მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

თამარა ჩეკურიშვილი & ომარ წერეთელი
გავაზი

თამარა ერთადერთი ქალი-შემსრულებელია ანსამბლ გავაზის შემადგენლობაში. მისი სოფლის ჯგუფის ხელმძღვანელი ზურაბ რევაზიშვილია. თამარა ფანდურზე უკრავს და იცის მრავალი ბალადა, რომლიდანაც ორს იგი აქ, ამ ჩანაწერში ასრულებს ომარ წერეთელთან ერთად, რომელიც ამავე სოფლიდანაა და ამ ჯგუფის წევრია.

ქალო, გულქალო
+ სიმღერის შესახებ

ქალ-ვაჟის სატრფიალო.

+ ლირიკა

ქალო გულქალო

 

ქალო გულქალო გულს მედება გელია

ოცდაერთი წლის წინ თეთრი გამოგერია

 

ბიჭო ლამაზო რა გაწუხებს ნეტავი

უცხო ფრინველივით რად ხარ გაუბედავი

 

მხარი მხარს, გული გულს

წინ წავიდეთ გმირულად

ვადიდოთ სამშობლო, ვით მამულიშვილურად

რა ტურფა ყოფილხარ, ვით მძინარე ლამაზო

შენმა ბროლის ყელმა სიყვარულით ამავსო

 

ხათრისთვის ბიჭაო უდარდელო მცინარა

სიყვარულს ვერ შესძლებს, შენისთანა მძინარა

 

მხარი მხარს, გული გულს

წინ წავიდეთ გმირულად

ვადიდოთ სამშობლო, ვით მამულიშვილურად

ყვარელზე
+ სიმღერის შესახებ

A ballad about Qvareli, the district that emcompasses Gavazi, Tamara and Omar's village.

+ ლირიკა

ყვარელზე

 

ყვარელო ვენახის ვარდად გული ხარ

ჩვენი პატარა კახეთის თაიგული ხარ

ბაღ-ვენახებით მორთულო ლამაზო მხარევ

ჩემო ლამაზო ყვარელო, შენ გენაცვალე

 

ყვარელში ტკბილი ღვინოა ქინძმარეული

ღვინით სავსე მაშინები ხშირად ჩაივლის

მის გადამთვრალი ბიჭების სიმღერა ისმის

ყვარელი რომ ქალაქია ვინ აღარ იცის

 

წინ განიერი ქუჩები იქვე სადგური

ჭავჭავაძის მოსაგონრად ძეგლი ჩადგმული

სკოლის ეზოს გოგონები პირმოელვარე

ჩვენო ლამაზო ყვარელო, შენ გენაცვალე

 

თუ ცენთრიდან ქვემოთ ჩახვალ დაუკვირდები

ლამაზ შენობას იხილავ მთლად გაჰკვირდები

ეზო მოპირკეთებული ხეივნიანი

მარჯანიშვილის სახლია სვეტებიანი