს
+ სიმღერის შესახებ

ტექსტი: ეთერ ეჭირაული

+ ლირიკა

ცა გაიცრიცა შეეპარა  სიყვითლე ფოთლებს

ტექსტი: ეთერ იჭირაული

 

ცა გაიცრიცა შეეპარა სიყვითლე ფოთლებს

ამ წელმა უკვე მერამდენედ ჩამოიტირა

შემოდგომაა და ზღვაც გახდა უკვე პირქუში

ბუნებამ თითქოს ცრემლის ძილით ჩამოიკიდა

 

იქ რა ფერია ცადამიწა ნეტავ ამ წუთში

ან უჩვეულო ჩემს მიწაზე ნეტავ რა ხდება

დაფარფატებენ სულ სხვაგვარად ალბათ ფოთლები

ღმერთო ეზოში, ჩემს ეზოში გადამახედა

 

ჩვენ ვიცრიცებით, როგორც ხდება დასაბამიდან

ეს გაზაფხულიც რა ხანმოკლე შერჩა გონებას

როგორ არ მინდა ჟამი დგება მაინც მიმწუხრის

ჩვენი ცხოვრებაც როგორა ჰგავს ამ ფოთოლცვენას

 

ჩემ გულშიც უკვე შემოდგომის სუსხი იგრძნობა

შუახნის ასაკვს დიდი ხნის წინ გადავაბიჯე

იმ ჩემ გაზაფხულს, იმ ჩემ ზაფხულს, იმ ჩემ ოცნებებს

ვერც შემოდგომა, ვერც ზამთარი, ვერ დამავიწყებს

საქართველოს საამაყო ძმებო
+ სიმღერის შესახებ

A tribute to the Georgian men who have died fighting for their country. It refers to specifically to the Tbilisi Massacre that occurred on April 9th, 1989.  Twenty people died and hundreds were injured when the Soviet Army dispersed an Anti-Soviet Demonstration. 

+ ლირიკა

საქართველოს საამაყო ძმებო

 

იქნებ დედა გენატრებათ ძმებო

ეზო-ქარიც გენატრებათ იქნებ

ეჰ რა არი ბედისწერა გერგოთ

თმახუჭუჭა პირმცინარე ბიჭებს

 

თქვენ კი გძინავთ მოიგონებთ რამეს

იქ მისული ოცნებებშიც მიჰქრით

ცხრა აპრილი არ გაკმარეს ძმებო

აგვისტოშიც გაღვრევინეს სისხლი

 

საქართველოს საამაყო ძმებო

სამუდამოდ ჩვენს გულებშჲ დარჩით

კაცი სულ ცდილობს გონს მყოფი
+ სიმღერის შესახებ

ტექსტი: შალვა სისაური

+ ლირიკა

კაცი სულ ცდილობს გონს მყოფი

ტექსტი: შალვა სისაური

 

კაცი სულ ცდილობს გონს მყოფი

რომ არ აჯობონ ტოლებმა

მაგრამ ხანდისხან ტყუვდება

მისის სწრაფმალი გონება

 

ხან ზოგებს სჩაგრავს სიმდიდრე

ზოგს სიღარიბე წვალება

ხან კიდევ ვინმე სურვილი

გვერდზე რომ არ გეყოლება

 

ამიტომ ჩემ წილ სიცოცხლეს

მუდამ ხომ არ აქვს ლხინობა

იმისთვის არ მეშინია

არ მოგიცია პირობა

 

ჩემ ჭკუაზე ვერც მე დავდივარ

დრო მე არ მემორჩილება

ბინდი მაშინებს დაღმართში

აღმართში მჩაგრავს ცხოვრება

 

არ გვინდა ფიქრი იმაზე

რაც იყო და რაც იქნება

გინდაც გივლილი ყველა დღე

ის ხომ არასდროს ბრუნდება

 

მეორე ყმაწვილობის დრო

მიდის მივა და მიჰყვება

მესამე დიდი შეცდომა

არსად არ გამოსწორდება

 

მჯერა რომ ყველა ცოცხალსა

დრო მოუვა და მოკვდება

ფიქრით ნაშენი კოშკები

კუბოს ფიცრებშიც მოჰყვება

 

