მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

ანსამბლი ნელქარისი
შილდა

ქალთა ანსამბლი ''ნელქარისი'' კავკასიონის ქედის გასწვრივ მდებარე ძველი ქვით გაშენებული მშვენიერი სოფელ შილდიდან გახლავთ. ჯგუფის სახელწოდება მოდის ძველი დანგრეული ნამოსახლარიდან, რომელიც ნეკრესის ციხე-სიმაგრის ქვევით მდებარეობდა.

 

ქეთინო რუხაძის ხელმძღვანელობით ეს ანსამბლი ასრულებს ქართული ხალხური მუსიკის ნაირსახეობებს, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მათი წინაპრების სიმღერებს შილდიდან და მის გარშემო სოფლებიდან.

 

ანსამბლის წევრების ჩაწერისას: თამარ კეჟერაშვილი; ირმა კანდელაკი; მაია ბაიდოშვილი; ლალი აღნიაშვილი

დიდება
+ სიმღერის შესახებ

Dideba is a saperkhulo or round dance ritual song.  The woman of Nelkarisi Ensemble learned this song from their ancestors who sang it as a weather ritual song. They say that in times of need a group of women gathered to sing this song at the church doors. A soloist stood in the center facing the entrance while the others stepped in a counterclockwise circle around her. 

 

To hear another versions of this song, visit the page of Mandili Ensemble.

+ ლირიკა

დიდება   

 

დიდება და ღმერთსაი დიდება

პირველად ღმერთი ვახსენოთ

ის უპრო დიდებულია

და მამრე და ყველა წმინდა

წმინდა გიორგი ალთა

დავიარები მთა-მთა

წმინდა გიორგი ცხენთა

ცხენთა ზის და ბედაურზე

ხელში უჭირავს მათრახ

მათრახი და ღვთისა პირულ

ღვთისა წყალობა ღვიბოძეთ

პურით აგვივსე ბეღელ

ღვინით აგვივსე მარან

დიდება და ღმერთსაი დიდება-ო

ელია
+ სიმღერის შესახებ

This weather ritual song was first recorded in Sagarejo District in 1980 by Joseph Jordania. 

 

The popularity in the Caucasus region of Elijah (known as Elia in Georgia), a miracle-making prophet from the Old Testement, is depicted in this interesting weather ritual song performed by Nelkarisi.

 

The appropriation of Elijah into pagan rituals was common throughout the Caucasus, particularly in the eastern Georgian highlands and Ossetia. Influenced by the mythology of other Eastern Orthodox cultures (Greek and Slavic), Elia was worshipped as a weather-maker and a protector of high places, such as the mountains.

+ ლირიკა

ელია

 

დიდება და მადლი ღმერთსა, ღმერთსაი დიდება

ეს ელია, ელიავო, ღმერთსაი დედება

ციდან ჩამოსულიავო, ღმერთსაი დიდება

დიდება და მადლი ღმერთსა, ღმერთსაი დიდება

აღარ გვინდა გორახივო, ღმერთსაი დიდება

ღმერთო მოგვეც ტალახიო,  ღმერთსაი დიდება

ცხავი აცხავებულაო, ღმერთსაი დიდება

წვიმაც გაჩქარებულავო, ღმერთსაი დიდება

დიდება და მადლი ღმერთსა, ღმერთსაი დიდება

დედამთილის დატირება
+ სიმღერის შესახებ

A mourning song, lamenting the death of the mother-in-law. This dirge is sung by two singers -- the first singer speaks directly to her dead mother-in-law, whereas the second speaks to the first singer.

+ ლირიკა

დედამთილის დატირება

 

შენი ტკბილი სულის ჭირიმე, დედამთილო

რად გამიშავე კაბა, დედამთილო

დარდიანი ვარ, როგორღა უნდა ვილხინო

შენი ჭირიმე დედამთილო

შენი ტკბილი სულის ჭირიმე

 

დამაცა ქალო,

ერთი ორი სიტყვა მეც უთხრა ჩემ ტკბილ დედამთილს

ტკბილი კი არა მტირალნო

ცივ სამარეში დამწვარ დაშავებულ

ვაი შენი ბრალი რომ შენ აღარაფერს აღარ ეღირსები

 

შენი ჭირიმე დედამთილო

შენი ტკბილი სულის ჭირიმე

წადი და წადი ჩემო დედამთილო

დაგვლოცე ყველა გზად ია-ვარდი გეფინოს

სალაღობო
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

სალაღობო

 

წყაროს თავზე გოგო მიდის ცისკარივითა

გოგოა თუ წყაროს წყალმა მზე აირიდა

შენ ზღვა ხარ და მე ამ ზღვაზე დავალ ტივითა

შენ რომ არა ტალღა გულზე გადამივლიდა

 

გოგოა თუ მზე გაშლილა წყალთან ია და

გოგოა თუ გაზაფხული ამომზიანდა

შევხედე და გულის კარი დამჩა ღიადა

მითხარ მაინც მოსვლა ხომ არ დამაგვიანდა

 

აფრენილი კენტი წერო ტირის ღრუბლებთან

წეროა თუ ჩემი გული მზესთან მივიდა

მოდი ფრთები დაგიამო გულის უბითა

წყაროს თავზე გოგო მიდის ცისკარივითა

ღვთის კარზე სათქმელი იავნანა
+ სიმღერის შესახებ

There is no English translation available for this song. If you are able to provide one, please include it in an email to aurelia@tsutisopeli.com and we will update the page.

