ვენერა ბაწილაშვილი
ალმატი

ვენერა ცხოვრობს კახეთის ერთ-ერთ ლამაზ სოფელ ალმატში, სადაც სულ შვიდასამდე მოსახლე ცხოვრობს. მისი სახლის ლამაზ ეზოს გვირგვრინივით ერტყმის ტყე. ვენერას ყოველთვის ძალიან უყვარდა მუსიკა და დღეს ხშირად მღერის ხოლმე თავის მეზობელ თინასთან ერთად.

გურჯაანზე
+ სიმღერის შესახებ

A proletarian song about the K'akhetian district capital of Gurjaani.

+ ლირიკა

გურჯაანზე  

 

გურჯაანო შენ კახეთის გული ხარ

ჯამრთელი და მუდამ მხიარული ხარ

სურნელოვან ღვინითა ხარ ქებული

სტუმრები გყავს და მით მხიარული ხარ

 

თელავიდან მგზავრი შენსკენ ისვენებს

წნორიდანაც მოდის ღვინო ჭურითა

შეაერთებს დალოცავს და ისტუმრებს

თბილისისკენ სიმღერით და ლხენითა

შეხვდებიან დალოცავენ ერთმანეთს

თბილისისკენ სიმღერით და ლხენითა

 

შენს წიაღში დავაჟკაცდნენ გმირები

ბრძოლაში და შრომაში გაზრდილები

ოქროს ვარსკვლავს ატარებენ გმირები

დაიმსვენეს მადლიანი გულები

 

თქვენ დიდება თქვენ მადლობა ბიჭებო

გურჯაანის ღვინო შევსვათ ხელადით

მოსკოვს ვუთხრათ მეგობრული სალომი

მოვიგონოთ ხალხთა დიდი ბელადი

სტილნი გოგო
+ სიმღერის შესახებ

Sung from a man's perspective, Venera tells this humorous story about a stylish woman who takes advantage of a man on the streets of Tbilisi.  The text may depict a rupture between traditional life in the village and the influence of Russian culture in Georgia's big city.

+ ლირიკა

სტილნი გოგო

 

ერთ საღამოს ლექციიდან გამოციპარე

და შემთხვევით რუსთაველზე გამოვიარე

/ცეკას გვერდით გავიარე დედავ რა ვნახე

სტილნი გოგო მოდიოდა და დავეჯახე/

 

მან კისერი მოიბრუნა და მითხრა ასე

ცოტა ფრთხილად ვაჟიშვილო ფეხში არ წაგწვდე

/ცოტა ფრთხილად ვაჟიშვილო ფეხში არ წაგწვდე

და ეგ ბუტილკა შარვალი ხელში არ დამრჩეს/

 

ერთხელ კიდევ მოიხედა სტილნი თვალებით

მე მეგონა მოიხედა მან მოწყალებით

/მაგრამ უცებ რეტა მესხმის ნეტავ რა იყო

ამ ჩემს თავში ყველაფერმა რბენა დაიწყო/

 

სტილნმა გოგომ სტილნი ჩანთა ხელში აიღო

არც აცია არც აცხელა თავში დამიშო

/თანაც წიხლი მომაყოლა ვაი მამიკო

თერთმეტ ნომრიანმა ქუსლმა გვერდი წაიღო/

 

ხინკალი ქუდიც მომხადა გამიფრიალა

სტილნი პიჯაკიც გამაძრო წიხლი დაარტყა

/საქმე შარვალზე რომ მიდგა გული გამისკდა

ამოდენა ვაჟკაცობა სუმთლად წამიხდა/

 

ვეხვეწები ქალიშვილი ოხ შემიბრალე

არ გამხადო ქალიშვილო შენ გენაცვალე

/ჩემი თხოვნა არ იწყნარა არ შემიბრალა

და შარვალი ხუთას მეტრზე გამიფრიალა/

 

სტილნი ბუგებიც გამაძრო წიხლი დაარტყა

და წასვლისას მშვენიერი სილაც გამაწნა

/სტილნი პორტფელი გააღო კუდრო წაიცხო

გონმიხდილი მიმატოვა და სვლა დაიწყო/

მთასიხარობს
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

მთასიხარობს 

 

მთასიხარობს მაგ თითების შეხებით

შადრევანთან რომ შეარხევ დალალებს

/მზე პირს იბანს მკურდნალ წყაროს შხეფებით

ბროლის ჭიქით გადმოდიხარ ალავერდს/

 

შენ გიმღერდი, შენ გიმღერდი საქართველოს დიდებით

შენს გვერდზე ჩქეფს, შენს გვერდზე ჩქეფს ეს ბორჯომი ანკარა

/მთელ ქვეყანას ხარობ ბროლის თითებით

სხვას აწვდი და მაინც ამბობ არ კმარა/

 

ფუტკრისავით როგორც თაფლის ნექტარი

ხალხისათვის შენი წმინდა ვალია

/შენის ხელით საამო და ნეტარი

მეც შემასვი უკვდავების წყარია/