აქ უთქმელს სათქმელს სად იტყვის

მტრის ბაგეს სიტყვა არ სცდება

ქვეყნად მყოფს ფასი იმითა

რითიც ცოცხლად არ ითქმება

ღმერთო, ნუ მოჰკლავ პატარას
+ სიმღერის შესახებ

ტექსტი: ვაჟა-ფშაველა

+ ლირიკა

ღმერთო, ნუ მოჰკლავ პატარას

ტექსტი: ვაჟა-ფშაველა

 

ღმერთო, ნუ მოჰკლავ პატარას

ნუ აუტირებ მშობელსა

/ნუ მიაბარებ შავს მიწას

ამ სოფლის გაუცნობელსა/

 

ნუ ვნახავ ბავშვის კუბოსა

ნუ გამხდი შენსა მგმობელსა

/აცადე, გაძღეს სიცოცხლით

ავის და კარგის ნახვითა/

 

შაეძლოს მამულის დაცვა

გამაგრებულის მკლავითა

/თუ არ აცლიდი, სოფელი

რადღა აჩვენე თვალითა/

მენატრება შენი თბილი სუნთკვა
+ სიმღერის შესახებ

დედაზე.

+ ლირიკა

მენატრება შენი თბილი სუნთკვა

 

მენატრება შენი თბილი სუნთკვა

გონებიდან როგორ ამოგშალო

/ჩურჩულებდი გენაცვალოს დედა

ჩემო სალოცაო/

 

სიყვარულს ნუ დაამადლებთ დედებს

თბილი სიტყვა ხშირად გაიბედედ

სანამ დედა ცოცხალია

მოეფერეთ დედებს, მოეფერეთ დედებს

 

გაზაფხული ახალოდება დედა

და ცრემლები მინდა შეგიმშრალო

/დამესიზმრე დამესიზმრე ხშირად

დედა ჩემო ჩემო სალოცავო/

 

თუ ბავშვობა გენანებათ ძლიერ

ნაადრევად შიშობ არ დაფერე

სანამ დედა ცოცხალია

მოეფერეთ დედებს, მოეფერეთ დედებს

 

თორემ მერე გვიანია შვილო

ცაში მისდებს წმინდა სულის მტრედებს

სანამ დედა ცოცხალია

მოეფერეთ დედებს, მოეფერეთ დედებს

ნოსტალგია
+ სიმღერის შესახებ

ტექსტი: ეთერ იჭირაული

+ ლირიკა

ნოსტალგია

ტექსტი: ეთერ იჭირაული

მუსიკა: ელდარა ბუქვაიძე

 

როდესაც ქვეყანა მოიცვა ქაოსმა

და ხალხმა დაკარგა მომავლის იმედი

როდესაც ნათელი მოიცვა ბნელეთმა

და დაბნეულები უფსკრულს მივადექით

 

ვიღაცამ ამ ბნელით მოითბო ხელები

რამდენი უმწეო ბნელეთს შეეწირა

გვშიოდა, გვწყუროდა, გვციოდა, ბნელოდა

და ქვეყნის სათავე სატანას ეჭირა

 

ვახსენეთ ღმერთი და წავედით უცხოეთს

დავტოვეთ სამშობლო მტრებისგან დაჭრილი

დავტოვეთ ვინც ძლიერ გვიყვარდა ამ ქვეყნად

და ეს განშორებაც არ იყო ადვილი

 

და ეხლა უძველეს ელადის მიწაზე

ტკივილებს ვუყურებ მოხუცს და დავარდნის

ვიხუტებთ სხვის ბავშვებს ჩვენ სითბოს გადავცემთ

იმ სითბოს რომელიც ჩვენს შვილებს წავართვით

 

ზეცას მიპყრობილი თვალებით ვლოცულობ

ღმერთო ყველაფერი დროულად დამთავრდეს

მუდმივად დარჩება ვერასდროს ვერ წავშლი

ღიმილში დამალულ ცრემლების ნაკვალებს

შენაქოზე (2)
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

შენაქოზე (2)

 

მთებზე ჩაფლული ლამაზ ადგილზე

მოსჩანს ლამაზად ჩემი სოფელი

ყველა სოფელისგან გამორჩეული

ლამაზ ადგილზე აშენებული

 

მიდამო ყველგან დაუთოვია

გადაათეთრა ლამაზი მთები

მიჩუმდა უცებ ბუნება ყველგან

თითქოს შეწყვიტა სიცოცხლის დღენი

 

სიჩუმეს არღვევს მარტოდ და მარტო

ჭახჭახი ლამაზი შაშვის

სადღაც მოისმის კაკბის კაკანი

რომ გეუბნება სიცოცხლე არის

 