+ ლირიკა

ღვთის კარზე სათქმელი იავნანა

 

ნანა ნანაო

მზე სივრისა ოქროს ბუჩქებს ჭამენ

საქართველოს თავზემდებარე დედა

მზისა და მთვარისა

 

იავნანა ნანინა

ნანებით მოგმართავო

უფლის დედოფალო დედაო მარიამო

იესო ქრისტევ ძევ ღვთისაო ღვთისპირო ქებისაო

ჯვართა და ამაღლებისაო

 

იავნანაო ჰაიდა და მრავალჟამიერ

ნანებით მოგმართავო

თამარ მოწამეო, მთავარ ანგელოზ

სამებავ ერთ არსებაო

ბევრთ ხატის დამრქმელისაო

მაგდან დედა მოიავნანე

მოდაირე ხელქმნისაო

 

იავნა და ჰო ჰო ჰო

ჰაიდა და მრავალჟამიერო

ნანებით მოგმართავო

წყაროს თავს წმინდა გიორგი

ალავერდო გულისაო

საქართველო დედაბოძო ქეთევანო

უკვდავო სულისაო

დიდება ქება თქვენც უკვდავებასო

 

იავნა და ჰო ჰო ჰო

ჰაიდა და მრავალჟამიერო

ნანებით მოგმართავო

აწყურის თავს მჯდომარი გიორგი მოსამართლეო

შუამთის ღვთისმშობელო ნინო წმინდავ ქართველთა განმანათლებელო

კაბადოკიელო

ნინო წმინდავ ქართველთა განმანათლებელო

კაბადოკიელო

დიდო საუფლიანო დიდო საძირკვლიანო

და სამართლიანო

იავნა და ჰო ჰო ჰო

ჰაიდა და მრავალჟამიერო

ნანებით მოგმართავო

 

გავაზო გიორგი დიდო სალოცავო ნეკრესა ღვთისმშობელო

ქართველო კაცო მხვნელ-მთესავო ოქროი გუთნიანო

იავ და ჰო ჰო ჰო, ჰაიდა და ნანა მრავალჟამიერო

ნანებით მოგმართავ დიდო კოპალე

დედითგან უკვდავი ივანე ნათლის მცემლისა

სვეტიცხოველო ცოდვა და მადლიანო ხისაო

მამათა საძმო საუფლო კეთილად დამითულისაო

იავ და ჰო ჰო ჰო

ჰაიდა და ნანინა მრავალჟამიერო

ნანებით მოგმართავო

 

უკანჭლის წმინდა გიორგო მოგზაურო ხახმატო

ხმალო ხმალუნისაო ივრის თავს მბრძანებელო დიდო საუფლიანო

დიდო საძირკვლიანო და დიდო სიმართლიანო

იავ და ჰო ჰო ჰო

ჰაიდა და მრავალჟამიერო

ნანებით მოგმართავო

 

წამლის დედავ დიდო ძირკვიანო დიდო მხრიანო

დიდო დოდებიანო ლაღ ლაშარის ჯვრისაო

დედავ თამარის ძელ ჭეშმარიტო უსახლკარო ბინაო

ქება პირი ღვთისაო

დიდი და დიდი ბატონისა ლაშარის დამრიგებლისაო

იავ და ჰო ჰო ჰო

ჰაიდა და ნანა მრავალჟამიერო

 

რაა ივრის ცარელა მიდამო

ქვეყნა იყო დარჩომითაო

პატარა შვილები გვაჩუქე დიდი ივერთა სისხლისა

ცოტა მადლით ცოდვიანი ქვეყანა დაგვიხსენითო

წაღმა რო ჩაჰგვიბრუნე ვაჟკაცები მარჯვენითაო

იავ და ჰო ჰო ჰო

ჰაიდა და მრავალჟამიერო

 

გაუმარჯოს დღე ღამე მზე მთვარე ვარსკვლავ მნათობთა

აღმოსავლეთ დასავლეთ ჩრდილოეთ სამხრეთსა

შავ ზღვიდან შავ ზღვამდე

თეთრი მათრახით მატარებელი გიორგისაო და

იავ და ჰო ჰო ჰო, ჰაიდა და მრავალ და ჟამიერო

 

გაუმარჯოს სამასსამოცდასამ წმინდა გიორგებსა

ყველაზე დიდ მსჯავრდებელსა

დიდება ძალასა მშვიდობა საქართველოსა ჩვენსაო

იავ და ჰო ჰო ჰო, ჰაიდა და ნანინა მრავალჟამიერო