მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

მიხეილ ჭინჭარაული (1936-2014)
შატილი

მიხა 1936 წელს მაღალმთიანი ხევსურეთის შატილშია დაბადებული, რომელიც ჩეჩნეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ეს სოფელი გაშენებულია ციხე-კოშკების კომპლექში, სადაც სწორედ მიხა და მისი და მარიამ ჭინჭარაული დაიბადნენ და გაიზარდნენ.

 

1952 წელს, როცა საბჭოურმა სისტემამ ხევსურები ძალით გადაასახლა, მიხა კახეთში გადავიდა, სადაც მოგვიანებით შეხვდა თავის მეუღლეს. ეკონომისტის განათლება მან თბილისში მიიღო. 1982 წელს კი იგი ოჯახიანად შატილს უბრუნდება. სადაც იგი ადგილობრივ მართველობაში იწყებს მუშაობას და გამოსცემს წიგნს თავისი სოფლის შესახებ. დღეს ის მეუღლითურთ შატილში ცხოვრობს მთელი წლის განმავლობაში, სუსხიანი ზამთრის პირობებშიც, როდესაც სოფელი კავშირს კარგავს ხოლმე გარე სამყაროსთან.

 

ახალგაზრდობაში მიხა ცნობილი იყო ხევსურეთში, როგორც არაჩვეულებრივი მომღერალი და მეფანდურე. დღეს ის არის ძვირფასი მემატიანე წარსულის და ტრადიციების.

 

იხილეთ მარიამ ჭინჭარაულის პროფილი, მიხას შატილელი დის სიმღერების მოსასმენად.

ნანა, თორღვას ქალი
+ სიმღერის შესახებ

A folk poem from Tusheti about Leks1 raiding a Tush village. 

 

1Leks / Lekebi, Hinukh people: one of the many tribes (together with Avars and Dargins) living in the North Caucasus region that is today called Dagestan. Leks were traditional enemies of Georgians during the 18th and 19th century, regularly invading and raiding the valleys of Kakheti. Today, Georgians refer to all tribes from Dagestan as ''lek.''

+ ლირიკა

ნანა, თორღვას ქალი

 

ჩიღოს წისქვილში ატირდა

ნანა თორღვაის ქალია

შენომა ჩემო თორღვაო

ნუმც შაგიმბია ხმალია

ნუმც გიხოციან ლეკები

ნუმც გიდენავის ცხვარია

შამიკრეს გამოსავალი

ლეკთა წისქვილის კარია

მე თუშიშვილებ მეგონა

ლეკთ შამააწყვეს ჯარია

შიგ ჩამიჴოცნეს ძმა-შიმშნი

იმით დავიჭრენ თმანია

უბეს ჩამისხეს ხელები

მიბრუნვენ სისხლის ტბანია

ფეხშიშველს გადმომავლივნეს

თვირთვილიანნი მთანია

ჩავმარხენ საყურ-ბეჭედნი

იმით ჩავნიშნენ გზანია

გამოვირიდე ზალტეი

თუშებმ დაიგან კვალია

უთხრიდით ჩიღოელებსა

ხახონს უჭირან მხარეა

ჩემმა საქმარემ ხიწვამა

მაღლა შაიბას ჴმალია

შუაღამის დროს მოვიდეს

ხახონის თოფის ჴმანია

დათვალეთ ლეკის შვილებო

ხიწვაის ნახანჯლარია