ზამთრის სიჩუმეს არღვევს მარტოკა

თითქოს ჩამკვდარა აქ ყველაფერი

დათოვლილ ხეებს შეკივლებ მყისვე

რომ დამიმტკიცონ სიცოცხლე არი

 

სამაროვანზე როცა შევდგები

თავ-გაცლილებს ვხედავ აჩრდილებს

სიჩუმით ალბათ გვეუბნებიან

თქენაც მოგელით ჩვენივე ბედი

 

ზოგი დაღლილი წავიდა ქვეყნით

ზოგი უმანკო ქალი თუ ვაჟი

სიცოცხლისათვის გაუმაძღარი

სიცოცხლითავე მოწყურებული

 

გაზაფხულს როცა თოვლი დადნება

ჭიკჭიკს მორთავენ ტყეში ჩიტები

ახმიანდება ყველგან ბუნება

ახმიანდება ჩემი სოფელი

შენ ოთახის სარკმელი
+ სიმღერის შესახებ

ტექსტი: ლალი მიშიძე

 

სატრფიალო

+ ლირიკა

შენ ოთახის სარკმელი

ტექსტი: ლალი მიშიძე

 

ვერ გეტყვი თუმცა ჯერ კიდევ

რამდენი დამრჩა სათქმელი

უსიტყოდ მომჩერებია

შენი ოთახის სარკმელი

 

გულდაგულ მესაუბრები

ვინძლო პასუხი მაღირსო

ღმერთო ამდენი ლოდინი

გული ნაღველით აივსო

 

იქნება შემეხმიანოს

წამლად დაედოს იარებს

ეხ ამ ცხოვრების ბორბალი

თურმე რა უღვთოდ ტრიალებს

 

ავივლი უხმოდ მიცილებს

ჩავივლი უხმოდ მიცქერის

რად არ სურს ამიყვავილოს

ჩემი დამჭკნარი ფიქრები

 

შენი ოთახის სარკმელი

შენი ტახტი და კერია

ყველასგან მიტოვებული

ვინ იცის როგორ მელიან

პირველობა, შაირი
+ სიმღერის შესახებ

There is no English translation available for this song. If you are able to provide one, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.

+ ლირიკა

პირველობა, შაირი

 

სუნთქვა მიჭირს მიძნელდება

ჩვენი ბედის შემხედვარეს

თავისუფლება გვინდოდა

დავერიეთ ჩვენ ერთმანეთს

 

გადავემტერეთ ერთმანეთს

თან დავიწყეთ სხვის გინება

ბევრი ამით მოვიმდურეთ

აღარ შეგვრჩა მოთმინება

 

ვინ წაგვკიდა ჩვენ ერთმანეთს

ის არ არის ჩვენი ქვეყნის

ახლა ის სხვა მეუბნება

მოდით მევე შეგარიგებთ

 

დემოკრატია ზოგისთვის

გაშლილი პურ-მარილია

კარგად მოერგო ყველაფერს

ტანთ როგორც ახალ-უხია

 

ქართველთ ყოველთვის გვიჭირდა

ერთურთისა გვერდზე დგომა

ყველას უნდა პირველობა

ხალხის თავზე გადაჯდომა

 

ერთად დგომა რომ შეგვეძლოს

ვინ რას გვიზამს ვერცა მტერი

კარგად უნდა დავუფქრდეთ

რომ არ გავხდეთ / დავრჩეთ ბოლოს შტერი

წყლები წლებს გაიყოლებენ
+ სიმღერის შესახებ

თუშური სატრფიალო.

+ ლირიკა

წყლები წლებს გაიყოლებენ

 

წყლები წლებს გაიყოლებენ

ჩვენი თუშეთის მთებზედა

კვლავ იმღერებენ ქალები

სევდიან თუშურ ხმაზედა

 

კვლავ ჩავა თუშის ქალწული

ანკარა წყაროს წყალზედა

კვლავ შეირხევა ნაწნავი

ჩამოშოლტილი ტანზედა

 

ნეტავ თუ მოგაგონდება
შენი სიცოცხლის ხანზედა

ნეტავ თუ გაგახსენდება

რატომ გეტრფოდი რაზედა

მოტივი ბალალაიკაზე
+ სიმღერის შესახებ

თუშური მოტივი ''გაგნისა გორისა'' ბალალაიკაზე.

 

To hear another version of this melody played on the garmoni, visit the page of Elik'o Torghvaidze.

 

+ ლირიკა

საინსტრუმენტო.

როცა მარტოკა ვზივარ
+ სიმღერის შესახებ

ტექსტი & მუსიკა: ელდარა ბუქვაიძე

 

სატრფიალო. 

+ ლირიკა

როცა მარტოკა ვზივარ

ტექსტი: ელდარა ბუქვაიძე

 

როცა მარტოკა ვზივარ

ფიქრი მიტაცებს თითქოს

/შენს ბედ-იღბალზე კარგო

შენს მომავალზე ვფიქრობ/

 

ღამე ნათელი ვდგები

დილის მზეს ვხედავ გარეთ

/მაშინ შენს სახელს ჩუმად

ჩავიდუდუნებ მწარედ/

 

თუ მომავალზე ვფიქრობ

თუ მომავალსა ვწონი

უიმედოდ ვარ თითქოს

დამეთანხმები მგონი/

 

როცა მარტოკა ვზივარ

ჩემს გულს დარდები ერთის

რატომ ხარ ვფიქრობ მაშინ

მიუწვდომელი ჩემთვის

 

მოტივი ფანდურზე
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

(საინსტრუმენტო)

ამდენი ბარში ცხოვრებამ
+ სიმღერის შესახებ

ტექსტი: სამსონ შააძე

+ ლირიკა

ამდენი ბარში ცხოვრებამ

 

ამდენი ბარში ცხოვრებამ

მე გული გადამილია

/უნდა ვესტუმრო სამშობლოს

სალამი მივცე ძმურია/

 

პატარ-პატარა სოფლები

აქა-იქ დაქსაქსულია

/ყველგანა ციხე ბურჯები

მამ-პაპის სახსოვარია/

 

იმათ უცავან სამშობლო

თავები შეუწირია

/სისხლით ურწყვია მთა-კლდენი

უმაგრები მთებია/

 

წასულან ძველი თუშები

გამქრალან აღარ არიან

/რომელ ვაჟკაცსაც შეხედავ

ყველა წვერ მოპარსულია/

 

ყველა აბეზღებს ერთმანეთს

ყველა ერთ-ურთის მტერია

/სადღა ძველი სალამი

ამაოდ დაკარგულია/

 

შენაქოზე (3)
+ სიმღერის შესახებ

ტექსტი: მერი ჭიჭურიძე

 

სიმღერა შენაზოზე.

+ ლირიკა

შენაქოზე (3)

ტექსტი: მერი ჭიჭურიძე

 

ცივი ნიავი დაჰბერავს

ბაჯღორზე ფიჭვი შრიალებს

წასნეში ცხენის ჭიხვინი

ბოსლებში ცელის გრიალი

 

ჩირთისკარ მოგროვდებიან

პურის მცხობელა ქალები

გარმონს უკრავენ მღერიან

ბუნებით სითბოთ მთვრალები

 

მოკითხვა შენაქოელებს

სიმართლის მთქმელებს მშიდობა

გეხვევით გკოცნით სუყველას

რა თქვენთან ყოფნა მინდოდა

 

ვოცნებობ ვითომ თქვენთან ვარ

თვალს ცრემლი დამეკიდება

ერთკვად მშვიდობით გვენახოს

მთის სალოცავებს დიდება

ივნისის ღამე
+ სიმღერის შესახებ

მუსიკა და ტექსტი: ელდარა ბუქვაიძე

 

სატრფიალო

+ ლირიკა

ივნისის ღამე

ტექსტი & მუსიკა: ელდარა ბუქვაიძე

 

ხუთი ექვსი და შვიდი

ივნისის ღამე დადგა

/რა დამავიწყებს იმ წუთებს

ძლივს გამიბრწყინდა/

 

სიზმრად მეგონა თავი

სითბოს სხივები მწვავდა

/ჩემთვის მზეც იყო მთვარე

ვინც რომ მე გვერდით მყავდა/

 

ყოველთვის ვხედავ მე შენ ნაკვალევს

სადაც გინდ ვიყო დღეა თუ ღამე

/ყველაფერს ვითმენ სიყვარულისთვის

თუ კი რამ ვიცი მე შენზედ რამე/

 

თვალებს დავხუჭავ, ისევ დავხუჭავ

ოღონდ გიგულო ჩემს სიახლოვეს

/რით ავიტანო ჩემი არ იყო

ამ ფიქრით მუდამ ვარ სიმარტოვეს/